• 1. შესავალი
  • 2. ტერმინთა განმარტება
  • 3. განცხადებები და გარანტიები
  • 4. მომხმარებლის რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
  • 5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
  • 6. ავტორიზაცია
  • 7. აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:
  • 8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  • 9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  • 10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • 11. კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • 12. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
  • 13. ცვლილებების შეტანა
  • 14. ერთიანი ხელშეკრულება
  • 15. კომუნიკაცია
  • 16. გარდამავალი დებულებები
  • TNET პლატფორმების რეალიზაციის საერთო და სპეციალური წესები
  • 17. ნივთის/მომსახურების/განცხადების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები
  • 18. TNET-ის პლატფორმების სპეციალური პირობები
  • 19. TNET პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების საერთო პირობები
  • 20. TNET პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების სპეციალური პირობები
  • 21. ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა
  • დანართი 0.1. რეკლამის სერვისი
  • დანართი 1 ფასიანი სერვისების საფასური
  • დანართი 2 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა
  • დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

წესები და პირობები

1. შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „თინეთს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას (შემდგომში „წესები და პირობები“), რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.

შპს „თინეთი“ პლატფორმების (ვებგვერდები:livo.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge.) საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების განთავსების, ყიდვისა და რეალიზაციის/გაქირავების შესაძლებლობას და პლატფორმებზე განთავსებულ სხვა მრავალ სერვისს წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმა/ებ/ზე ამ წესებით და პირობებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული საქონლის/მომსახურების უკან დაბრუნება ხდება კომპანიის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის დაბრუნების პოლიტიკას.

!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

2. ტერმინთა განმარტება

წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს:livo.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge.

კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „თინეთს“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402116474, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მარჯანიშვილის ქ., N 7; ფაქტიური მისამართი: ქ, თბილისი, ნუცუბიძის ქ. #129ა;

კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: აუქციონი; რეალიზაციის/მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად (მათ შორის: მყიდველი; სტუმარი; კლიენტი; დამკვეთი, გამყიდველი; შემსრულებელი; განმცხადებელი; მასპინძელი; მესაკუთრე და ა.შ);

მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მისი პროფილის (პირადი ანგარიშის) გამოყენებით ან მის პროფილთნ (პირად ანგარიშთან) ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია (მაგ. განცხადების განთავსება, რეალიზაცია, ყიდვა, მოთხოვნის/შეკვეთის განთავსება, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება, კომპანიის სერვისების გამოყენება, რეკვიზიტების ცვლილება და სხვ. ).

უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;

წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

წესები და პირობები/ხელშეკრულება - მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დადასტურების შედეგად მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება (წესები და პირობები), რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს და მის დანართებს. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი - ნებისმიერი პირი (ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/პირთა გაერთიანება), რომელიც თვითონ ან კომპანიის საშუალებით ახდენს კომპანიის პლატფორმებზე თავის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის/ქონების/მომსახურების განთავსებას მათი მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით. (შენიშვნა: ნებისმიერი გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი (ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება), რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს გამყიდველის/შემსრულებელის/განმცხადებლის სახელით ან დავალებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონიდან გამომდინარე ითვლება მოვაჭრედ. ასეთი პირი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი კანონის დისტანციური ხელშეკრულებისა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ნორმები და კანონით დადგენილი სხვა ზოგადი მოთხოვნები.)

მყიდველი/სტუმარი/კლიენტი/დამკვეთი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც კომპანიის პლატფორმის საშუალებით ახდენს ნივთის/მომსახურების შეძენას/შეკვეთის განთავსებას.

ნივთი/მომსახურება - გამყიდველის/შემსრულებლის/განმცხადებლის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება ან მომსახურება, რომელიც პლატფორმებზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

ონლაინ აუქციონი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი (auction.myauto.ge), რომელიც მომხმარებელს ანიჭებს აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის გზით ნივთის/მომსახურების შეძენის ან აუქციონის მოწყობის გზით ნივთის/მომსახურების რეალიზაციის შესაძლებლობას.

აუქციონის მოწყობა - მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული აუქციონის ორგანიზება ნივთის/მომსახურების რეალიზაციის მიზნით.

ბიდერი/პრეტენდენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში.

შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე ბიდერის/პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ ნივთზე ფასის შეთავაზება.

სარეზერვო ფასი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაწესებული საქონლის მინიმალური ფასი.

საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი.

განცხადების განთავსება - მომხმარებლის მიერ ნივთის/მომსახურების პლატფორმაზე განთავსება ონლაინ აუქციონით ან პირდაპირი მიყიდვის მიზნით.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, გამყიდველის/შემსრულებელის/განმცხადებელის და მომხმარებლისა.

ბე/საგარანტიო თანხა - ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

ლოტი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას.

საწყისი ფასი - გამყიდველის მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული ნივთის საწყისი სავაჭრო ღირებულება.

ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.

ონლაინ რეალიზაცია - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე კომპანიის სერვისის გამოყენების გზით ნივთის/მომსახურების ელექტრონული შეძენა/გასხვისება. ოფლაინ რეალიზაცია - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე კომპანიის სერვისის გამოყენების გარეშე ნივთის/მომსახურების შეძენა/გასხვისება (მაგ. გამყიდველს/შემსრულებელს/განმცხადებელსა და მომხმარებელს შორის ინდივიდუალური შეთანხმება ნივთის/მომსახურების შეძენისა და გადაცემის თაობაზე).

მასპინძელი/მესაკუთრე - მომხმარებელი რომელიც ახდენს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების mytravel.ge/myhome.ge-ს საშუალებით გაქირავებას.

3. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი და გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

3.1. არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი.

3.2. არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

3.3. გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.4. გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

3.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;

3.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

3.7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

3.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

3.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

3.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

3.12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

3.13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

3.14. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

   3.14.1. არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
   3.14.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
   3.14.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
   3.14.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
   3.14.5. მას ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მას კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

3.15. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

3.16. მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით დაკავშირების შემდეგ შესაძლებელია გარკვეული სერვისებთან დაკავშირებით დაიდოს ხელშეკრულება, მათ შორის ქირავნობის, იჯარის, გირავნობის, ნასყიდობის ან/და იპოთეკის ხელშეკრულება. კომპანია არ არის რომელიმე ასეთი ხელშეკრულების მხარე, თუ წინამდებარე წესებითა და პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგი მხოლოდ მხარდამჭერია მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
   3.16.1. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
   3.16.2. მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
   3.16.3. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
   3.16.4. პლატფორმაზე განთავსებული ქონებასთან/ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
   3.16.5. მომხმარებელთა შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;
   3.16.6. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
   3.16.7. მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
   3.16.8. პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
   3.16.9. აუქციონის გაუქმების/შეჩერების ან/და შეკვეთის/ორდერის გაუქმების/შეჩერების შედეგად დამდგარ შედეგზე.
   3.16.10. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (აუქციონის/შეკვეთის გაუქმება/შეჩერება და ა.შ.) გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
   3.16.11. მომხმარებლის მიერ მეორე მომხმარებლის მიმართ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების ნორმების დარღვევით დამდგარ შედეგზე.
   3.16.12. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლებს შორის არსებული გარიგებიდან;
   3.16.13. მომხმარებელთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ, სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;

3.17. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

3.18. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

3.19. მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

4. მომხმარებლის რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა

4.1. კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე.

4.2. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

   4.2.1. მომხმარებელი შედის ვებგვერდზე:livo.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge.
   4.2.2. ფიზიკური პირი მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, სქესს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
   4.2.3. ზოგიერთ პლატფორმაზე, მაგ. Livo.ge რესგიტრაციისას შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი კითხვარი მომხმარებელის სტატუსთან დაკავშირებით - იურიდიული პირია თუ ფიზიკური პირი. იურიდიული პირი (საბროკერო კომპანა, აგენტი, დეველოპერული კომპანია, ინტერიერის დიზაინერი და ა.შ) მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში დამატებით უთითებს თავის სტატუსს და რეგისტრაციის დროს მოთხოვნილ აუცილებელ ინფორმაციას.
   4.2.4. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
      ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
      ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
      გ) მომხმარებელი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); იურიდიული პირის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
   4.2.5. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
   4.2.6. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს პლატფორმებზე განთავსებული ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;

4.3. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

4.4. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

4.5. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

4.7. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის (პროფილის) დახურვა/გაუქმება. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 2-ით (იხ. დანართი 2 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა).

4.8. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

5.1. მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია - და 1) რომელიც მის მიერ რეგისტრაციის დროს არის მითითებული (ელ-ფოსტის მისამართი); ან 2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;

5.2. პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;

5.3. სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;

5.4. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებით;

5.5. მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;

5.6. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;

5.7. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

6. ავტორიზაცია

6.1. ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

6.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.

6.3. პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

7. აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:

7.1. კომპანიის პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთის/მომსახურების შეძენა ან/და გაყიდვა:

• ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
• ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
• საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
• პორნოგრაფიული მასალა;
• მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
• არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
• მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
• საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
• საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
• სესხის, ავტოსესხის, ლომბარდის, ლიზინგის ან/და სხვა მსგავსი პროდუქტის/სერვისის შეთავაზების შემცველი განცხადებ/ებ/ის განთავსება კომპანიის თანხმობის გარეშე.

7.2. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;

7.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:

• შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაცია; ან/და
• ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი/ნივთი/მომსახურება პლატფორმიდან ან/და;
• აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
• შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და; • დაბლოკოს/წაშალოს პორტალზე არსებული მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ან/და
• მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.

7.4. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაუწესდა ამ ხელშეკრულების 17.10 მუხლში გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, იგი გახდა „სანქცირებული პირი".

8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1. თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.

8.2. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

8.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.

8.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.

8.5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე მომსახურებაში რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.

8.6. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:

   8.6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
   8.6.2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
   8.6.3. კომპანია არ აგებს პასუხს:
      8.6.3.1. პროდუქტის/ნივთის ხარისხზე, მის ქარხნულ ან/და ვიზუალურ წუნზე ან/და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე (გამონაკლისია, როცა კომპანის თავად არის მოვაჭრე ან მომხმარებლის მიერ ონლაინ რეალიზაციის შემთხვევაში კომპანიის ტრანსპორტირების სერვისის გამოყენების დროს ნივთი ზიანდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ);
      8.6.3.2. მომსახურების ხარისხზე და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე (გამონაკლისია, როცა იგი თავად არის შემსრულებელი);
      8.6.3.3. საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მასპინძელის/განმცხადებლის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
      8.6.3.4. ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
      8.6.3.5. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს/განმცხადებელს შორის არსებული გარიგებიდან;
      8.6.3.6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის/აუქციონის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.

9.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

9.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიისა და სხვა მომხმარებლის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.

9.4. გამყიდველი/მომსახურებისმიმწოდებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად უზრუნველყოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რეალიზებულ საქონელზე/ნივთებზე/პროდუქციაზე გაცემული საგარანტიო პირობების ფარგლებში შესაბამისი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სერვის ცენტრის/საგარანტიო მომსახურება.

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

10.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

11. კონფიდენციალობის პოლიტიკა

11.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს პლატფორმებზე -livo.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge - ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

11.2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

11.3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

12. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

12.1. კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.

12.2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

13. ცვლილებების შეტანა

13.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

13.2. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება 9.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

13.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს წესების და პირობების 13.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

14. ერთიანი ხელშეკრულება

14.1. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

15. კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:
შპს თინეთის საერთო ელ-ფოსტა: hello@tnet.ge; info@tnet.ge
Mymarket.ge ტელ: 0322800035 ელ-ფოსტა: info@mymarket.ge
Myparts.ge ტელ: 0322800055 ელ-ფოსტა: info@myparts.ge
Myauto.ge ტელ: 0322800045 ელ-ფოსტა: info@myauto.ge
Myhome.ge ტელ: 0322800015 ელ-ფოსტა: info@myhome.ge
Livo.ge ტელ: 322800015 ელ-ფოსტა: info@myhome.ge
Mysport.ge ელ-ფოსტა: info@mysport.ge
Myads.ge ელ-ფოსტა: info@myads.ge; ads@tnet.ge
Myjob.ge ტელ: 0322800025 ელ-ფოსტა: info@myjobs.ge

16. გარდამავალი დებულებები

16.1. წესებში და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

16.2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

16.3. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;

16.4. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე (პროფილზე) წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.

16.5. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

16.6. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

16.7. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

16.8. მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

16.9. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;

TNET პლატფორმების რეალიზაციის საერთო და სპეციალური წესები

17. ნივთის/მომსახურების/განცხადების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები

TNET პლატფორმების საერთო პირობები

17.1. ვის შეუძლია პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების/განცხადების განთავსება და რეალიზაცია?

   17.1.1. გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს/განმცხადებელს, რომელიც კომპანიის პლატფორმის მომხმარებელია და სურვილი აქვს მოახდინოს პლატფორმის მეშვეობით თავისი ნივთის/მომსახურების/ქონების რეალიზაცია/გაქირავება და ა.შ წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
   17.1.2. კომპანიის ზოგ პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების/განცხადების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიასთან დაკავშირებითა და დამატებითი შეთანხმების გზით, რომლის საფუძველზეც კომპანია თავად განათავსებს თქვენს განცხადებას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით. (აღნიშნული ძირითადად ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე (გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი), რომელთაც აქვთ მაღაზია/საწყობი ან თავისი პლატფორმა და სურთ კომპანიის პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი ქრპდუქცია/მომსახურება).

17.2. რა სერვისებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელმა და პლატფორმებზე რეალიზაციის სახეები?

   17.2.1. კომპანიის პლატფორმაზე გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს/განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს კომპანიის მხრიდან შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
   17.2.2. პლატფორმების მიხედვით შესაძლებელია გამყიდველმა/შემსრულებელმა/მასპინძელმა/განმცხადებელმა ნივთის/მომსახურების რეალიზაციის/მიწოდებისთვის აირჩიოს პლატფორმაზე ონლაინ ან ოფლაინ რეალიზაციის მეთოდი. შენიშვნა: მეთოდების არჩევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლის პროფილიდან/გვერდიდან განცხადების განთავსების გრაფებში არის განთავსებული შესაბამისი მოსანიშნი ველები. იქ სადაც არ არის მონიშვნის შესაძლებლობა, მოქმედებს პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული მეთოდი (ონლაინ ან ოფლაინ).
   17.2.3. ონლაინ რეალიზაციის მეთოდის დროს გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის/განმცხადებლის განცხადების/ მომსახურების/ნივთის/ქონების საფასურს მომხმარებელი იხდის კომპანიის პლატფორმაზე და შესაძლებლობის შემთხვევაში ნივთის/პროდუქტის მიწოდების მომხმარებლისთვის უზრუნველყოფა ხდება კომპანიის საკურიერო სერვისით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური გამყიდველთან/შემსრულებელთან/მასპინძელთან/განმცხადებელთან გადამისამართდება ამ წესებით და პირობებით განსაზღვრული წესით.
   17.2.4. ოფლაინ რეალიზაციის მეთოდის გამოყენების დროს მომხმარებელსა და გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს/განმცხადებელს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად.

17.3. როგორ ხდება განცხადების განთავსება?

   17.3.1. ნივთის/მომსახურების სარეალიზაციოდ/გასაქირავებლად განთავსებისთვის გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი თავად უზრუნველყოფს განსაკარგი ნივთის/მომსახურების თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები, აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) პლატფორმაზე ატვირთვას, შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით (არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ აიტვირთება!). (ზოგ პლატფორმაზე პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე განცხადების განთავსება შესაძლოა მოახდინოს კომპანიამ გამყიდველის/შემსრულებელის/მასპინძელის/განმცხადებელის მიერ მიწოდებული მასალის შესაბამისად.)

17.4. განცხადების რეკლამირება

   17.4.1. ნივთის/მომსახურების ეფექტური რეალიზაცია/გაქირავებისთვის გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს/განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს პლატფორმაზე არსებული რეკლამის სერვისი. რეკლამის პირობები განსაზღვრულია წესების და პირობების დანართი 0.1.- ში (რეკლამის სერვისი)

17.5. კომპანიის სერვისების/მომსახურების საფასური

   17.5.1. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების/სერვისების საფასური წინამდებარე წესების და პირობების 21-ე თავში განსაზღვრული წესითა (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და დანართი 1-ის შესაბამისად (ფასიანი სერვისების საფასური).

17.6. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

   17.6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში. კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ონლაინ რეალიზაციისას კომპანიის საკურიერო სერვისის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიის კურიერის მიერ ნივთის დაზიანებით/დაკარგვით დამდგარ შედეგებზე.

17.7. გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის/განმცხადებლის გარანტიები და განცხადებები

   17.7.1. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მომხმარებლის ანგარიშებიდან მოხდეს გამყიდველის/შემსრულებელი/მასპინძელის/განმცხადებელის რეალიზებული ნივთის/მომსახურების ღირებულებიდან კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა და დარჩენილი თანხის გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მასპინძელის/განმცხადებლის ანგარიშზე გადამისამართება.
   17.7.2. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი აცხადებს, რომ სამრეწველო ნიმუშის მფლობელისაგან, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის მფლობელისგან და საქონლის მესაკუთრისგან/მწარმოებლისგან გააჩნია შესაბამისი წერილობითი ნებართვა (თუ ასეთი ნებართვის არსებობა რეალიზაციის აუცილებელი პირობაა), რომლითაც უფლებამოსილია მოახდინოს ნივთის/მომსახურების კომპანიის პორტალზე განთავსება რეალიზაციის მიზნით.
   17.7.3. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე, ნივთის/მომსახურების ხარისხზე და მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
   17.7.4. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ადასტურებს, რომ კომპანია არის გამტარი პლატფორმა, რომელიც გამყიდველს/შემსრულებელს/განმცხადებელს ხელს უწყობს მის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის/მომსახურების ონლაინ რეალიზაციაში. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს განსაკარგი ნივთის/მომსახურების კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე. კომპანია არ მონაწილეობს ნივთის/მომსახურების გამყიდველსა/შემსრულებელსა/მასპინძელსა/განმცხადებელსა და მყიდველს/სტუმარს/კლიენტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
   17.7.5. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ადასტურებს, რომ იგი არის კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ნივთის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მხოლოდ გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს ეკუთვნის ნივთის/მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული თანხა (კომპანიის სერვისების საფასურის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

17.8. გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის/განმცხადებლის პასუხისმგებლობა

   17.8.1. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია რეალიზებული ნივთის/მომსახურების უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
   17.8.2. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის ან/და მესამე პირების მიერ კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან/ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან ან/და მიწოდებული პროდუქციის რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი) ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა კომპანიას სარეალიზაციო ნივთის/მომსახურების ნაკლის (უფლებრივი/საგნობრივი) გამო ან მის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
   17.8.3. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ადასტურებს, რომ იგი პირადად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. ამასთანავე, გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი პასუხისმგებელია დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ სრულ ზიანზე.

17.9. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია:

   1. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
   2. პლატფორმაზე არ განათავსოს რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, ან ისეთი სახის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
   3. არ განათავსოს ინფორმაცია/განცხადება/ფოტოსურათი ან სხვა მასალა, რომელიც იქნება რაიმე სახის მუქარის ან ცილისწამების შემცველი, კომერციული საიდუმლო, ან, რომელიც იქნება ღირსებისა და რეპუტაციის შეურაცხმყოფელი, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს საზოგადოებისთვის ან პლატფორმის/კომპანიისთვის;
   4. არ გაავრცელოს ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია, კომპიუტერული ვირუსი, სპამი;
   5. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;
   6. არ გადასცეს პორტალზე არსებული მისი პირადი ანგარიში (პროფილი) სხვა მომხმარებელს;
   7. თუ საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება რაიმე სახის ნივთის/მომსახურების განკარგვა, პორტალზე არ განათავსოს მსგავსი სახის ნივთი/მომსახურება;
   8. თუ ნივთის/მომსახურების განკარგვისთვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის ნივთს/მომსახურებას, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
   9. არ განათავსოს განთავსებული განცხადების დუბლიკატი.
   10. უზრუნველყოს განთავსებული განცხადების/რეკლამის/მასალის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (დაიცვას საავტორო/მომიჯნავე უფლებები/რეკლამის შესახებ კანონი და სხვა.).
   11. უზრუნველყოს სარეალიზაციოდ წარდგენილი ნივთის/მომსახურების შესაბამისობა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში.
   12. მომხმარებლის მიერ განთავსებული განცხადება არ უნდა იყოს ზოგადი ხასიათის (განცხადება უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს 1 სახის ნივთს/ნივთის ნაწილს/მომსახურებას).
   13. აკონტროლოს პორტალზე განთავსებული სარეალიზაციო ნივთების რაოდენობები და მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, ოპერატიულად გამორთოს კონკრეტული განცხადება (დააპაუზოს, ამოიღოს ონლაინ გაყიდვებიდან).
   14. დაიცვას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, არ გამოიყენოს ისისნი არამიზნობრივად და იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში. გამყიდველი/შემსრულებელი ადასტურებს, რომ დაიცავს კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას.
   15. პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატაროს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
   16. შეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და ასეთი უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
   17. პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინოს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
   18. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
   19. მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
   20. მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორები, რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები. მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
   21. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის პოლიტიკა და 17.19. პუნქტის 14-20 ქვე-პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (პორტალის მომსახურებით სარგებლობისას) და მისი შეწყვეტის შემდეგ უვადოდ.
   22. კომპანიის თანხმობის გაცხადების გარეშე არ განათავსოს ისეთი განცხადებები, რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებს სესხის, ლომბარდის ან/და სხვა მსგავსი სერვისი მიღებისკენ/მოთხოვნისკენ.
   23. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
      (ა) მის საკუთრებაში/კანონიერ მდლობელობაში არსებული ნივთის/მომსახურების პლატფორმაზე განთავსება და რეალიზაცია მოახდინოს ამავე კანონის წესების შესაბამისად;
      (ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებული ნივთი დაიბრუნოს კანონის შესაბამისად;
      (გ) მომხმარებელს დაუბრუნოს დაბრუნებული ნივთის/მომსახურების საფასური კანონმდებლობის შესაბამისად;
      (დ) უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული კანონისმიერი და კომერციული გარანტიის წესების დაცვა და შესრულება
      (ე) შეასრულოს და დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
   24. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი. სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოზე შესაძლებელია კომპანიის ლოგოს დატანა, თუ განმთავსებელი რეგისტრირებულია საიტზე, როგორც მაღაზია და ეს ლოგო არ მოიცავს რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას ან ვებ-გვერდის მისამართს). ზემოაღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია არ მოახდინოს განცხადების რეგისტრირება ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჩათიშოს განცხადება პლატფორმიდან. აღნიშნული ქმედება არ შეიძლება განიხილოს კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევად და ზიანის ანაზღაურების ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის პირობად.

17.10. საგადასახადო ვალდებულებები, კანონმდებლობის დარღვევა და სანქციები

გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/განმცხადებელი იძლევა გარანტიას, რომ:    
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება №3751-ის შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს და შესაბამისად, იგი, როგორც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი უფლებამოსილია გამოწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება დღგ-ის ჩათვლა.
      1.1. გამყიდველი/შემსრულებლი/მასპინძელი/გამცხადებელი ადასტურებს, რომ მის მიერ აღნიშნული განცხადებისა და გარანტიის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი/გამცხადებელი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას/მომხმარებელს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, მათ შორის და არამხოლოდ, მომხმარებლის/კომპანიის მიერ გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის ს/განმცხადებლის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის ოდენობით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია, დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის/შემსრულებლისთვის/მასპინძელისთვის/განმცხადებლისთვის გადასახდელი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან.
2. გამყიდველის/შემსრულებილს/მასპინძელის/გამცხადებლების დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან/და აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, კლიენტის კაპიტალში ან/და კლიენტის მენეჯმენტის/აღმასრულებელი ორგანოს წევრის კაპიტალში (თუკი ეს უკანასკნელი იურიდიული პირია) პირდაპირ ანდა ირიბად წილის მფლობელი ნებისმიერი პირი ან/და აღნიშნული პირის ან/და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:
      2.1. არ არიან/არ იქნებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
      2.2. არ არიან/არ იქნებიან იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება/გავრცელდება ემბარგო.
      2.3. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდიათ/არ დადებენ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება/გავრცელდება ემბარგო.
      2.4. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებენ ან/და არ გადასცემენ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონებას ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება/გავრცელდება ემბარგო.
      2.5. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, „სანქციები“ აღნიშნავს ეკონომიკურ ან ფინანსურ სანქციებს, კანონებს, რეგულაციებს, სავაჭრო ემბარგოებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს (მათ შორის და არა მხოლოდ, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს), რომლებსაც პერიოდულად აწესებს, წარმართავს, ახორციელებს ან/და იძულებით ატარებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია:
       (ა) გაერო და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
      (ბ) ევროკავშირი და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი; და
      (გ) აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ან/და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.

17.11. TNET პლატფორმების რეალიზაციის საერთო პირობებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმების სპეციალური პირობების დაცვა?

- წინამდებარე მე-17 თავში მოცემული TNET პლატფორმების საერთო პირობების გარდა ნივთის/მომსახურების/ქონების/განცხადების განთავსებისა და რეალიზაციის მიზნებისთვის მოქმედებს მე-18 თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმების სპეციალური პირობები, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

18. TNET-ის პლატფორმების სპეციალური პირობები

18.1. MYMARKET.GE-ზე არსებული სპეციალური პირობები:

მომხმარებელს MYMARKET.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული ნივთის ან მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
   18.1.1. ონლაინ რეალიზაცია
- ონლაინ რეალიზაციისას კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული ნივთის ტრანსპორტირებასა და მყიდველისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მყიდველი.
   18.1.2. კომპანიის პასუხისმგებლობა
- კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის კურიერის მიერ ნივთის ტრანსპორტირებისას გამოწვეულ ზიანზე (ნივთის დაკარგვა ან დაზიანება).
   18.1.3. არამოვაჭრე ფიზიკური პირის მიერ ონლაინ რეალიზაციის წესი
- თუ გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი ფიზიკური პირია, რომელიც არ მოქმედებს კომერციული მიზნებით და მის რეალიზებულ ნივთზე მომხმარებელი ნივთის ჩაბარებიდან 15 წუთის განმავლობაში გამოთქვამს სურვილის ნივთის ნებისმიერი მიზეზით დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი/შემსრულებელი ვალდებულია დაიბრუნოს აღნიშნული ნივთი. ასეთი ნივთი გამყიდველს დაუბრუნდება მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების სურვილის გამოხატვიდან 3 სამუშაო დღეში.
   18.1.4. მოვაჭრე იურიდიული პირის (ან ინდ.მეწარმე) ონლაინ რეალიზაციის წესი
- თუ გამყიდველი/შემსრულებელი ფიზიკური ან იურიდიული პირია ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნებით, იგი თავად განსაზღვრავს მომხმარებელთან შეთანხმებით ნივთის დაბრუნების პირობებს.
   18.1.5. კომპანიის მიერ განთავსებული საქონლის დაბრუნების წესი
- კომპანიის მიერ განთავსებული საქონლის დაბრუნების წესი განისაზღვრება პლატფორმებზე განთავსებული კომპანიის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
   18.1.6. მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების დროს არამოვაჭრე ფიზიკური პირი გამყიდველის/განმცხადებლის ვალდებულებები
- მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი თავისუფლდება კომპანიის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან.
   18.1.7. გარანტიის გავრცელების ვალდებულება
- გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის/ნივთის/ქონების/მომსახურების წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.
   18.1.8. მომხმარებლის პრეტენზიების მართვა
- მომხმარებლისთვის ნივთის/მომსახურების ჩაბარების შემდეგ წარმოშობილ პრეტენზიაზე/დავაზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი.
   18.1.9. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი
- მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) შესაბამისად. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი ნივთის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.

18.2. MYPARTS.GE-ზე არსებული სპეციალური პირობები:

მომხმარებელს MYPARTS.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ნაწილების და მასთან დაკავშირებული მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
   18.2.1. განცხადების განთავსების წესი
- გამყიდველი ვალდებულია, პლატფორმის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის, ავტოსერვისის და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის ან ავტოსერვისის შინაარსის ამსახველი. ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებგვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის ტექსტური ინფორმაციის შემცველი. - გამყიდველმა ნივთის სარეალიზაციოდ განთავსებისას უნდა უზრუნველყოს გასაყიდი ნივთის/ნაწილის მდგომარეობის და წარმომავლობის ზუსტი მითითება (ახალი; მეორადი; ორიგინალი და შემცვლელი ნაწილები).
   18.2.2. მეორადი ნივთის/ნაწილის განთავსების წესი
- მეორადი ნივთის/ნაწილის სარეალიზაციოდ განთავსებისას გამყიდველი ვალდებულია ატვირთული, ნაწილზე დატანილი განმასხვავებელი ნიშნის ფოტოსურათი, მიუთითოს ნივთზე ხარვეზის არსებობის ფაქტი და ატვირთოს დეფექტის ამსახველი შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალები.
   18.2.3. როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ნივთი ტრანსპორტირების დროს?
- ნივთი/ნაწილი უნდა იყოს შეფუთულ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მომხმარებელთან ტრანსპორტირების დროს.
   18.2.4. ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე უფასო განცხადებების ლიმიტი
- ფიზიკური პირი მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე აქტიური განცხადებების ლიმიტი შეადგენს 10 უფასო აქტიურ განცხადებას.
   18.2.5. რა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ?
- მყიდველის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ კომპანია ახდენს მარაგების გადამოწმებას გამყიდველთან. შეკვეთის გამყიდველის მხრიდან დადასტურების შემთხვევაში კომპანიის კურიერი მოახდენს შეკვეთილი ნივთის წამოღებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
   18.2.6. საგარანტიო პირობების გავრცელების ვალდებულება
- გამყიდველი/შემსრულებელი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის/ნივთის/ქონების/მომსახურების წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.
   18.2.7. ნივთის შემოწმება და კომპანიისთვის მიწოდება
- გამყიდველსა და კომპანიას შორის ყოველი კონკრეტული პროდუქციის/ნივთის მიწოდებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც ხდება მხოლოდ პროდუქციის/ნივთის შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის ვარგისიანობის შემოწმების გარეშე (კომპანიის მიერ არ ხდება პროდუქციის ქარხნული წუნის დადგენა/გამოვლენა, ან მისი დამატებითი კომპლექსური შემოწმება და შესაბამისობის დადგენა გამყიდველის მიერ გაცხადებულ ტექნიკურ ან/და თვისობრივ მაჩვენებლებთან და ა.შ.).
   18.2.8. მომხმარებლის პრეტენზიების მართვა და პასუხისმგებლობა
- ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მომხმარებელს/მყიდველს წარმოეშვას ნივთთან/მომსახურებასთან მიმართებაში მისი ჩაბარებიდან 14 დღის დღის ვადაში, სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის მხრიდან. აღნიშნული გულისხმობს პროდუქციის ჩანაცვლებას ან/და გადახდილი ღირებულების ანაზღაურებას, ამგვარი მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის მასშტაბით და 5(ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, რეგიონების შემთხვევაში.
   18.2.9. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი
- მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) შესაბამისად. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი ნივთის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.
   18.2.10. ნაწილის შეთავაზების პროცედურა
- ნაწილის შეთავაზების სერვისი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირის დაათვალიეროს 19.4.7 პუნქტის (ავტონაწილის მოთხოვნა) საფუძველზე მომხმარებლის (მყიდველის) მიერ “მოთხოვნილი ნაწილების” სრული ჩამონათვალი და თავის სასურველ მოთხოვნაზე გააგზავნოს „შეთავაზება“. - „შეთავაზების“ გაგზავნის დროს მომხმარებელი ავსებს „შეთავაზებისთვის“ განკუთვნილ სავალდებულო ველებს, და აგზავნის „შეთავაზებას“ მომხმარებლის (მყიდველის) მიერ „მოთხოვნილ ნაწილზე“.
   18.2.11. შეთავაზების დამუშავება Myparts.ge-ს ადმინისტრაციის მიერ
- მომხმარებლის (გამყიდველის) მიერ გამოგზავნილ „შეთავაზებას“ ამუშავებს Myparts.ge, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია დაარედაქტიროს (მოიყვანოს შეთავაზება განცხადების განთავსებისთვის წინამდებარე წესებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში) ან უცვლელად გადააგზავნოს იგი მომხმარებლის (მყიდველის) პროფილში “შემოსული შეთავაზებების” ისტორიაში, სატელეფონო SMS-ით ან სხვა შესაძლო საშუალებებით (მაგ.Myparts.ge-ს სახელით, ლინკის სახით). მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოთხოვნილი ნაწილი შეიძინოს Online/ონლაინ.

18.3. MYHOME.GE-ზე არსებული სპეციალური პირობები:

მომხმარებელს (მესაკუთრეს) Myhome.ge-ზე შეუძლია განათავსოს განცხადება უძრავი ქონების შესახებ (გაქირავება/ყიდვა/გაყიდვა და სხვ). მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.
   18.3.1. განცხადების განთავსების წესი
- მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის სასაქონლო ნიშანი/ლოგო, სხვა ქონების ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).
   18.3.2. უფასო განცხადების ლიმიტი და დამატებითი საფასურები
- ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების 3-ჯერ დამატება არის უფასო, ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება მომხმარებლის ტიპის, დანართი 1-ის (ფასიანი სერვისების საფასური) -სა და პლატფორმაზე განთავსებული პირობების შესაბამისად.
   18.3.3. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები
- ანაზღაურების და შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) , დანართი 1-ისა (ფასიანი სერვისების საფასური) და დანართი 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად.
   18.3.4. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
- ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე. - საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

18.4. MYAUTO.GE-ზე არსებული სპეციალური პირობები:

მომხმარებელს MYAUTO.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
   18.4.1. სერვისის ტიპები და ლიმიტები
- მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს რეალიზაციისთვის აირჩიოს როგორც უფასო ისე ფასიანი სერვისი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თვის განმავლობაში მისთვის მინიჭებული 2 უფასო განცხადებით.
   18.4.2. ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და დანართი 1-ის (ფასიანი სერვისების საფასური) შესაბამისად. TNET პლატფორმებზე შეძენის/დაკვეთის საერთო და სპეციალური წესები

19. TNET პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების საერთო პირობები

19.1. რისი შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს (მყიდველი/სტუმარი/კლიენტი/დამკვეთი)?

- მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პორტალზე შეიძინოს/დაჯავშნოს/იქირაოს/შეუკვეთოს მისთვის სასურველი ნივთი/მომსახურება წინამდებარე წესების და პირობების მიხედვით.

19.2. განცხადებების კატეგორიები

- პლატფორმებზე განთავსებული განცხადებები შესაძლოა იყოს 2 კატეგორიის: 1. ონლაინ რეალიზაცია, სადაც თქვენ კომპანიის სერვისების (პლატფორმის, საკურიერო და სხვა მომსახურებები) გამოყენებით შეიძენთ/დაჯავშნით სასურველ ნივთს/მომსახურებას ან 2. ოფლაინ რეალიზაცია, სადაც თქვენსა და გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად.

19.3. ოფლაინ შეძენა

- ოფლაინ რეალიზაციას დაქვემდებარებული განცხადების არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად ახდენთ გამყიდველთან/შემსრულებელთან/მასპინძელთან კომუნიკაციის დამყარებას და მიწოდების/ანაზღაურების პირობებზე შეთანხმებას.

19.4. ავტორიზაცია

- ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

19.5. ნავიგაცია

- ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის, ნივთის/მომსახურების მახასიათებლების, ადგილმდებარეობის ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

19.6. მომსახურების გადახდის პირობა

- მომხმარებელი (მყიდველი) აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.

19.7. მყიდველსა/სტუმარს/კლიენტს/დამკვეთსა და გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს შორის ურთიერთობა

- სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა მყიდველსა/სტუმარს/კლიენტს/დამკვეთსა და გამყიდველს/შემსრულებელს/მასპინძელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ნივთის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი პასუხისმგებელია ნივთის/მომსახურების უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, შესაბამისად, ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მყიდველს/სტუმარს წარმოეშვას ნივთის/მომსახურებასთან მიმართებაში, სრული მოცულობით დაეკისრება გამყიდველს.

19.8. ნივთის დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა

- მყიდველი/სტუმარი/კლიენტი/დამკვეთი ადასტურებს, რომ შეძენილი ნივთის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.

19.9. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

- მყიდველი/სტუმარი/კლიენტი/დამკვეთი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მყიდველი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.

19.10. დაბრუნების უფლება

- მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. კომპანიის პლატფორმაზე დაბრუნების ფორმის შევსება შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული პირი მოვაჭრეების/გამყიდველი პირების სარეალიზაციო ნივთებზე. ფიზიკური პირი არამოვაჭრე პირების მიერ განთავსებული განცხადებების ან იურიდიული პირების მიერ განთავსებული მომსახურებების შემთხვევაში, ნივთის/მომსახურების/თანხის დაბრუნებაზე/შეცვლაზე/გამოსწორებაზე უნდა შეუთანხმდეთ თავად გამყიდველს.

19.11. ტრანსპორტირების საფასური

- ონლაინ რეალიზაციისას კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული ნივთის ტრანსპორტირებასა და მყიდველისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მყიდველი. თუ ნივთის მოცულობითი წონა აღემატება ნივთის რეალურ წონას, ამ შემთხვევაში მიწოდების ტარიფის დაანგარიშება რეალური წონის მიხედვით.

19.12. TNET პლატფორმების ნივთის/მომსახურების/შეკვეთის შერჩევის განთავსებისა და მიღების საერთო პირობებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმების სპეციალური პირობების დაცვა?

- წინამდებარე მე-19 თავში მოცემული TNET პლატფორმების ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების საერთო წესებთან ერთად მოქმედებს მე-20 თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმების სპეციალური პირობები, რომელთა შესრულება სავალდებულოა. ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება

19.13. კომპანიის მიერ ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნების წესი

   19.13.1. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
   19.13.2. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან 19.13.1 პუნქტის საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.

19.14. ნივთის/პროდუქტის ღირებულების ცვლილების პირობა

- გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს ვებგვერდზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/ნივთის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ავტომატურად.

19.20. შეკვეთამდე მარაგების გადამოწმება

- გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, ნივთის შეძენამდე დაგვიკავშირდით კომპანიის ქოლ-ცენტრის მისამართზე ნივთთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად.

19.21. ნივთის/მომსახურების/შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:

   19.21.1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივთის მიღებას შეძლებს პლატფორმაზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
   19.21.2. შეძენილი ნივთის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
      • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
      • მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
   19.21.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ ნივთს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
   19.21.4. მომხმარებლის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე (მყიდველზე) პირადად.
   19.21.5. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
   19.21.6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან 19.21.5. ან 19.21.7 პუნქტების საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
   19.21.7. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს ვებგვერდზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/ნივთის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ავტომატურად.

19.22. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)

- ელექტორნული აუქციონის წესები (აუქციონის მოწყობა/მონაწილეობა/პასუხისმგებლობა/საფასური) განსაზღვრულია წესების და პირობების 20.5 თავში (ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE).

19.23. LIVO.GE-ს სპეციალური წესები და სერვისები

- Livo.ge-ს სპეციალური წესები და პირობები, ასევე სერვისები და მათი პირობები განსაზღვრულია წესების და პირობების 20.6. თავში (Livo.ge-ს სპეციალური წესები და სერვისები).

20. TNET პლატფორმებზე ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების სპეციალური პირობები

20.1. MYMARKET.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:

შეკვეთის განთავსება
   20.1.1. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
   20.1.2. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.

შეკვეთის ჩაბარების, დაბრუნების და გაუქმების წესი
   20.1.3. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
   20.1.4. თუ გამყიდველი ფიზიკური პირია მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა მის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს ან დააბრუნოს ჩაბარებული ნივთი კურიერის მომხმარებლის ადგილსამყოფელზე ყოფნის პერიოდში.
   20.1.5. თუ მომხმარებელმა პორტალზე ნივთი/მომსახურება შეიძინა ფიზიკური პირისგან, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი ნივთის ჩაბარების მომენტში კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს ნივთი/პროდუქტი და ნივთზე/პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს ხარვეზის არსებობის ფაქტი. მომხმარებლის მიერ კურიერის თანდასწრებით ნივთის დაბრუნების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაკლიანი ნივთის წამოღებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან ჩარიცხვას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. თუ, მომხმარებელი ნებისმიერი მიზეზით კურიერის თანდასწრებით არ მოახდენს ნივთის შემოწმებას, ითვლება, რომ კომპანიამ მომხმარებელს ნივთი ჩააბარა უნაკლო მდგომარეობაში. ნივთის ჩაბარების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/შემსრულებელი, შესაბამისად მომხმარებელმა პრეტენზიით უნდა მიმართოს მხოლოდ გამყიდველს/შემსრულებელს.
   20.1.6. 20.1.4. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კურიერის მომხმარებლის ადგილზე დალოდების პერიოდი შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.

შეკვეთაზე პრეტენზიის დაფიქსირების წესი
   20.1.7. თუ მომხმარებელმა პორტალზე ნივთი/მომსახურება შეიძინა იურიდიული პირისგან/მაღაზიისგან, ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში იგი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს/შემსრულებელს.
   20.1.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
   20.1.9. პროდუქციის მიწოდებისას მომხმარებელთან (მყიდველთან) წინასწარ თანხმდება მიწოდების ადგილი და დრო.

დამატებითი სერვისი TRADE IN
მომხმარებელს პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს განცხადების საფუძველზე მოახდინოს თავის საკუთრებაში არსებული მეორადი ნივთის სარეალიზაციოდ ჩაბარება. განცხადების დადასტურების შემთხვევაში მოხდება მომხმარებლისგან ნივთის ტრანსპორტირება, ნივთის შეფასება და შემდეგ ნივთის ღირებულების მომხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხვა.

TRADE IN სერვისის წესებია:
   20.1.10. მომხმარებელი Trade In -ფუნქციის არჩევის შემთხვევაში ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ჩასაბარებელი ნივთის რეალური აღწერილობა, საფასური და მასალა.
   20.1.11. ჩასაბარებელი ტექნიკის ტრანსპორტირების საფასურს მომხმარებელი იხდის განაცხადის შევსებისთანავე, ტრანსპორტირების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
   20.1.12. მომხმარებლის მიერ შეფასებული ჩასაბარებელი ნივთის საბოლოო ღირებულების დათვლა ხდება ნივთის ადგილზე ტექნიკური დათვალიერების შემდგომ.
   20.1.13. ნივთის ღირებულების კორექტირების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია ნივთის ახალ ღირებულებაზე. თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ ფასს, რეალიზაცია ჩაითვლება წარმატებულად და მას თანხა აუნაზღაურდება 20.1.14. პუნქტის შესაბამისად. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ახალ ფასს - ჩაბარებული ნივთი დაუბრუნდება 3-4 სამუშაო დღის ვადაში.
   20.1.14. მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურების ვადა განისაზღვრება ნივთის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღით.
   20.1.15. ტრანსპორტირების ვადა თბილისში იმავე სამუშაო დღეს 11:00 დან 19:00 _ის შუალედში ხდება თბილისში 2 საათში, რეგიონებში სჭირდება 3-4 სამუშაო დღე;

20.2. MYPARTS.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:

   20.2.1. მყიდველი, MYPARTS.GE-ს მეშვეობით ახდენს მისთვის სასურველ ნივთის/მომსახურების შერჩევასა და შეძენას. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პლატფორმაზე არსებული ტექნიკური საშუალებებით.
   20.2.2. ვებგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნივთი/ნაწილები შესაძლოა იყოს ახალი ან მეორადი, ორიგინალი ან შემცვლელი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ნივთის/ნაწილის შერჩევითა და შეკვეთის განთავსებით ადასტურებს ნივთის/ნაწილის განცხადებაში მითითებულ მდგომარეობაში ონლაინ ყიდვის სურვილს.
   20.2.3. ნივთის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ნივთის/მომსახურების მყიდველისათვის მიწოდებას. მომხმარებლისთვის ნივთის/მომსახურების მისატანად კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს საკურიერო, საფოსტო, სატრანსპორტო ან სხვა მსგავსი მომსახურება.
   20.2.4. ნივთის/მომსახურების მიწოდება ქ. თბილისის მასშტაბით (ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები) ხორციელდება არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მასშტაბით (რეგიონებში) - არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
   20.2.5. პროდუქციის მიწოდების საკურიერო მომსახურეობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე, შეკვეთის დაფიქსირებამდე.
   20.2.6. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 3-ით (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა).

   20.2.7. ავტონაწილის მოთხოვნა
ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს Myparts.ge-ზე „ავტონაწილის მოთხოვნის“/“ნაწილის მოთხოვნის“ სერვისით, რაც გულისხმობს მის უფლებას Mypart.ge-ზე განათავსოს თავისთვის სასურველი ავტო ნაწილის მოთხოვნის განცხადება.

“ნაწილის მოთხოვნის“ დროს მომხმარებელი ავსებს განცხადების განთავსებისთვის სავალდებულო ინფორმაციას, და ეთანხმება წესებს მესამე პირის მიერ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავების შესახებ. მომხმარებლის მიერ შევსებული „ნაწილის მოთხოვნა“ განცხადების სახით საჯაროდ განთავსება Myparts.ge-ზე, “მოთხოვნილი ნაწილების” შესაბამის განყოფილებაში, რომელიც ასევე აისახება მომხმარებლის პროფილში, “მოთხოვნილი ნაწილების” ისტორიაში.

ნაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელმა ასევე უნდა მიუთითოს ნაწილის მოთხოვნის დრო და ავტომობილის VIN კოდი. შეთავაზების შინაარსში მომხმარებელს შესაძლებელია დამატებით ეცნობოს ნივთის დაბრუნების სპეციალური პირობების თაობაზე.

   20.2.8. ნაწილის Online/ონლაინ შეძენა
„შეთავაზების“ გვერდიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Online/ონლაინ შეიძინოს გამყიდველის მიერ მისთვის „შეთავაზებული ნაწილი“. ნაწილის ონლაინ შესაძენად მომხმარებელი შესაბამის ველში უთითებს პირად და საკონტაქტო ინფორმაციას, ირჩევს თავისთვის სასურველ გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდს და ბანკის გადახდის გვერდზე ბარათის ინფორმაციის შევსებასა და დადასტურებას. წარმატებული გადახდის შემდგომ, შეძენილი პროდუქტი/ნაწილი აისახება მომხმარებლის პროფილში შეძენილი ავტონაწილების გვერდზე.

20.3. MYHOME.GE -ს სპეციალური პირობები:

   20.3.1. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და დანართი 1-ის შესაბამისად.
   20.3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
   20.3.3. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები
- ანაზღაურების და შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) , დანართი 1-ისა (ფასიანი სერვისების საფასური) და დანართი 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად.
   20.3.4. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
- ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
- საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

20.4. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:

   20.4.1. ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 21-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და დანართი 1-ის შესაბამისად.

20.5. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)

ელექტრონულ აუქციონზე განცხადების განთავსება / ელექტრონული აუქციონის მოწყობის წესი

   20.5.1. პლატფორმაზე განცხადების განთავსების გზით ონლაინ გამყიდველი უფლებამოსილია გაასხვისოს ან/ და შეიძინოს ქონება ელექტრონული აუქციონის, ასევე აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისა და სურვილის შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების მეშვეობით (აუქციონის მოწყობა).
   20.5.2. ელექტრონული აუქციონით ვაჭრობის განხორციელებისთვის:
ა. გამყიდველი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია პორტალზე წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. ბ. ნივთი უნდა იყოს გამყიდველის საკუთრებაში, ან გამყიდველს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება. გამყიდველმა თავად უნდა ამტკიცოს ნივთის საკუთრების ან/და მისი განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა. გ. გამყიდველმა განცხადების განთავსების ეტაპზე უნდა მონიშნოს ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ფუნქცია. დ. გამყიდველს ეკრძალება ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახით ფასების ხელოვნურად გაზრდა.
   20.5.3. გამყიდველი თავად ახორციელებს განსაკარგი ქონების თაობაზე ინფორმაციის პლატფორმაზე განთავსებას განაცხადის ფორმის შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. განაცხადის ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ განთავსდება.
   20.5.4. განაცხადის ფორმის შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, გამყიდველი პლატფორმაზე განათავსებს საქონლის/ნივთის ფოტოსურათებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში, არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამოსახულებას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას, პოლიტიკურ, თუ რელიგიურ მოწოდებებს. ფოტოსურათები არ უნდა იყოს გრაფიკულად ან/და სხვა ფორმით ისე დამუშავებული, რომ მომხმარებელს უქმნიდეს არასწორ წარმოდგენას ნივთის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამყიდველის მიერ ატვირთული/განთავსებული მასალით/მონაცემებით არ უნდა დაირღვეს მესამე პირების საავტორო უფლებები.
   20.5.5. ურთიერთობა გამყიდველსა და აუქციონში გამარჯვებულ/აუქციონში მონაწილე მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე.
   20.5.6. ქონების გასხვისება ან/და შეძენა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონი შესაძლოა განხორციელდეს „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვის“, „სუფთა/უპირობო გაყიდვის“ ან „იყიდე ახლავე“ პირობით:
ა. „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვა“ გულისხმობს გამყიდველის მიერ მინიმალური სარეზერვო თანხის დაწესებას აუქციონის გზით ქონების გასხვისების შემთხვევაში. თუ გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში საბოლოო შეთავაზებული ფასი არ გადააჭარბებს სარეზერვო ფასს, გამყიდველი იტოვებს უფლებას, არ მოახდინოს ქონების გასხვისება.
ბ. „სუფთა/უპირობო გაყიდვა“ გულისხმობს პირობას, როდესაც სარეზერვო ფასი არ არის გათვალისწინებული სარეალიზაციო პირობად და ქონების გასხვისება მოხდება ბოლო ბიდის/შემოთავაზების ფარგლებში წარდგენილი ფასით.
გ. გამყიდველი განაცხადის რეგისტრაციის დროს თავად ადგენს ე.წ. ,,Buy It Now"-ს(„იყიდე ახლავე“) მეშვეობით ქონების სარეალიზაციო ღირებულებას, რომლის ოდენობაც შეადგენს შეთავაზებულ საწყის ფასს დამატებული საწყისი ფასის 10% (ათი).
დ. ქონების გასხვისებაზე განცხადების განთავსების შემდგომ დაუშვებელია აღნიშნული განცხადების გაუქმება/შეცვლა, თუ მოცემულ სარეალიზაციო ქონებაზე უკვე დაწყებულია ელექტრონული აუქციონი და თუნდაც ერთი მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს მოცემულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ფაქტს. მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, გამყიდველს დააკისროს ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დანარჩენ შემთხვევაში ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ერთი ათასი ლარი). გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტის არაერთჯერადად დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან დროებით შეაჩეროს გამყიდველის (მომხმარებლის) კომპანიის პლატფორმაზე არსებული პირადი ანგარიში (პროფილი) ან/და მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
   20.5.7. გამყიდველი/შემსრულებელი კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (საკომისიოს) დანართი 1-ის „საკომისიო“ შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის) ანგარიშიდან.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება
   20.5.8. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პლატფორმის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
   20.5.9. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. საგარანტიო თანხა/ბე ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კონკრეტულ ლოტზე საგნის აღწერაში მითითებულ რეკვიზიტებზე. საგარანტიო თანხა/ბე წარმოადგენს კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ოდენობას, რომელიც დგინდება თითოეულ ნივთზე ინდივიდუალურად.
   20.5.10. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. პრეტენდენტისთვის დაფარულია დანარჩენ პრეტენდენტთა ვინაობა.
   20.5.11. კონკრეტული განაცხადის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის შეთავაზება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით. მომხმარებლის მიერ ფასის შეთავაზება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ქონების მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის შეთავაზება შესაძლებელია შესაბამისი ბიდის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის შეთავაზება“ ზრდის ქონების სარეალიზაციო ფასს.
   20.5.12. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სადეპოზიტო თანხის წინასწარ გადახდის შემდეგ, შეიძინოს ქონება დაუყონებლივ ,,იყიდე ახლავე''-ს (ე.წ. ,,Buy It Now") დადგენილ ფასად და შესაბამისად არ დაელოდოს აუქციონის დასრულებას.
   20.5.13. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის შეთავაზებას.“ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის შეთავაზება“ მოხდა ელექტრონული აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 3 (სამი) წუთის განმავლობაში, ელექტრონული აუქციონის ვადა ხანგრძლივდება მომდევნო 3 (სამი) წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
   20.5.14. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ პლატფორმა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და სხვა მონაცემების მითითებით).
   20.5.15. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას გამყიდველთან აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულებას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ჩარიცხავს კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე, კომპანიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. კომპანიის რეკვიზიტები მიეთითება ყოველ ლოტზე, ელექტრონული აუქციონის წესების აღწერის ნაწილში. ანგარიშსწორების ვადის შეცვლა დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, ამასთანავე მომხმარებლის მიერ აუქციონისთვის წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე არ ექვემდებარება მომხმარებლისთვის დაბრუნებას და აღნიშნული თანხა რჩება კომპანიას.
   20.5.16. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მომხმარებელს საგარანტიო თანხა/ბე უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
   20.5.17. თანხის ჩარიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის შედეგის შესაბამისად რეალიზებული ქონების ღირებულების გადარიცხვას გამყიდველისთვის კუთვნილი მომსახურეობის საზღაურის გამოკლებით, რომელიც განისაზღვრება დანართით ან/და გამყიდველთან დადებული შეთანხმებით.   20.5.18. აუქციონის შედეგების შესაბამისად მყიდველსა (აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტსა) და გამყიდველს შორის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის და არა მხოლოდ გასხვისებული ქონების გაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მხოლოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, კომპანიის მხრიდან რაიმე სახით დამატებითი მონაწილეობის გარეშე. კომპანიას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა აუქციონის შედეგების შესაბამისად გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორების ფორმებს, ქონების გადაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
   20.5.19. გარდა ამ თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა, ელექტრონული აუქციონის გამყიდველი, პრეტენდენტი და აუქციონში გამარჯვებული პირები პასუხს აგებენ წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ნორმებით.

კომპანიის უფლებები
   20.5.20. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი ან გააუქმოს აუქციონის შედეგები ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის ან მესამე პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუქციონის შეწყვეტით/შეჩერებით დამდგარ შედეგებზე.
   20.5.21. აუქციონის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში იმისათვის, რომ თითოეული მომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული, კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ხელახალი აუქციონი.
   20.5.22. კომპანია არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ აუქციონის შეწყვეტის/შეჩერების ან რაიმე სახით აუქციონის პირობის შეცვლით დამდგარ შედეგებზე.

20.6. LIVO.GE-ს სპეციალური წესები და სერვისები

  20.6.1. უძრავი ქონების შესახებ განცხადების ვებ-გვერდზე განთავსება
    - მხარეები აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ თავად კომპანია არ სთავაზობს უძრავ ქონებას კლიენტს და არ ქირაობს განმცხადებელს კონკრეტული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით;
    - განმცხადებელი უძრავ ქონებაზე ინფორმაციას და მისი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას ვებ-გვერდზე ათავსებს შესაბამის საინფორმაციო ველებში შეყვანით.
    - განმცხადებელს საშუალება აქვს, აირჩიოს კომპანიის მიერ განცხადების განთავსების სხვადასხვა სიხშირე.
    - ავტორიზაციისას კლიენტი ვებ-გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
    - კლიენტს მთავარი მენიუდან შეუძლია შეარჩიოს უძრავი ქონებისა და გარიგების ტიპი, ტერიტორია, ფასი და სხვა, რის შემდეგად ვებ-გვერდი შერჩეული ფილტრების შესაბამისად შეარჩევს კლიენტისთვის სასურველ პროდუქტებს.

  20.6.2. შეფასების მომსახურება
    - მომხმარებელი (შემდგომში „დამკვეთი“) უფლებამოსილია, ვებ-გვერდის მეშვეობით კომპანიას დაუკვეთოს შეფასების მომსახურება, რასთან დაკავშირებითაც ის ავსებს განაცხადს შეფასების მომსახურების თაობაზე.
    - შეფასების მომსახურების თაობაზე განაცხადის შევსებისას დამკვეთი დამატებით უთითებს შეფასების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას; ასეთი ინფორმაცია მოიცავს უძრავი ქონების საკადასტრო კოდს, დამკვეთის პირად ინფორმაციას (მათ შორის პირად ნომერს) და შესაძლოა დამატებით მოიცავდეს მესამე პირთა პირად ინფორმაციას, თუ დამკვეთი არ არის შეფასებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების მესაკუთრე/ერთადერთი მესაკუთრე. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით დამკვეთი ადასტურებს, რომ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა მესამე პირის პირადი ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით და აცნობიერებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობისასთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამკვეთს.
    - განაცხადის შევსებისას დამკვეთი ირჩევს შესაფასებელი უძრავი ქონების ტიპს. დამკვეთი აცნობიერებს, რომ შეფასების ღირებულება დამოკიდებულია შესაფასებელი ქონების ტიპზე და იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ შესაფასებელი ქონების ტიპი ფაქტობრივად არ ემთხვევა დამკვეთის მიერ განაცხადში განსაზღვრულ ტიპს, დამკვეთი მზადაა კომპანიას აუნაზღაუროს დამატებითი ღირებულება.
    - შეფასების ანგარიშის შესრულების ღირებულება და ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეფასების მომსახურების შესახებ.
    - შეფასების ანგარიშის დამკვეთისათვის გადაგზავნის ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც კომპანიასა და დამკვეთს შორის შედგება ჯეროვანი კომუნიკაცია.

   20.6.3. VIP განცხადება
    - მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს მიანიჭოს მას VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
    - სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია ვებ-გვერდზე სერვისების განყოფილებიდან.
    - პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
    - პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.

  20.6.4. რეკლამა Facebook-ზე
    - მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს განათავსოს კომპანიის Facebook გვერდზე მისი განაცხადის რეკლამა, რათა გაზარდოს მნახველთა რაოდენობა და ინტერესი.უძრავი ქონების ლოკაციიდან, ფასიდან და მდგომაორებიდან გამომდინარე, კომპანია უზრუნველყოფს განცხადების რეკლამირებას Facebook-ის მომხმარებელთა შესაბამის სეგმენტზე.
    - სასურველი პაკეტის შერჩევა შესაძლებელია ვებ-გვერდზე სერვისების განყოფილებიდან.
    - პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.

 20.6.5. 3D გადაღება
    - მომხმარებელს საშუალება აქვს, ვებ-გვერდზე სერვისების განყოფილებიდან შეუკვეთოს უძრავი ქონების 3D გადაღების სერვისი; სერვისი მოიცავს მაღალი ხარისხის 3D ვიდეოს და 4K ხარისხის ფოტოების გადაღებას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მთლიანი სივრცის რეალისტურ ფორმატში წარმოჩენა.
    - 3D გადაღების სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
    - სერვისის ღირებულება მოიცავს გადაღებული 3D ტურის კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებას 1 (ერთი) თვის ვადით.

  20.6.6. ფოტოგრაფის მომსახურება
    - მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს ფოტოგრაფის მომსახურება ვებ-გვერდზე სერვისების განყოფილებაში შესაბამისი პაკეტის არჩევით.
    - სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
    - მაღალი ხარისხის დამუშავებული ფოტოები ვებ-გვერდზე განთავსდება ფოტოგრაფის ვიზიტიდან 24 ან 72 საათში, შეძენილი პაკეტის პირობების შესაბამისად.

  20.6.7. ქონების შემოწმება
    - კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების შემოწმების მომსახურებას, რაც მოიცავს: უძრავი ქონების ამონაწერის განახლებას, მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონსულტაციის გაწევას, აგრეთვე ქონების შემოწმების შედეგების ამსახველი დასკვნის მომზადებას.
    - დასკვნა მომხმარებელს ეგზავნება ელექტორნული ფოსტის მისამართზე, არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.

  20.6.8. უძრავი ქონების აზომვა
    - უძრავი ქონების ზუსტი კვადრატულობის განსასაზღვრად და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარსადგენად, მომხმარებელს საშუალება აქვს, შეუკვეთოს უძრავი ქონების აზომვის სერვისი.

  20.6.9. აზომვითი ნახაზის რეგისტრაცია
    - აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია შესაძლებელია კომპანიის. სერტიფიცირებული წარმომადგენლის ადგილზე ვიზიტით.

21. ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა

21.1. კომპანიის ანაზღაურების პირობა

   21.1.1. მომხმარებელი (მყიდველი) კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით (გადახდის კონკრეტული მექანიზმები მითითებულია პლატფორმებზე ინდივიდუალურად):
       - ნებისმიერი ბანკი ბარათით.
       - ონლაინ განვადებით.
       - გადახდის აპარატებით.
       - ბალანსით (ინტერნეტ ბანკიდან შევსების გზით).
   21.1.2. მომხმარებელი (მყიდველი/სტუმარი/დამკვეთი/კლიენტი) ანაზღაურებს შეძენილი ნივთის/მომსახურების, საკურიერო მომსახურებისა (საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე ინდივიდუალურად.) და მის მიერ არჩეული კომპანიის სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველი/სტუმარი/დამკვეთი/კლიენტი) ანგარიშიდან/ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
   21.1.3. მომხმარებელი დანართის 3-ით (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურებს ამავე დანართით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველი/სტუმარი/დამკვეთი/კლიენტი) ანგარიშიდან ან კომპანიის მიერ მომხმარებლითვის გადასახდელი თანხიდან.
   21.1.4. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან/შემსრულებელთან.
   21.1.5. კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
   21.1.6. საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ფინანსური აგენტი. მომხმარებლის ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული ნივთის/მომსახურების ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
   21.1.7. კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ ნივთის/მომსახურების ღირებულებას გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ ნივთის/მომსახურების და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
   21.1.8. კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის გამყიდველი/შემსრულებელი/მასპინძელი კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 1-ის (დანართი 1 „ფასიანი სერვისების საფასური“), დანართის 3-ის (დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა) შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის/სტუმარის) ანგარიშიდან.
   21.1.9. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის/განმცხადებლის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე დადგინდება, რომ იგი არის წინამდებარე ხელშეკრულების 17.10 მუხლით გათვალისწინებული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია 17.10. მუხლის შესაბამისად, გამყიდველის/შემსრულებლის/მასპინძელის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის/შემსრულებლისთვის/მასპინძელისთვის გადასახდელი დარჩენილი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან.

21.2. MYMARKET.GE ანაზღაურების პირობა

   21.2.1. მომხმარებლის (მყიდველის) ანაზღაურების წესი:
   21.2.2. თუ კომპანია თავისი ინიციატივით გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას/შეკვეთას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე.
   21.2.3. მომხმარებლის (მყიდველის) მიზეზით შეკვეთილი ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს (მყიდველს) მის მიერ გადახდილ თანხას უბრუნებს საკურიერო მომსახურეობის გამოკლებით 10 სამუშაო დღის ვადაში.
   21.2.4. მომხმარებლის (მყიდველის) მიერ ნივთის დაბრუნების უფლების გამოყენებისას (ნივთის დაბრუნება) მყიდველი ვალდებულია კომპანიას გადაუხადოს საკურიერო მომსახურების საფასური, ხოლო კომპანია თავის მხრივ ახდენს მყიდველის მიერ ჩარიცხული თანხის დაბრუნებას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით.
   21.2.5. თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე.

21.3. გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების წესი

   21.3.1. მყიდველისთვის ნივთის/მომსახურების ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში კომპანია რეალიზებული ნივთის/მომსახურების საფასურს ურიცხავს გამყიდველს მის მიერ რეგისტრირებულ/მითითებულ ანგარიშის ნომერზე კომპანიის სერვისების (საკურიერო და სხვა სერვისები) საფასურის გამოკლებით.

21.4. MYPARTS.GE ანაზღაურების პირობა

   21.4.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
   21.4.2. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

21.5. MYHOME.GE ანაზღაურების პირობა

   21.5.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

21.6. MYAUTO.GE ანაზღაურების პირობა

   21.6.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

21.7. LIVO.GE ანაზღაურების პირობა

   21.7.1. კომპანიასა და მომხმარებელს/განმცხადებელს/დამკვეთს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით.
   21.7.2. სერვისის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაფორმებამდე. სტანდარტული სერვისების ფასები განთავსებულია Livo.ge-ზე შესაბამის სერვისებში.
   21.7.3. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია დანართი 3-ით განსაზღვრული პირობებით (დაბრუნების პოლიტიკა)

21.8. მომხმარებლის ბალანსის მართვა

მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ:

   21.8.1. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ბალანსის მართვაზე.
   21.8.2. თუ მომხმარებელს პირად ბალანსზე შეტანილი აქვს თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად.
   21.8.3. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
   21.8.4. თუ თქვენ არასწორად ჩარიცხავთ თანხას სხვა მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანზე, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე. კომპანიის ოპერატორი თქვენ მოგაწვდით ინციდენტის დაფიქსირების ფორმას, რომელიც შევსებული უნდა გამოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ, კომპანია მაქსიმალურად შეეცდება გაგიწიოთ მხარდაჭერა მის აღმოსაფხვრელად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპანია უფლებამოსილია არასწორად ჩარიცხული თანხა თქვენს ბალანსზე გადმოამისამართოს მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროცედურის განხორციელებაზე კომპანია თანხმობას მიიღებს თანხის მიმღები მომხმარებლისგან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თანხის მიმღები პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გაცხადებით დამდგარ ზიანზე.

დანართი 0.1. რეკლამის სერვისი

   1. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1 -ში (ფასიანი სერვისების საფასური).
   2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება დანართი 1 -ით (ფასიანი სერვისების საფასური).
   3. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაზრდის მიზნით, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში).
   4. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე.
   5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია უფლებამოსილია რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის და ნივთის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა.
   6. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლის ნივთის/მომსახურების/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია.
   7. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები.
   8. მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება.


დანართი 1 ფასიანი სერვისების საფასური

შპს „თინეთი“-ს პლატფორმის ფასიანი სერვისების საფასურები იხილეთ მითითებულ ბმულზე “ფასიანი სერვისები”.

გაფრთხილებთ, რომ პლატფორმის ფასიანი სერვისები შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად. სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპანიის სერვისების საფასურები.

დანართი 2 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა

თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (იხ. მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხები) წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა.

ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის/კომპანიის მიმართ.

თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვასა და მონაცემების წაშლას.

დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.

კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.

ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.

ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.

ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:

- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;

თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

დანართი 3 დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

Mymarket.ge; Myparts.ge-ს დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით Mymarket.ge; Myparts.ge ვებ-გვერდებზე შემდეგი პირობებით:

(ა) კომპანიის მიერ განთავსებული ნივთების დაბრუნების წესი განისაზღვრება, წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია შეკვეთის ისტორიაში თითოეული ნივთის გასწვრივ. აღნიშნულის განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადახვიდეთ შეკვეთის ისტორიაში, ნახოთ კონკრეტულად დასაბრუნებელი ნივთი და დააჭიროთ მის გასწვრივ არსებულ დაბრუნების ღილაკს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 30 ლარის ფარგლებში არსებული ნივთები და 30 ლარს ზემოთ ღირებულების ნივთების ზოგი კატეგორია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბრუნების ფორმას ვერ შეავსებთ დაბრუნების ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო ნივთებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოწერის გზით.

(ბ) სხვა გამყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების საქონლის დაბრუნების წესი განისაზღვრება აღნიშნული პირების მიერ. დაბრუნების სურვილის შემთხვევაში თქვენ, უნდა დაუკავშირდეთ გამყიდველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ნივთის დაბრუნების სურვილი აცნობოთ მას. კომპანია ასეთ შემთხვევაში არის გამტარი პლატფორმა, რომელიც არ არის პასუხისმგებელი ასეთი ნივთის დაბრუნების უზრუნველყოფაზე. ნებისმიერი სახის პრეტენზიის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის გამყიდველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.    

1. დაბრუნების პირობები:

1.1. კომპანია, დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:    

2. დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა თქვენი პროფილიდან შეკვეთების გვერდზე არსებული დაბრუნების ფორმის სრულად შევსება.
2.2. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.3. თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
2.4. დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).
2.5. ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ალექსიძის ქ. N1. სართული 1, კორპუსი 1, თბილისი, საქართველო.
2.6. დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:
ორშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
სამშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
ოთხშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
ხუთშაბათი - 12:00 – 15:00 სთ.
პარასკევი - 12:00 – 15:00 სთ.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ მიიღებს დასაბრუნებელ ნივთებს დღის სხვა მონაკვეთში.

2.7. კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:    
   2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
   2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
   2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.8. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
2.9. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.10. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.11. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).    

3. ანაზღაურების წესი:

3.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.

გამონაკლისია: თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის/შესაბამისი შემმოწმებელი ორგანოს მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

3.2. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე ან მომხმარებლის ანგარიშზე (Mymarket.ge; Myparts.ge).
3.3. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს/შეფუთვას აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად, მათ შორის ლოჯისტიკური ხარჯის გამოკლებით.
3.4. კომპანია დაბრუნებული ნივთის შემოწმებისა და მისი მდგომარეობის შეფასების (შემოწმება შესაძლოა მოხდეს კომპანიის/მოვაჭრის ან სერვის ცენტრის მიერ) შემდეგ მოახდენს თქვენთან დაკავშირებას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულების თაობაზე.    

4. განვადებით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი

4.1. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
4.2. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად ნივთებს ერთად.    

5. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი

5.1. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება. Myhome.ge და Livo.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა:    

6. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები

6.1. ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
6.2. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.    

7. რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

7.1. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ დაუწყია რაიმე სახით მომხმარებლის შეკვეთაზე მომსახურების განხორციელება. ასეთ დროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
7.2. თუ კომპანიას დაწყებული აქვს მომხმარებლის შეკვეთის/განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევა, მისი გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს არ დაუბრუნდება სერვისში გადახდილი საფასური.
7.3. მომხმარებელი უფლენბამოსილია შეამოწმოს კომპანიის მომსახურება და მოთხოვოს კომპანიას ხარვეზის გამოსწორება.
7.4. შეკვეთის გაუქმებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად. Myauto.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა:    

8. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები

8.1. ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
8.2. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.    


9. რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

9.1. სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელოა მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისს ხარვეზის გამო და აღნიშნულ სერვისში მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა.