დაბრუნების საერთო წესები
გაითვალისწინეთ, რომ:
რაც არ რეგულირდება დაბრუნების საერთო წესებით, რეგულირებულია ამ დაბრუნების პოლიტიკის პლატფორმების დაბრუნების სპეციალურ წესებში. თუ სპეციალურ წესებში რეგულირებულია დაბრუნების საერთო წესებისგან განსხვავებული პირობები, მოქმედებს ამ თავში განსაზღვრული პლატფორმის სპეციალური წესები.
Super App TNET-ის აპლიკაციის გამოყენებისას მოქმედებს დაბრუნების სპეციალური წესები და პლატფორმების სპეციალური დაბრუნების წესები ერთობლივად.
1. როგორ და რა ვადაში მოახდინოთ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების ინიცირება
პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ ცხრილში განსაზღვრულ მეთოდებს.
გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების ინიცირება შეგიძლიათ პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას.
პლატფორმა/ვებგვერდი
|
დაბრუნების ინიცირება
|
livo.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@livo.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
tkt.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (Support@Tkt.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
vendoo.ge
|
დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით
|
swoop.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@swoop.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
mymarket.ge
|
დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით
|
myauto.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myauto.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
myparts.ge
|
დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით
|
myhome.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myhome.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
myshop.ge
|
შეავსეთ დაბრუნების ფორმა
|
auction.myauto.ge
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myauto.ge) ან ჩატით მიწერის გზით.
|
super app TNET
|
დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (superapp@tnet.ge) ან ჩატით მიწერის გზით ან დაბრუნების ფორმის შევსებით.
|
2. დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები
- TNET პლატფორმებზე განთავსებული თითოეული პროდუქტის დაბრუნების პირობას განსაზღვრავს TNET პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეები (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი). ისინი თავად ადგენენ დაბრუნების, პროდუქტის შეფასებისა და მომხმარებლისთვის ანაზღაურების წესს.
- TNET არ არის პასუხისმგებელი TNET პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეების (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი) მიერ განსაზღვრულ წესებზე და პირობებზე და მოვაჭრის მიერ დადგენილი წესების შესრულებასა თუ შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე (გამონაკლისია, როცა TNET თავად არის მოვაჭრე).
- TNET პასუხისმგებელია მხოლოდ TNET პლატფორმებზე განთავსებული ისეთი პროდუქტის დაბრუნებაზე, პროდუქტის შეფასებასა და მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურებაზე, სადაც მოვაჭრის/გამყიდველის ველში მითითებულია თავად შპს „თინეთი“ ან რომელიმე TNET პლატფორმა.
3. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არ არის TNET?
- ონლაინ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში თქვენ, დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრულ TNET პლატფორმებზე არსებული დაბრუნების მეთოდებით ან/და პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრის წესების დაცვით.
- გაითვალისწინეთ, რომ:
- პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის მიერ მითითებული წესით.
- ფიზიკური პირი გამყიდველის პროდუქტის/პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება და დაბრუნება შეგიძლიათ მხოლოდ პროდუქტის/პროდუქტის შეძენიდან 15 წუთის განმავლობაში, სანამ კურიერი იმყოფება თქვენთან. კურიერის წამოსვლის შემდეგ დაბრუნების წინადადებით მიმართეთ პირდაპირ გამყიდველს.
- ოფლაინ პროდუქტის/პროდუქტის შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ მხოლოდ მოვაჭრესთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, TNET-ის გარეშე.
- გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ვაჭრობისას, როცა გამყიდველი არ არის TNET, ჩვენ ასეთ დროს ვართ შუამავალი თქვენსა და გამყიდველს შორის. ჩვენ, გარკვეულ პლატფორმებზე შესაძლოა შემოგთავაზოთ დაბრუნების ფორმა და დაბრუნების მართვის სერვისი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაფიქსირებული პრეტენზია ვაცნობოთ გამყიდველს, ხოლო გამყიდველის პასუხი პრეტენზიაზე გაცნობოთ თქვენ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრული წესით დაბრუნების ინიცირების შემდეგ, ჩვენ მოვახდენთ:
- გამყიდველთან კომუნიკაციას თქვენს მიერ ინიცირებული დაბრუნების თაობაზე და მისთვის დაბრუნების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას;
- მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ პროდუქტის შეფასების შემდეგ, ჩვენ თქვენ მოგაწვდით გამყიდველის პროდუქტის შეფასების დასკვნას ან გამყიდველის გადაწყვეტილებას;
- თქვენს მიერ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის მიერ მითითებული ოდენობითა და წესით.
- თუ თქვენ ჩათვლით, რომ მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა არღვევს თქვენს უფლებებს, პრეტენზია შეგიძლია დააფიქსიროთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტში.
4. როგორ განასხვაოთ TNET დაბრუნების პოლიტიკა მოვაჭრის ინდივიდუალური დაბრუნების პოლიტიკისგან, როდის მოქმედებს TNET დაბრუნების პოლიტიკა და სად არის განთავსებული ისინი?
- პროდუქტისა და მოვაჭრის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე, პროდუქტის გვერდზე ან პროდუქტის შესყიდვამდე შესაძლოა შეგხვდეთ დაბრუნების TNET-ის ან მესამე პირი გამყიდველის წესები, აქედან:
- ზოგ პლატფორმაზე (მაგ. Vendoo), პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტის გვერდზე, პროდუქტის აღწერაში, პროდუქტის შესყიდვის გვერდზე ან პროდუქტის გვერდზე, ინფორმაციის შესაბამის ღილაკზე დაჭერით, სადაც ფანჯარაში გამოვა პროდუქტის დაბრუნების წესი.
- TNET-ის დაბრუნების წესი მოქმედებს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელზეც გამყიდველის ველში მითითებულია TNET (შპს „თინეთი“ ან TNET-ის რომელიმე პლატფორმა) ან პროდუქტის გვერდზე ან შესყიდვამდე არ არის მითითებული მესამე პირი გამყიდველის ინდივიდუალური დაბრუნების წესები.
- თუ პლატფორმაზე პროდუქტზე ინდივიდუალურად შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს პროდუქტზე ინდივიდუალურად მითითებული დაბრუნების წესები, ხოლო იქ სადაც არ შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა.
5. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არის TNET?
- პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტში მითითებულ მეთოდებს.
- გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მომსახურება/პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას/გაუქმებას საქართველოს კანონმდებლობის, TNET-ის წესებისა და მესამე პირი გამყიდველის წესების შესაბამისად. ჩვენს ზოგიერთ პლატფორმაზე დაბრუნების საერთო წესებთან ერთად მოქმედებს პლატფორმების სპეციალური დაბრუნების წესები, რომლებიც განსაზღვრავენ სხვადასხვა პროდუქტზე/სერვისზე დაბრუნების საგამონაკლისო ან განსხვავებულ წესებს.
6. რა უნდა წარადგინოთ პროდუქტის დაბრუნების დროს?
- პროდუქტის დაბრუნებისას აუცილებელია პროდუქტს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის პროდუქტის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
7. პროდუქტის დაბრუნებისას პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაციის/ნაწილების სრულად არ წარდგენის შედეგები
- თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით.
8. პროდუქტის დაბრუნების ვადა და ადგილი
- დაბრუნების ინიცირების შემდეგ, თქვენ 7 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტი უნდა მოიტანოთ ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში.
- დაბრუნების ფორმის შევსების/დაბრუნების ინიცირების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოვაჭრე არ არის ვალდებული დაიბრუნოს პროდუქტი).
- პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ალექსიძის ქ. N1. სართული 1, კორპუსი 1, თბილისი, საქართველო.
- დასაბრუნებელი პროდუქტების მიღების საათებია: ორშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. სამშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. ოთხშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. ხუთშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. პარასკევი - 12:00 – 15:00 სთ.
- გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ მიიღებს დასაბრუნებელ პროდუქტებს დღის სხვა მონაკვეთში.
9. როგორ მოიქცეთ თუ პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას?
- პირველ რიგში დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს კომუნიკაციების თავში მითითებული არხებით, საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ დაბრუნების ფორმა.
- კომპანია პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან პლატფორმაზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
10. დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქტი:
ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
თ) დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
ი) ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
კ) მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი;
ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
მ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;
ო) სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის გვერდზე მითითებულია დაბრუნების შესაძლებლობა.
პ) თუ მომხმარებელმა პროდუქტი დააზიანა;
ჟ) თუ პროდუქტი არ არის საქართველოში და მისი შეკვეთა/ჩამოტანა ხდება თქვენი დაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, Trendyol-ის პროდუქცია.
რ) 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი.
ს) ჰიგიენური პროდუქტები.
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
უ) გამყიდველის/მოვაჭრის მიერ მითითებულ სხვა შემთხვევებში.
11. პროდუქტის დაბრუნებაზე უარის თქმის შედეგები
- თუ პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა. შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ თუ დადგინდება პროდუქტზე ზემოაღნიშნული ცვლილებები/ნაკლი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი. კომპანია გადაწყვეტილებას გაცნობებთ პროდუქტის ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს პროდუქტის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრიდან გატანა.
- თუ ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანილ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ აშკარა ნაკლი/ცვლილება, რომელიც გამოწვეული არის მომხმარებლის ზემოქმედებით და არ საჭიროებს დამატებით შემოწმებას, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელს ადგილზევე აცნობოს გადაწყვეტილება და უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/ჩაბარებაზე.
12. დაბრუნებული პროდუქტის შეფასების კრიტერიუმი და მომხმარებლის ანაზღაურების მოცულობა
TNET პლატფორმებზე მომხმარებლის მიერ შეძენილი TNET-ის პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანია პროდუქტის შეფასებას და თანხის დაბრუნებას მოახდენს შემდეგნაირად:
- 100%-ით ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია ან გახსნილია პროდუქტის გატესტვის (ფუნქციონირების შესამოწმებლად) მიზნით და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები დაუზიანებლად/სახეშეუცვლელად. (გამონაკლისია! როცა მწარმოებელს პროდუქტის გახსნა დადგენილი აქვს პროდუქტის დაზიანებად და მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი დააბრუნა გახსნილ მდგომარებაში. მსგავს შემთხვევაში ანაზღაურების პირობა განისაზღვრება 50-80%-ის ოდენობით).
- 50-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია (შეფუთვა დახეულია, დაზიანებულია შეფუთვაზე დატანილი პროდუქტის მახასიათებლები (პროდუქტის შტრიხ-კოდები/ვიზუალი/ ბრენდის სასაქონლო ნიშანი/პროდუქტის ვიზუალი და შეფუთვაზე დატანილი სხვა პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია) ან/და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება მცირე ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც სასაქონლო იერსახეზე დიდ გავლენას არ ახდენს.
- 10-50%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძირითადი ფუნქციები.
- 1-10%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტი ვიზუალურად ან ფუნქციურად დაზიანებულია და შენარჩუნებული არ აქვს ძირითადი ფუნქციები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა TNET-მა უარი განაცხადოს პროდუქტის დაბრუნებაზე.
- თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები: პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
- გაითვალისწინეთ, რომ!: მერჩანტის/გამყიდველის პროდუქციის შეფასებას ახდენს თავად გამყიდველი ან სერვის-ცენტრი, შესაბამისად მათ პროდუქციაზე დაბრუნებული პროდუქტის შეფასების და ანაზღაურების კრიტერიუმებსა და პირობებს განსაზღვრავს თავად გამყიდველი/მერჩანტი ან სერვის-ცენტრი. აღნიშნული წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს TNET-ის მიერ განსაზღვრული პირობებისგან.
13. პროდუქტის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების შემდეგ მომხმარებლის ანაზღაურების წესები
- მომხმარებლის ანაზღაურება ხდება პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
- კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
- დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით TNET-ის პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნით გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Mymarket.ge; Myparts.ge).
- გამონაკლისია: თუ დაბრუნებული პროდუქტი ექვემდებარება სერვის ცენტრის/შესაბამისი შემმოწმებელი ორგანოს მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
14. განვადებით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
- განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
- განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად პროდუქტებს ერთად.
15. აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
- აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.
16. Myhome.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები
პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
- ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
- საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
17. Livo.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები
რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?
- შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ დაუწყია რაიმე სახით მომხმარებლის შეკვეთაზე მომსახურების განხორციელება. ასეთ დროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
- თუ კომპანიას დაწყებული აქვს მომხმარებლის შეკვეთის/განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევა, მისი გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს არ დაუბრუნდება სერვისში გადახდილი საფასური.
- მომხმარებელი უფლენბამოსილია შეამოწმოს კომპანიის სერვისი და მოთხოვოს კომპანიას ხარვეზის გამოსწორება.
- შეკვეთის გაუქმებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად.
უნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
18. Tkt.ge-ს დაბრუნების/გადაცვლის სპეციალური წესები
- შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით და ამ პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა:
- თანხის დაბრუნება საგამონაკლისო შემთხვევების დროს:
(ა) TKT.GE იტოვებს უფლებას, გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების შემთხვევაში თანხის დაბრუნება განახორციელოს მხოლოდ არსებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
(ბ) TKT.GE მომხმარებელს ატყობინებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების სახით ან/და სოციალური ქსელების საშუალებით.
(გ) გამონაკლის შემთხვევაში, TKT.GE-ს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება TKT.GE -ს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე, ხოლო არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა დაბრუნდება იმ ბარათზე, რომლიდანაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
(დ) მომხმარებლის მიერ შეკვეთისა და გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში TKT.GE უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად არ დააბრუნოს მომხმარებლის მიერ ბილეთში გადახდილი თანხა. ამასთანავე, TKT.GE არ არის პასუხისმგებელი წარმატებით ჩატარებული ღონისძიების ბილეთის თანხის დაბრუნებაზე.
(ე) ბილეთების ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს ღონისძიების ორგანიზატორი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ შეკვეთის ან ბილეთის ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებით დამდგარ შედეგებზე.
(ვ) იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთის/შეკვეთის თანხას, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
- საქართველოს რკინიგზის ბილეთის დაბრუნებისას მოქმედებს რკინიგზის მიერ დადგენილი შემდეგი წესები:
- თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 2 საათზე ნაკლები - ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება;
- დაბრუნებისას ბილეთის ფასს აკლდება სულ მცირე მინიმალური ოდენობა - 1.50 ლარი;
- მატარებლის ბილეთის გაუქმების/დაბრუნების შემთხვევაში კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- მგზავრობამდე 15 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 15%;
- მგზავრობამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 30%.
- ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 2 საათით ადრე. მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გამოკლებით.
- წინამდებარე დაბრუნების წესები შესაძლოა შეიცვალოს რკინიგზის მითითების საფუძველზე,
- კინოს ბილეთების დაბრუნებისას მოქმედებს შემდეგი წესები:
- დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 3 საათი.
- კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.
- ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:
- Basic – ბილეთის ღირებულების 60%
- Silver – ბილეთის ღირებულების 80%
- Gold – ბილეთის ღირებულების 90%
- ავია ბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:
- ავია ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/დაGE-ს;
- GE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს TKT.GE-ს ფრენის დაწყებამდე არაუგვაინეს 24 საათით ადრე; (გაითვალისწინეთ, რომ TKT.GE-ს სამუშაო საათებია 11:00-19:00)
- GE გადასცემს შესაბამის ავია კომპანიას მომხმარებლის მოთხოვნას ბილეთის გადაცვლის შესახებ. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
- ბილეთის გადაცვლის საკითხს ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად;
- ნებისმიერი სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის გადაცვლაზე, ავია კომპანიის კომუნიკაციასა ან/და ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ თუ სხვა სახის დეტალებზე;
- ავია ბილეთის დაბრუნების წესი:
- ავია ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/დაGE-ს;
- მომხმარებლის მიერGE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, TKT.GE უკავშირდება ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
- GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთან, ავია კომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე;
- ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის გადაწყვეტილებებზე.
- ავია კომპანია ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თავად განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხის ღირებულებას. ავია კომპანია მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ ღირებულებას ურიცხავსGE-ს მომხმარებლის ან/და TKT.GE-ს მომართვიდან 30-90 დღის განმავლობაში.
- GE მომხმარებელს ავია კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხიდან უბრუნებს კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
- ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემის წესი:
- არ ხორციელდება ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემა.
- GE არ აგებს პასუხს მგზავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხზე ან/და მათ ინფორმირებაზე მგზავრებისთვის (საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტაცია, Covid რეგულაციების მოთხოვნები და სხვ.);
- GE არ აგებს პასუხს მგზავრის ფრენაზე არ გამოცხადებისა ან/და დაგვიანების შედეგებზე;
- GE პასუხს არ აგებს ფრენასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ასეთ კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი ავია კომპანია;
- ავია ბილეთებთან დაკავშირებული საკითხებისGE -სთან კომუნიკაცია არ არის სავალდებულო. მომხმარებელი უფლებამოსილია უშუალოდ დაუკავშირდეს შესაბამის ავია კომპანიას;
- TNET (TKT.GE) უფლებამოსილია არ დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები, რაზეც მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
- საგამონაკლისო შემთხვევებში, TKT.GE უფლებამოსილია თავისი დისკრეციითა და გადაწყვეტილებით დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებით.
19. Swoop.ge-ს დაბრუნების სპეციალური წესები
შეძენილი ვაუჩერის/შეთავაზების გაუქმების/დაბრუნების პირობები
- მომხმარებლის მიერ შეძენილი ვაუჩერის თანხის ღირებულება ან კინოს ბილეთების ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია, კომპანიის მიერ მომხმარებლის მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევები.
- შეთავაზების სრულად ყიდვის შემთხვევაში მომსახურების/პროდუქტის დაბრუნება/გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადების შემთხვევაში. ასეთ დროს, გამყიდველი/შემსრულებელი თავად განსაზღვრავს დაბრუნების პირობებსა და დასაბრუნებელი თანხის ოდენობას. შესაბამისად, გამყიდველის/შემსრულებლის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა არ დაგიბრუნდეთ თქვენს მიერ გადახდილი სრული საფასური. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თავად გამყიდველს/შემსრულებელს. გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ ge-ს ვაუჩერის ღირებულება.
- მომსახურების/პროდუქტის ღირებულების დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, კომპანია დაგიბრუნებთ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ განსაზღვრულ დასაბრუნებელ თანხას კომპანიის ვაუჩერის საფასურის გამოკლებით.
- ვაუჩერის საფასური არის კომპანიის მომსახურების საფასური, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას უნაზღაურებს შეთავაზების შეძენისას.
20. Myauto.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები
- პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
- ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
- საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
- რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?
- სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელოა მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისს ხარვეზის გამო და აღნიშნულ სერვისში მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა.
21. Myshop.ge-ს დაბრუნების სპეციალური წესები
- პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას ექვემდებარება თუ:
- პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები (იარლიყი, ყუთი, ჩაბარების დოკუმენტი, შეფუთვა, პროდუქტის ნაწილები და ა.შ) არ არის გამოყენებული/დაზიანებული არ აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე; არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
- პროდუქტზე დაფიქსირდა ქარხნული წუნი
- პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას არ ექვემდებარება თუ:
- პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე;
- ჰიგიენური პროდუქტები (მაგ.: კოლგოტკები, წინდები, თმის სამაგრი, საყურე, საცურაო კოსტუმი, თეთრეული, თეთრეულის აქსესუარები, საცვლები, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებები და სხვა).
- იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოწერის გზით.