|
||
Area of Compliance |
გარემოსდაცვითი პოლიტიკა |
|
|
||
|
Contributing Departments |
|
Department responsible for the document |
გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფი |
|
Corporate units engaged in the implementation |
თიბისი ჯგუფის, ბანკისა და შვილობილი კომპანიესბის ყველა თანამშრომელი |
|
|
||
|
||
Reviewed by |
დირექტორთა საბჭო |
|
სამეთვალყურეო საბჭო |
||
|
||
Approved by |
დირექტორთა საბჭო |
|
სამეთვალყურეო საბჭო |
||
|
||
|
Version |
Date |
Version I |
ვერსია 1 |
1 მაისი, 2020 |
Current Version |
ვერსია 2 |
20 აგვისტო, 2020 |
Date of next update |
|
|
დოკუმენტის დედნის თარგმანი უზრუნველყოფილია სს თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფის მიერ მკითხველისთვის მხოლოდ კომფორტის შესაქმენლად. ინგლისურ დედანსა და თარგმანს შორის რაიმე ხარვეზის, ან წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
თიბისი ბანკის ჯგუფი PLC (თიბისი PLC) ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა. თიბისი PLC სს თიბისი ბანკისა (თიბისი ბანკი) და კომპანიების ჯგუფის (ერთობლივად მოხსენიებულია, როგორც თიბისი ჯგუფი) დედა კომპანიაა, რომელიც ძირითადად საქართველოს ფინანსურ და სხვა მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სექტორებში ოპერირებს. ახლახანს თიბისი PLC-მ უზბეკეთშიც დაიწყო ოპერირება
თიბისი ბანკი, თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად საქართველოში წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია, რომლის მთლიანი ბაზრის წილი 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით სესხებთან მიმართებაში 39.4%-ს, ხოლო არასაბანკო დეპოზიტების მხრივ - 39.8%-ს შეადგენს.
AEP Annual Environmental Plan - გარემოსდაცვითი წლიური გეგმა
EMS Environmental Management System -გარემოსდაცვითი მართვის სისტემა
E&S Environmental and Social - გარემოსდაცვითი და სოციალური
IFIs International Financial Institutions-საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
ISO International Organization for Standardization - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
GHG Greenhouse Gas - სათბური აირები
თიბისი PLC აცნობიერებს, რომ თავის საქმიანობას შესაძლოა პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ჰქონდეს იმ გარემოსა და საზოგადოებაზე, რომელშიც ის ოპერირებს. თიბისი PLC-ის მიზანია მის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების პასუხისმგებლობით მართვა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური ანაბეჭდი რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გარემოსადმი მეგობრული ღონისძიებების ხელშეწყობის გზით შევარბილოთ კლიმატის ცვლილება.
მეწილეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ამ ფილოსოფიის კომუნიკაციისათვის, თიბისი PLC-ის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭომ მიიღო გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც აღწერს ჯგუფის მდგრადი ფინანსირების განვითარების ვალდებულებას , რაც პასუხისმგებლიანი კორპორატიული მმართველობის ძირითადი კომპონენტია. თიბისი ჯგუფს აღებული აქვს ვალდებულება გარემოსადმი მეგობრულად და სოციალური პასუხისმგებლობით მართოს თავისი საქმიანობა. გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვისას საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების მიერ თავიანთი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობების შესრულება. ვაღიარებთ, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება და განსაზღვრა უნდა იყოს რისკების შეფასების სტანდარტული პროცესის ნაწილი. ჩვენს კლიენტებთან მიმართებაში, მოქმედ გარემოსდაცვით, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის რეგულაციებთან შესაბამისობას და ჯანსაღი გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომითი რეგულაციების გათვალისწინებას ეფექტური კორპორატიული მმართველობის დამადასტურებელ მნიშვნელოვან ფაქტორებად მივიჩნევთ.
პოლიტიკა ვრცელდება თიბისი ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიაზე და თოთოეული შესაბამისობაში უნდა იყოს პოლიტიკის მოთხოვნებთან მისი რეგისტრაციის ან ჯგუფთან მიერთების დღიდან. თიბისი PLC-ის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა შეეხება ყველა ოპერაციასა და მომსახურებას სათავო ოფისებში, ფილიალებში, საცალო ობიექტებში, მომსახურების ცენტრებში, ტრენინგ ცენტრში, არქივში, საწყობსა და ყველა შვილობილ კომპანიაში. ჯგუფში შემავლმა ყველა კომპანიამ უნდა გამოყოს თანამშრომლები, რომელბიც პასუხისმგებლები იქნებიან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის განხორციელებაზე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია შვილობილი კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც მინიმალურად სარგებლობენ კომუნალური სერვისებით, ნაკლებად იყენებენ ბანკის შენობებს და/ან აქვთ შეზღუდული ადამიანური რესურსი. თუმცა, ამ კომპანიების მართვა, მათ შორის სათბური აირების გაფრქვევების წლიურ ანგარიშში შესაბამისი მონაცემების მიწოდება, ცენტრალიზებულად განხორციელდება თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფის მიერ.
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დაინტერესებული მხარეები არიან თიბისი PLC, კლიენტები, აქციონერები, მიწოდების ჯაჭვის კომპანიების და ჯგუფისს და ჯგუფისთვის მომუშავე სერვის მომწოდებლები. წინამდებარე პოლიტიკის დამტკიცების დროს, დაინტერესებული მხარეების უმრავლესობას არ აქვს კონკრეტული მოლოდინი თიბისი PLC-ის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის განხორციელებასთან დაკავშირებით.
გამონაკლისს წარმოადგენენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და თიბისი PLC. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ კონკრეტული მოლოდინები, როგორც კლიენტების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების მეთოდოლოგიასთან, ისე მდგრად ფინანსირებასთან დაკავშირებით. ამრიგად, აღნიშნული მოლოდინები იქცა შესაბამისობის ვალდებულებებად, , რომლებიც უნდა შესრულდეს თიბისი PLC-ის მიერ,
გამომდინარე იქედან, , რომ სხვა დაინტერსებული მხარეების მოლოდინი გამართლდა და ISO 14001:2015 სტანდარტის დანერგვით მოლოდინსაც გადააჭარბა, დაინტერესებული მხარეების სხვა მოთხოვნების, მოლოდინების, თუ ვალდებულებების გათავლისწინება ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ამ მხრივ განხორციელებულ ცვლილებებზე კომპანია მოახდენს სათანადო რეაგირებას.
გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფის უფროსი (გარემოსდაცვითი კოორდინატორი) პასუხისმგებელია წინამდებარე პოლიტიკის განახლებაზე. დოკუმენტის გადახედვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი შეკითხვების არსებობის, ან სხვა მოვლენების განვითარების შემთხვევაში, სხვა მხრივ, მისი გადახედვა ხორციელდება რეგულარულად, თიბისი PLC-ის მოთხოვნების შესამაბისად. დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს მენეჯმენტი. ყველა თანამშრომელს ნებისმიერ დროს აქვს წვდომა პოლიტიკის არსებულ ვერსიასთან.
როგორც ქვეყანაში უდიდესი ფინანსური ჯგუფი, სრულად ვაცნობიერებთ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით ჩვენი საქმიანობის წარმართვის მნიშვნელობას. შესაბამისად, ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ასე გამოიყურება:
გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიზანია კომპანიაში გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (გმს) აღწერა, რომელიც დაფუძნებულია ISO 14001:2015 სტანდარტზე. იგი განსაზღვრავს სტრუქტურას, თუ როგორ უნდა მოხდეს ძირითადი რეგულაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტირება. ამ თვალსაზრისით პოლიტიკა ადგენს შემოწმებად სტანდარტებს გმს-ის შემდგომი განვითარების მიზნით. თიბისი ბანკის მენეჯმენტი და ყველა თანამშრომელი ვალდებულია, შესაბამისობაში იყოს გმს-ის მოთხოვნებთან..
ჯგუფის ტოპ მენეჯმენტი წარმართავს გმს-ს და კისრულობს ვალდებულებას მასთან მიმართებაში. ის პასუხისმგებელია სისტემის ეფექტურობაზე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის (მათ შორის გარემოსდაცვითი პრინციპების) საშუალებით სისტემის ჩარჩოს განსაზღვრისა და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფით. მას ეკისრება მთლიანი პასუხისმგებლობა გმს-ის დანერგვის კოორდინაციაზე, საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, შესაბამისი თანამშრომლებისათვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების მინიჭებაზე და ეფექტური გარემოსდაცვითი მართვის მნიშვნელობის გაზრდის ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი სამქმიანობის მუდმივ განვითარებაზე.
გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთეულია. ჯგუფის მთავარი პასუხისმგებლობა არის გმს-ის განხორციელება და ოპერირება და რეგულარულ გარემოსდაცვით კომიტეტებზე გარემოსდაცვითი მართვის გეგმებისა და შედეგების წარდგენა. გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფი მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი ანგარიშვალდებულია მმართველი საბჭოს წევრის წინაშე.
გმს-ის ფარგლებში, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფი პასუხისმგებელია ტექნიკურ მხარდაჭერაზე ყველა ასპექტში, მათ შორის:
გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ოთხი მიმართულების/ფილარისგან შედგება. უფრო კონკრეტულად, ეს არის გარემოსდაცვითი მართვის შიდა სისტემა, რომელიც მოიცავს თიბისი ბანკის ყოველდღიური საქმიანობის შედეგად რესურსების მოხმარებას და სხვა გარემოსდაცვით ზემოქმედებებს. დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებების მართვას, იყენებს მდგრად ფინანსირებას, რათა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს კლიენტების მიერ ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და სხვა სოციალური ინვესტიციების განხორციელებას და ასევე, ფარავს გარე კომუნიკაციებს, რაც გულისხმობს საჩივრების მიღების მექანიზმს, თიბისი PLC-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სათბური აირების გაფრქვევების შესახებ წლიური ანგარიშების მომზადებას და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მეწილეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციალური ანგარიშების წარდგენას.
საბანკო საქმეს არ არის მაღალდაბინძურებადი საქმიანობა, ასე რომ არ არის მოსალოდნელი, რომ ჯგუფის მიერ რესურსების მოხმარებასთან (პირდაპირი ზემოქმედება) დაკავშირებით გარემოსდაცვითი მართვის შიდა სისტემის ოპერირებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გარმოზე. ამის მიუხედავად, თიბისი ბანკმა მიმოიხილა მის მიერ ჩატარებული ყველა სახის საოპერაციო საქმიანობა, შესყიდული ნივთი და დაქირავებული კომპანიების მიერ მიღებული მომსახურება, , რომლის გაკონტროლებაც მას შეუძლია (ამჟამინდელი და დაგეგმილი) და ასევე განსაზღვრა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოსდაცვითი ასპექტი. აღნიშნული ასპექტები დაყოფილია პირდაპირ და არაპირდაპირ გარემოსდაცვით ზემოქმედებებად.
პირდაპირი გარემოსდაცვითი ასპექტები დაკავშირებულია ისეთ აქტივობებთან, რომლებიც სრულად კონტროლდება ბანკის მიერ, ან შეიძლება გაკონტროლდეს მენეჯმენტის შიდა გადაწყვეტილებებით. ამაში შედის კორპორატიული გარემოსდაცვითი სტანდარტული სასტარტო საკითხები: წყალჩაშვებები, ჰაერში გაფრქვევები, ნარჩენების გადამუშავება და განთავსება, რესურსებისა და ენერგიის მოხმარება.
არაპირდაპირ გარემოსდაცვით ასპექტებს, პირიქით, აქვთ ისეთი ეფექტები, რომლებიც მხოლოდ არაპირდაპირ არის გამოწვეული კომპანიის საქმიანობებით, პროდუქტებით, თუ სერვისებით. ისინი შესაძლოა გამოწვეული იყოს მესამე მხარეებთან ურთიერთქმედებით და მათზე შესაძლოა გავლენა იქონიოს თვითონ კომპანიამ მხოლოდ გარკვეული მასშტაბით, ან ხარისხით, მაგ. სერვისების შერჩევა და შედგენა, კლიენტების საქმიანობა და ა.შ.
ასპექტები ჩამოთვლილია „გარემოსდაცვითი ასპექტების რეესტრში“, რომელიც გარემოსდაცვითი წლიური გეგმის ნაწილია. თითოეული იდენტიფიცირებული გარემოსდაცვითი ასპექტი რისკების ხარისხობრივ ანალიზს ექვემდებარება, რომელიც თავის მხრივ სამგანზომილებიანია:
გარემოსდაცვით პოლიტიკაში აღწერილი მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ ანალიზის საუძველზე განისაზღვრება, ასპექტი მნიშვნელოვნად შეიძლება იყოს მიჩნეული თუ არა. შესაძლოა განხილულ იქნას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გარემოსდაცვითი ეფექტები.
გარემოსდაცვითი სამართლებრივი შემოწმება ყოველწლიურად ტარდება. საკნონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა გმს-ის სერტიფიცირების ერთ-ერთი წინაპირობაა. შესაბამისად, უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესწავლა და ორგანიზაციის მიერ მასთან შესაბამისობის მონიტორინგი. თიბისი ბანკმა გარემოსდაცვით ასპექტებთან მიმართებაში რამდენიმე სამართლებრივი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეესტრი დეტალურად აღწერს თიბისი ბანკთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სამართლებრივ და სხვა მოთხოვნებს და მიუთითებს, თუ როგორ ერგება მოთხოვნები თიბისი ბანკის გარემოსდაცვით ასპექტებს.
ამასთანავე, შემუშავდა და დამტკიცდა შემდეგი დოკუმენტები:
რაც შეეხება თიბისი ბანკის ძირითად საქმიანობას (თუმცაღა, არაპირდაპირი ზემოქმედება), მცირე/საშუალო და კორპორატიულ ბიზნეს დაკრედიტებას, კლიენტების უმრავლესობა გარემოზე მნიშნელოვანი ზემოქმედებების მქონე ბიზნეს სექტორებია, მაგალითად, ნედლეული მასალების მოპოვება, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ენერგეტიკა თუ მშენებლობა და ინფრასტრუქტურული განვითარების ინდუსტრია. გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებების შეფასებითა და მონიტორინგით, რაც ბიზნეს კლიენტების საკრედიტო რისკების ანალიზის ნაწილია, კლიენტების ბიზნეს საქმიანობებში გარემოსდაცვითი საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების წახალისებით და მდგრად ფინანსირებაში მონაწილეობით, თიბისი მიიჩნევს, რომ შეამცირებს მის მიერ დაფინანსებული ბიზნესების ნეგატიურ გარემოსდაცვით ზემოქმედებებს. , თიბისიმ შეიმუშავა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის პროცედურები, რათაკომერციული დაკრედიტებისას გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასება სათანადო, რისკებზე დაფუძნებული, დარგისთვის შესაფერისი მიდგომებით მოხდეს. ეს პროცედურები სრულად ინტეგრირებულია თიბისი ბანკის საკრედიტო რისკების მართვის პროცესთან და რუტინულად შეეხება ყველა კომერციულ (ე.ი. იურიდიული პირების) ტრანზაქციას.
ამ პროცედურების გამოყენების მიზანი კომერციულ დაკრედიტებასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებაა, რათა შექმნას და გაზარდოს შესაძლებლობები გარემოსადმი მეგობრული და სოციალურად პასუხისმგებლიანი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და შეამციროს თიბისი ბანკის გარემოსადაცვითი თუ სოციალური მიზეზით განპირობებული ფინანსური, რეპუტაციული და სამართლებრივი რისკები და ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები..
თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის პროცედურები მოიცავს ტრანზაქციის კვალიფიკაციას, რისკების კატეგორიზაციას, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიკაციას და შესაბამისობის შეფასებას, შემცირებასა და კონტროლს, მონიტორინგსა და ანგარიშგებას. პროცედურებში ასახულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის შესრულების სტანდარტები (PSs) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესრულების მოთხოვნები (PRs) და აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების მოთხოვნები (SRs).
გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს თიბისი ბანკის ოპერაციების შესაბამისობას როგორც PS/PR-1-სა (სოციალური და გარემოსდაცვითი შეფასება) და PS/PR-2-თან (შრომითი უსაფრთხოება და სამუშაო პირობები), ისე აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების შესაბამის მოთხოვნებთან. ყველა კომერციული ტრანზაქციის შემთვევაში, თიბისი ბანკი შეეცდება უზრუნველყოს კლიენტების მხრიდან ორგანიზებული და სისტემური მიდგომის გამოყენება გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ გარემოსადაცვით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, და შრომის რეგულაციებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ამ პროცედურების ფარგლებში თიბისი ბანკი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რეგულარულად ატარებს თანამშრომლების ტრენინგებს და ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ადგილობრივი რეგულაციების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სახელმძღვანელოს (e-Manual v4.0), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვებ გვერდის: https://firstforsustainability.org/, ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკის (FMO) დარგობრივი სახელმძღვანელო პრინციპების და აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის (ESMS) ფორმას ბანკებისა და ფონდებისათვის, რომლებიც უნიფიცირებულია თიბისი ბანკის მიერ შემუშავებულ დარგობრივად სპეციფიკურ გარემოსდაცვითი და სოციალური რეპორტის (ESDD) ფორმებში.
როგორც გარემოსდაცვითი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, თიბისი ბანკი იღებს ვალდებულებას კომპანიაში მდგრადი ფინანსირების განვითარების მიმართულებით. მდგრადი ფინანსირების სტანდარტიზაცია, მათ შორის, ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგია და რესურსეფექტური დაფინანსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საცალო, ისე ბიზნეს კლიენტების შემთხვევაში. მდგრადი ფინანსირების განმსაზღვრელი კრიტერიუმების რელევანტურობის უზრუნველსაყოფად, თიბისი ბანკი თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რათა გაკეთდეს ადგილობრივი ბაზრის კვლევა და განისაზღვროს მდგრადი (მწვანე) ფინანსირების სტანდარტები , რაც ამ მიზნით სპეციალურად შემუშავებული მწვანე დაკრედიტების სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვის გზით, მწვანე დაკრედიტების არსებული ოპერაციების გამართვისა და მნიშვნელოვანწილად, ხელშეწყობისთვის არის საჭირო. აღნიშნულ ქმედებებთან ერთად, განხორციელდება პოტენციალის შექმნის შესაბამისი ღონისძიებები.
გარე კომუნიკაციის (როგორც შემომავალი, ისე გამავალი) წარმოება და დოკუმენტირება კომპანიის შიგნით ხდება მკაფიო პასუხისმგებლობების განსაზღვრის ფონზე. გარე გამავალი კომუნიკაცია მოიცავს გარემოსდაცვით პრინციპებს, წლიურ გარემოსდაცვით შედეგებს და სხვა რელევანტურ ინფორმაციას და მარკეტინგულ მასალებს.
სათბური აირების გაფრქვევების წლიურ ანგარიშში შეჯამებულია თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი საქმიანობა და იგი განკუთვნილია ყველა მეწილისა და დაინტერესებული მხარისათვის. მასში ასახულია გარემოსდაცვითი მართვის სისტემასთან დაკავშირებით წინა წელს მიღწეული შედეგები. ანგარიში მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობითა და შედეგებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის, ამრიგად, ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbankgroup.com/responsibility/our-environment
სხვა მარკეტინგული მასალის განხილვა ხდება მარკეტინგის ჯგუფთან კოორდინაციაში, რომელიც მართავს თიბისი ბანკის ცენტრალურად მომზადებულ მარკეტინგულ მასალებს.
თიბისი ბანკის გარემოსდაცვით მენეჯმენტთან დაკავშირებით შემომავალი კომუნიკაციის მართვა ხდება იმავე გზით, როგორც კომპანიის მიერ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური შეტყობინებების შემთხვევაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ ასევე ინფორმირებულია გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფი.
მიღებული შეტყობინებების დოკუმენტირება ასევე ხდება გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის ჯგუფის მიერ. ეს უკანასკნელი ასევე პასუხისმგებელია სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებული გარე შეტყობინებების რეპორტინგზე მენეჯმენტის მიმოხილვებში, მათ შორის, მაგალითად, საჩივრები. მოხდება ყველა სახის კომუნიკაციის ჩანაწერის შენახვა, მათ შორის თიბისი ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საჩივრების მიღების პროცედურის მიხედვით. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი კითხვების გამოგზავნა ვებ-გვერდზე: http://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/e-s ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: E&[email protected]
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სანდოობის უზრუნველსაყოფად, უკვე დაწყებულია ISO14001:2015 სტანდარტის სერტიფიცირების პროცესი. . სერტიფიცირება დაგეგმილია 2020 წელს.
სათბური აირების გაფრქვევა
როგორც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში რეგისტრირებულ კომპანიას, თიბისი PLC-ის მოეთხოვება თავის პირდაპირ ოპერაციებთან დაკავშირებული სათბური აირების (GHG) გაფრქვევების კალკულაცია და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. თიბისი PLC-იმ შექმნა შიდა გარემოსდაცვითი კომპლექსური სისტემა, რათა ჯგუფის მასშტაბით მართოს სათბური აირების გაფრქვევები და იღებს ვალდებულებას შეამციროს სათბური აირების გაფრქვევები საწვავის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მოხმარების მკაცრი მონიტორინგის გზით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ წლიური ანგარიშში: https://bit.ly/33rHasn.