• 1. შესავალი
  • 2. ტერმინთა განმარტება
  • 3. მომხმარებლის/გამყიდველის განცხადებები და გარანტიები
  • 4. პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
  • 5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
  • 6. ავტორიზაცია
  • 7. აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:
  • 8. TNET-ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვის ფარგლები
  • 9. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  • 10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • 11. კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • 12. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
  • 13. ცვლილებების შეტანა
  • 14. ერთიანი ხელშეკრულება
  • 15. კომუნიკაცია
  • 16. გარდამავალი დებულებები
  • 17. TNET-ის რომელი პლატფორმის გამოყენება შეუძლია მომხმარებელს?
  • 18. TNET პლატფორმებზე პროდუქტის შეძენის სახეები
  • 19. ავტორიზაცია
  • 20. ნავიგაცია
  • 21. პროდუქტის ღირებულების გადახდა
  • 22. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის ურთიერთობა
  • 23. პროდუქტის/პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნების წესი
  • 24. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
  • 25. ტრანსპორტირების საფასური
  • 26. TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო და ზოგად წესებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალური წესების დაცვა?
  • 27. TNET-ის მიერ შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესი
  • 28. პროდუქტის ღირებულების ცვლილების პირობა
  • 29. შეკვეთამდე მარაგების გადამოწმება
  • 30. შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:
  • 31. TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალურ წესებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო წესების დაცვა
  • 32. LIVO.GE-ს მომხმარებლის სპეციალური წესები და სერვისები
  • 33. TKT.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)
  • 34. VENDOO.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)
  • 35. SWOOP.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)
  • 36. MYMARKET.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები):
  • 37. MYPARTS.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:
  • 38. MYHOME.GE -ს სპეციალური პირობები:
  • 39. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:
  • 40. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)
  • 41. ვის შეუძლია პლატფორმებზე პროდუქტის/განცხადების განთავსება და რეალიზაცია?
  • 42. TNET-ის რა სერვისებით შეუძლია ისარგებლოს გამყიდველმა და პლატფორმებზე ვაჭრობის სახეები?
  • 43. როგორ ხდება განცხადების განთავსება?
  • 44. განცხადების რეკლამირება
  • 45. კომპანიის სერვისების/მომსახურების საფასური
  • 46. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები
  • 47. გამყიდველის გარანტიები და განცხადებები
  • 48. გამყიდველის პასუხისმგებლობა
  • 49. მომხმარებლის და გამყიდველის დამატებითი ვალდებულებები
  • 50. TNET პლატფორმების ვაჭრობის სპეციალურ პირობებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე ვაჭრობის ზოგადი წესების დაცვა?
  • 51. Mymarket.ge-ზე ვაჭრობის წესები:
  • 52. Myparts.ge-ზე ვაჭრობის წესები:
  • 53. MYHOME.GE-ს სპეციალური პირობები:
  • 54. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:
  • 55. ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა
  • 56. რეკლამის სერვისი
  • 57. ფასიანი სერვისების საფასური
  • 58. ანგარიშის (პროფილის) დახურვა
  • 59. TNET პლატფორმების დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

წესები და პირობები

(1) ზოგადი წესები

1. შესავალი

მხარეები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „თინეთს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას (შემდგომში „წესები და პირობები“), რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. შპს „თინეთის“ სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს შპს „თინეთის“ ნებისმიერ სერვისს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ, შემდეგ პირობებს:

რას წარმოადგენს შპს „თინეთი“ და რა სერვისებს გაწვდით?

შპს „თინეთი“ პლატფორმების საშუალებით მომხმარებლებს და გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას შესთავაზონ, გაყიდონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ შპს „თინეთი“ არ არის მხარე გამყიდველსა და მომხმარებელს შორის და არც ტრადიციული აუქციონის მომწყობი. შპს „თინეთი“ მხოლოდ გაწვდით ისეთ სერვისებს, როგორიცაა: პლატფორმებისა და მათში ინტეგრირებული სერვისების ხელმისაწვდომობა; მრავალფეროვანი სერვისის თუ პროდუქტის არჩევანი; გამყიდველის პროდუქტის, მათი ფასებისა და აღწერის განთავსება, ტრანსპორტირება (თუ წინასწარ განსაზღვრულია), დაბრუნების უზრუნველყოფა (წინასწარ განსაზღვრული პირობებით),  მომხმარებლის სურვილებისა და პრეტენზიების მართვა და პროცესების გამარტივების მიზნით გამყიდველსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის შუამავლობა, დავის მოგვარების მიზნით გამყიდველსა და მომხმარებელს შორის შუამავლობა; სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი გასართობი/კულტურული/სპორტული და ა.შ. სახის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების/აბონიმენტების განთავსება და მომხმარებლისთვის მათი შეძენის შესაძლებლობა. (იმ შემთხვევაში თუ შპს „თინეთი“ არის გამყიდველი ან შემსრულებელი, პროდუქტის შესაბამის გვერდზე გამყიდველის ველში მითითებული იქნება შპს „თინეთი“ ან  შპს „თინეთი“-ს შესაბამისი პლატფორმა, მაგ. Vendoo, ასეთ შემთხვევაში TNET პასუხისმგებელია როგორც გამყიდველი/მოვაჭრე). 

განცხადებების სიზუსტე და ფასები

თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, შპს „თინეთი“ არ აკონტროლებს და არ იძლევა გარანტიას: რეკლამირებული/განთავსებული პროდუქტის არსებობაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან კანონიერებაზე; ფასების სიზუსტეზე და მათ ცვალებადობაზე, დაბრუნებაზე,  მომხმარებელთა განცხადებების შინაარსის სიმართლეზე ან სიზუსტეზე; გამყიდველის პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობაზე და უფლებამოსილებაზე; მომხმარებლის შესაძლებლობაზე გადაიხადონ პროდუქტის საფასური; 

გაითვალისწინეთ, რომ: 

  • შპს „თინეთი“-ს პლატფორმებზე განთავსებული პროდუქტის (როცა შპს „თინეთი“ გამყიდველის/მესაკუთრის ნაცვლად ახდენს პროდუქტის პლატფორმებზე განთავსებას) ფასი ნიშნავს პროდუქტის შემოთავაზებულ საცალო ფასს, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის, მიმწოდებლის ან გამყიდველის მიერ. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ და ვანახლებთ ფასებს. ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს "გადახაზული ფასი", რომელიც აჩვენებს ფასდაკლებამდე ფასის ოდენობას. ჩვენ ვერ დავადასტურებთ პროდუქტის ფასს, სანამ არ განათავსებთ შეკვეთას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების ნაწილზე შეიძლება მითითებული იყოს არასწორი ფასი. თუ პლატფორმებზე გაყიდული პროდუქტის სწორი ფასი აღემატება პლატფორმებზე თქვენს მიერ ყიდვის (შეკვეთის განთავსების) მომენტში მითითებულ პროდუქტის ფასს, ჩვენ დაგიკავშირდებით ფასის დაზუსტების შემდეგ და გაცნობებთ პროდუქტის შეცვლილი ფასის შესახებ ინფორმაციას. თუ თქვენთვის ახალი ფასი მისაღები არ იქნება, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ შეკვეთა გავაუქმოთ ცალმხრივად. 
  • ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორის სურვილის/შეკვეთის მიხედვით TKT.GE წარმოადგენს პრომოუტერს ნებისმიერ ღონისძიებაზე დასასწრები სარეალიზაციო ბილეთზე). TKT.GE-ზე ბილეთის სარეალიზაციოდ განთავსების წინ, კომპანიასა და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რითაც განისაზღვრება ღონისძიებებისა და თანამშრომლობის პირობები. 

პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად. რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას

დაბრუნების პოლიტიკაზე თანხმობა

საქონლის/მომსახურების უკან დაბრუნება ხდება გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების ან/და დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის დაბრუნების პოლიტიკას. გაითვალისწინეთ, რომ: პროდუქტის შეძენამდე წინასწარ გადაამოწმეთ დაბრუნების/გაუქმების პირობები.

საგადასახადო კანონმდებლობა

!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

2. ტერმინთა განმარტება

წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

ვებგვერდი/აპლიკაცია - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს ან/და აპლიკაციებს: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET 

კომპანია, TNET, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „თინეთს“. 

კომპანიის/TNET-ის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: აუქციონი; რეალიზაციის სერვისი, განცხადების/პროდუქტის განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო მომსახურება და სხვა.;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც TNET-ის პლატფორმების სერვისების გამოყენებით სთავაზობენ ან რომელიც TNET-ის პლატფორმებზე იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; 

მხარეები - ნიშნავს გამყიდველს, კომპანიასა და მის მომხმარებლებს;

გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი/ორგანიზატორი/მესაკუთრე/განმკარგავი/მერჩანტი/მასპინძელი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გამყიდველი ან მერჩანტი“) - წარმოადგენს ნებისმიერ პირს (ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/პირთა გაერთიანება), რომელიც პირადად, TNET-ის პლატფორმებზე  განცხადების განთავსების გზით ან TNET-ის საშუალებით (TNET სერვისების გამოყენებით) ახდენს კომპანიის პლატფორმებზე თავის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქტის განთავსებას მათი მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით. (გაითვალისწინეთ!: ნებისმიერი გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი/ორგანიზატორი/მესაკუთრე/განმკარგავი და ა.შ. (ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება), რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი/ორგანიზატორი/მესაკუთრე/განმკარგავი და ა.შ. სახელით ან დავალებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონიდან გამომდინარე ითვლება მოვაჭრედ. ასეთი პირი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი კანონის დისტანციური ხელშეკრულებისა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ნორმები და კანონით დადგენილი სხვა ზოგადი მოთხოვნები და აიღოს პასუხისმგებლობა მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე თუ ზიანზე.)

პროდუქტი - „გამყიდველის/მოვაჭრის“ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ნაწილი ან მომსახურება/სერვისი/ღონისძიება, რომელიც პლატფორმებზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.

ონლაინ აუქციონი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი (auction.myauto.ge), რომელიც მომხმარებელს და გამყიდველს ანიჭებს აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის გზით პროდუქტის შეძენის ან აუქციონის მოწყობის გზით პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას. 

აუქციონის მოწყობა - გამყიდველის მიერ პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული აუქციონის ორგანიზება პროდუქტის რეალიზაციის მიზნით.

ბიდერი/პრეტენდენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში.

შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე ბიდერის/პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქტზე ფასის შეთავაზება.

სარეზერვო ფასი -  ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაწესებული საქონლის მინიმალური ფასი.

საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი.

განცხადების განთავსება - გამყიდველის მიერ პროდუქტის პლატფორმაზე განთავსება ონლაინ აუქციონით ან პირდაპირი მიყიდვის მიზნით.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, გამყიდველის და მომხმარებლისა.

ბე/საგარანტიო თანხა - ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

ლოტი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას.

საწყისი ფასი - გამყიდველის მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული პროდუქტის საწყისი სავაჭრო ღირებულება

ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

ონლაინ ვაჭრობა - მომხმარებლის ან/და გამყიდველის მიერ პლატფორმაზე TNET-ის სერვისების (ელექტრონული გადახდა, საკურიერო სერვისი და სხვ.) გამოყენების გზით პროდუქტის ელექტრონული შეძენა/გასხვისება.

ოფლაინ ვაჭრობა - მომხმარებლის ან/და გამყიდველის მიერ პლატფორმაზე პროდუქტის შეძენა/გასხვისება, სადაც პროდუქტის სარეალიზაციო, მიწოდების ან/და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, TNET-ის ჩარევის/სერვისების გარეშე.

სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური (რაც მოიცავს ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)

ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა საგადახდო კომპანიების მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.) 

ვაუჩერი - უნიკალური კოდი რომელიც მომხმარებელს ეგზავნება მისი TNET პლატფორმებზე შეძენის შემდეგ გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლებული სერვისით/პროდუქტით სარგებლობის მიღების მიზნით.

შეთავაზება - TNET პლატფორმებზე განთავსებული გამყიდველის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების შესახებ განცხადებები.

საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მისი პროფილის (პირადი ანგარიშის) გამოყენებით ან მის პროფილთნ (პირად ანგარიშთან) ან/და სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია (მაგ. განცხადების განთავსება, რეალიზაცია, ყიდვა, მოთხოვნის/შეკვეთის განთავსება, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება, კომპანიის სერვისების გამოყენება, რეკვიზიტების ცვლილება და სხვ. ).

უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;

წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

წესები და პირობები/ხელშეკრულება - მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დადასტურების შედეგად მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება (წესები და პირობები), რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

3. მომხმარებლის/გამყიდველის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი და გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
1. ის არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი და არ არის პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით;
2. არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3. გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
4. გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი და არ არის ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური;
6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
10. თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; 
12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას; 
13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
14. არ გადასცემს TNET-ის პლატფორმების პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
15. გამყიდველი მომხმარებელს ყოველთვის მიაწვდის შეძენილ/შეკვეთილ პროდუქტს გარდა საფუძვლიანი მიზეზის არსებობისა.
16. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს;
17. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
      17.1. არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და პლატფორმის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
      17.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
      17.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
      17.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის,  ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
      17.5. მას ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მას კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
18. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და სერვისზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
19. მომხმარებელის და გამყიდველის პლატფორმების საშუალებით დაკავშირების შემდეგ მათ შორის შესაძლოა დაიდოს ხელშეკრულება, მათ შორის ქირავნობის, იჯარის, გირავნობის, ნასყიდობის, მომსახურების ან/და იპოთეკის და სხვ. ხელშეკრულება/შეთანხმება. TNET არ არის რომელიმე ასეთი ხელშეკრულების მხარე, თუ წინამდებარე წესებითა და პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგი მხოლოდ მხარდამჭერია მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის: 
      19.1. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; 
      19.2. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
      19.3. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე. 
      19.4. პლატფორმებზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
      19.5. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;
      19.6. გამყიდველის მიერ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით გამყიდველის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
      19.7. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
      19.8. პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
      19.9. აუქციონის გაუქმების/შეჩერების ან/და შეკვეთის/ორდერის გაუქმების/შეჩერების შედეგად დამდგარ შედეგზე/ზიანზე. 
      19.10. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (აუქციონის/შეკვეთის გაუქმება/შეჩერება/თანხის არ გადახდა და ა.შ.) გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
      19.11. გამყიდველის მიერ მომხმარებლის მიმართ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების ნორმების დარღვევით დამდგარ შედეგზე (თუ გამყიდველი არ არის TNET).
      19.12. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;
      19.13. მომხმარებლის/გამყიდველის მიერ პლატფორმებზე განთავსებულ განცხადებებზე თუ ისინი არღვევენ მესამე პირების საავტორო ან მომიჯნავე უფლებებს. 
      19.14. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ, სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;
20. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
21. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამყიდველის/მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის/გამყიდველის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
22. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

4. პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა

1. TNET-ის პლატფორმებისა და სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად პლატფორმებზე დარეგისტრირების შემდეგ. რეგისტრაციის დასრულებისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე .
2. ვინაიდან შპს „თინეთი“ ფლობს რამდენიმე პლატფორმას და მომხმარებლის სარეგისტრაციოდ გამოიყენება ერთი საერთო სისტემა, რომელიმე ერთ პლატფორმაზე რეგისტრაციით, თქვენ, ასევე რეგისტრირდებით დანარჩენ პლატფორმებზეც (livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET).
3. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის: 
     3.1. მომხმარებელი შედის პლატფორმაზე:livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET
     3.2. მომხმარებელი და გამყიდველი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, სქესს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
     3.3. ზოგიერთ პლატფორმაზე, მაგ. Livo.ge რესგიტრაციისას შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი კითხვარი მომხმარებელის სტატუსთან დაკავშირებით - იურიდიული პირია თუ ფიზიკური პირი. იურიდიული პირი (საბროკერო კომპანა, აგენტი, დეველოპერული კომპანია, ინტერიერის დიზაინერი და ა.შ) რეგისტრაციის ფანჯარაში დამატებით უთითებს თავის სტატუსს და რეგისტრაციის დროს მოთხოვნილ აუცილებელ ინფორმაციას.
     3.4. ამასთანავე, მომხმარებელი და გამყიდველი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
     ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
     ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის/გამყიდველის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის/გამყიდველის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
     გ) მომხმარებელი/გამყიდველი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის/გამყიდველის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის/გამყიდველის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის/გამყიდველის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); ანგარიშის ნომერს; იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს/გამყიდველს;
     3.5. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა/გამყიდველმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას  და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
     3.6. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ისარგებლოს პლატფორმებზე განთავსებული ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით/სერვისებით;
     3.7. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს/გამყიდველს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
     3.8. მომხმარებელი/გამყიდველი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს/გამყიდველს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
     3.9. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი/გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის/გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
     3.10. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის/გამყიდველის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან/გამყიდველისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
     3.11. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის (პროფილის) დახურვა/გაუქმება. ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების ანგარიშის (პროფილის) დახურვის თავით.
     3.12. აკრძალულია მომხმარებლის/გამყიდველის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

1. მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია - და 1) რომელიც მის მიერ რეგისტრაციის დროს არის მითითებული (ელ-ფოსტის მისამართი); ან 2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;
2. პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
3. სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
4. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის სერვისთან დაკავშირებით;
5. მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
6. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
7. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

6. ავტორიზაცია

1. ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი/გამყიდველი გადის ავტორიზაციას.
2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის/გამყიდველის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
3. პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

7. აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:

1. კომპანიის პლატფორმების საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტის შეძენა ან/და გაყიდვა ან/და პოპულარიზაცია:
      1.1 ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
      1.2 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის პოპულარიზაცია, რეალიზაცია ან/და რეკლამირება;
      1.3 ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
      1.4 საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
      1.5 პორნოგრაფიული მასალა;
      1.6 მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
      1.7 არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
      1.8 მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
      1.9 პროდუქტი, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
      1.10 პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პლატფორმაზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია მისი პლატფორმის საშუალებით რეალიზაცია.
      1.11 სესხის, ავტოსესხის, ლომბარდის, ლიზინგის ან/და სხვა მსგავსი პროდუქტის/სერვისის შეთავაზების შემცველი განცხადებ/ებ/ის განთავსება კომპანიის თანხმობის გარეშე.
2. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/გამყიდველი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
      3.1. შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის/გამყიდველის პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაცია; ან/და
      3.2. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი პლატფორმიდან ან/და;
      3.3. აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
      3.4. შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
      3.5. დაბლოკოს/წაშალოს პლატფორმაზე არსებული მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიში (პროფილი) ან/და
      3.6. მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
4. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს/გამყიდველს დაუწესდა ამ ხელშეკრულების 49.2 მუხლში გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, იგი გახდა „სანქცირებული პირი".

8. TNET-ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვის ფარგლები

1. თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა TNET-ის სერვისებითა და პლატფორმებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
2. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე წესებში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით სერვისთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და სერვისი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის: ა) თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას. ბ)თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
4. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე სერვისში რაიმე ცვლილების, სერვისის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
5. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სერვისი, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
      1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
      2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
6. TNET არ არის პასუხისმგებელი (თუ თავად არ არის გამყიდველი):
      1. პროდუქტის ხარისხზე, მის ქარხნულ ან/და ვიზუალურ წუნზე ან/და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე;
      2. მომსახურების ხარისხზე და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე (გამონაკლისია, როცა იგი თავად არის შემსრულებელი);
      3. კომერციული ან კანონისმიერი საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის/სერვის ცენტრის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
      4. ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
      5. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;
      6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
      7. აუქციონის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
      8. გამყიდველის/მოვაჭრის მიერ ნებისმიერი მიზეზით პროდუქტის ჩაუბარებლობის, პროდუქტის დაბრუნებაზე უარის გაცხადების, საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაზე, საგარანტიო პირობებში სერვის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევაზე უარის გაცხადების ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების გაწევის შემთხვევებზე. აღნიშნულ შემთხვევებზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/მოვაჭრე.

9. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის/გამყიდველის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის/გამყიდველის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის/გამყიდველის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
3. მომხმარებელი/გამყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიის/მომხმარებლის/გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.
4. გამყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად უზრუნველყოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რეალიზებული პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდება და პროდუქტზე გაცემული საგარანტიო პირობების ფარგლებში შესაბამისი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სერვის ცენტრის/საგარანტიო მომსახურება.

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, დავის სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

11. კონფიდენციალობის პოლიტიკა

1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე - livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET შესვლითა და პლატფორმის სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი პლატფორმების სარგებლობის ყველა პირობას.
2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

12. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

1. კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.
2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

13. ცვლილებების შეტანა

1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის/გამყიდველის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის/გამყიდველის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
2. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/გამყიდველი არ ისარგებლებს წესების და პირობების 13.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის/გამყიდველის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის/გამყიდველის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

14. ერთიანი ხელშეკრულება

1. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

15. კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

პლატფორმა/ვებგვერდი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

შპს თინეთი/ TNET

info@tnet.ge

032 2 47 01 57

livo.ge

info@livo.ge

032 2 80 00 15

tkt.ge

Support@Tkt.ge

032 2 19 55 77

vendoo.ge

info@vendoo.ge

032 2 00 08 08

swoop.ge

info@swoop.ge

032 2 10 55 10

mymarket.ge

info@mymarket.ge

032 2 80 00 35 

myauto.ge

info@myauto.ge

032 2 80 00 45   

myparts.ge

info@myparts.ge

032 2 80 00 55 

myhome.ge

info@myhome.ge

032 2 80 00 15 

myshop.ge

info@myshop.ge

032 2 47 11 88

myads.ge

ads@tnet.ge

032 2 47 01 57

mysports.ge

info@tnet.ge

032 2 47 01 57

myjobs.ge

info@myjobs.ge

032 2 47 01 57

auction.myauto.ge

info@myauto.ge

032 2 80 00 45   

super app TNET

superapp@tnet.ge

032 2 12 12 21

16. გარდამავალი დებულებები

1. წესებში და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
3. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან პლატფორმაზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
4. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს/გამყიდველს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს პირად ანგარიშზე (პროფილზე) წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან პირადი ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/გამყიდველი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
5. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
6. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
7. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
8. მომხმარებელი/გამყიდველი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
9. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;

(2) TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო წესები

17. TNET-ის რომელი პლატფორმის გამოყენება შეუძლია მომხმარებელს?

1. მომხმარებელი TNET-ის რომელიმე პლატფორმაზე რეგისტრაციით პლატფორმების საერთო სარეგისტრაციო სისტემიდან გამომდინარე იმავდროულად რეგისტრირდება TNET-ის დანარჩენ პლატფორმებზეც: livo.ge; tkt.ge; vendoo.ge; swoop.ge; mymarket.ge; myauto.ge; myparts.ge; myhome.ge; myshop.ge; myads.ge; mysports.ge; myjobs.ge; auction.myauto.ge; Super App TNET. თითოეული TNET-ის პლატფორმა განსაკუთრებულია თავისი სერვისებითა და მრავალფეროვნებით.
2. TNET-ის პლატფორმების გამოყენებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს/დაჯავშნოს/იქირაოს/შეუკვეთოს მისთვის სასურველი პროდუქტი წინამდებარე წესების და პირობების მიხედვით.

18. TNET პლატფორმებზე პროდუქტის შეძენის სახეები

პლატფორმებზე გამოიყენება 2 (ორი) სახის ვაჭრობის/შეძენის მეთოდი:
1. ონლაინ ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენ კომპანიის სერვისების (ონლაინ გადახდა, საკურიერო და სხვა მომსახურებები) გამოყენებით შეიძენთ სასურველ პროდუქტს.
2. ოფლაინ ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენსა და გამყიდველს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად. TNET ასეთ შემთხვევაში არის შუამავალი პლატფორმა თქვენსა და გამყიდველს შორის. ოფლაინ ვაჭრობას დაქვემდებარებული პროდუქტების განცხადებების არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად ახდენთ გამყიდველთან კომუნიკაციის დამყარებას და მიწოდების/ანაზღაურების/დაბრუნების/საგარანტიო პირობებზე შეთანხმებას. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სახის პრეტენზიით, რაც შეიძლება წარმოგეშვათ ოფლაინ სახით ვაჭრობის/შეძენის დროს (პროდუქტის ჩაუბარებლობა ან დაგვიანებით/ხარვეზებით ჩაბარება, დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის თქმა, საგარანტიო პირობების შეუსრულებლობა, თანხის არ დაბრუნება) უნდა მიმართოთ მხოლოდ გამყიდველს. ამასთანავე TNET ვერ ჩაერევა თქვენსა და გამყიდველს შორის ურთიერთობაში.

19. ავტორიზაცია

ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

20. ნავიგაცია

ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის, პროდუქტის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

21. პროდუქტის ღირებულების გადახდა

მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი პროფილიდან/მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის მეთოდიდან/ბარათიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების/პროდუქტის საფასურის ჩამოჭრა. ამასთანავე, ონლაინ სისტემებით პროდუქტის ანაზღაურების დროს, პროდუქტის საფასურს კომპანია გადაამისამართებს გამყიდველთან.

22. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის ურთიერთობა

სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე (თუ TNET თავად არ არის გამყიდველი), დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი პასუხისმგებელია პროდუქტის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, პროდუქტის/პროდუქტის მიწოდებაზე და დაბრუნებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პრეტენზიის დასაფიქსირებლად, რაც შეიძლება წარმოგეშვათ პროდუქტთან დაკავშირებით მიმართეთ პირადად გამყიდველს.

23. პროდუქტის/პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნების წესი

მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეძენილი პროდუქტის მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.
ჩვენ, გარკვეულ პლატფორმებზე შესაძლოა შემოგთავაზოთ დაბრუნების ფორმა და დაბრუნების მართვის სერვისი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაფიქსირებული პრეტენზია ვაცნობოთ გამყიდველს, ხოლო გამყიდველის პასუხი პრეტენზიაზე გაცნობოთ თქვენ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. კომპანიის პლატფორმაზე დაბრუნების ფორმის შევსება შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული პირი გამყიდველი პირების სარეალიზაციო პროდუქტებზე. ფიზიკური პირი არამოვაჭრე პირების მიერ განთავსებული განცხადებების ან იურიდიული პირების მიერ განთავსებული პროდუქტის შემთხვევაში, პროდუქტის/თანხის დაბრუნებაზე/შეცვლაზე/გამოსწორებაზე უნდა შეუთანხმდეთ თავად გამყიდველს.

24. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.
კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ სერვისზე /პროდუქციაზე, რომლის რეალიზაციასაც ახდენს თვითონ.

25. ტრანსპორტირების საფასური

კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული პრდუქტის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით, როცა პლატფორმაზე, პროდუქტის შესაბამის გვერდზე მითითებულია საკურიერო სერვისი და მიტანის პირობები. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად, მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი. თუ პროდუქტის მოცულობითი წონა აღემატება პროდუქტის რეალურ წონას, ამ შემთხვევაში მიწოდების ტარიფის დაანგარიშება რეალური წონის მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ TNET პლატფორმებზე შესაძლოა შეგხვდეთ ისეთი პროდუქტები, რომლის მომხმარებლისთვის ტრანსპორტირებას ახდენს თავად გამყიდველი ან მესამე მხარე საკურიერო კომპანიის სახით.
საკურიერო საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმებამდე.

26. TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო და ზოგად წესებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალური წესების დაცვა?

პირველ და მეორე თავებში მოცემული ზოგად წესებთან და TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო წესებთან ერთად მოქმედებს მე-3 თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალური პირობები, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

27. TNET-ის მიერ შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესი

კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავში განსაზღვრული საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.

28. პროდუქტის ღირებულების ცვლილების პირობა

გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმაში, პროდუქტის გვერდზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება TNET-ის მიერ ცალმხრივად.

29. შეკვეთამდე მარაგების გადამოწმება

გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, პროდუქტის შეძენამდე დაგვიკავშირდით კომუნიკაციის თავში (ზოგადი პირობების მე-15 მუხლი) განსაზღვრული პლატფორმის ქოლ-ცენტრის ნომერზე, ჩვენ გადავამოწმებთ გამყიდველთან თქვენი სასურველი პროდუქტის მარაგში არსებობის ფაქტს ან დაუკავშირდით გამყიდველს პროდუქტთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად.

30. შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:

1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებს პლატფორმაზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
      • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
      • მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
4. მომხმარებლის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე პირადად.
5. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავის 30.5. ან 30.7 პუნქტების საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
7. გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება TNET-ის მიერ ცალმხრივად.

(3) TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალური წესები

31. TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალურ წესებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო წესების დაცვა

წინამდებარე მესამე თავში მოცემული TNET პლატფორმებზე მომხმარებლის სპეციალურ წესებთან ერთად მოქმედებს პირველ თავში განსაზღვრული ზოგადი წესები და მე-2 თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმებზე მომხმარებლის საერთო პირობები, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

32. LIVO.GE-ს მომხმარებლის სპეციალური წესები და სერვისები

32.1. უძრავი ქონების შესახებ განცხადების პლატფორმაზე განთავსება
1. მხარეები აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ თავად კომპანია არ სთავაზობს უძრავ ქონებას კლიენტს და არ ქირაობს განმცხადებელს კონკრეტული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით;
2. განმცხადებელი უძრავ ქონებაზე ინფორმაციას და მისი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას პლატფორმაზე ათავსებს შესაბამის საინფორმაციო ველებში შეყვანით.
3. ავტორიზაციისას მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
4. კლიენტს მთავარი მენიუდან შეუძლია შეარჩიოს უძრავი ქონებისა და გარიგების ტიპი, ტერიტორია, ფასი და სხვა, რის შემდეგად პლატფორმაზე შერჩეული ფილტრების შესაბამისად შეარჩევს კლიენტისთვის სასურველ პროდუქტებს.
32.2. შეფასების მომსახურება
1. მომხმარებელი (შემდგომში „დამკვეთი“) უფლებამოსილია, პლატფორმის მეშვეობით კომპანიას დაუკვეთოს შეფასების მომსახურება. შეფასების მომსახურების დაკვეთის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოთხოვნა დააფიქსიროს განაცხადის პლატფორმაზე შევსების ან მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან სატელეფონო/ჩატით მიმართვის გზით.
2. შეფასების მომსახურების თაობაზე განაცხადის შევსებისას დამკვეთი დამატებით უთითებს შეფასების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას; ასეთი ინფორმაცია მოიცავს უძრავი ქონების საკადასტრო კოდს, დამკვეთის პირად ინფორმაციას (მათ შორის პირად ნომერს) და შესაძლოა დამატებით მოიცავდეს მესამე პირთა პირად ინფორმაციას, თუ დამკვეთი არ არის შეფასებას დაქვემდებარებული უძრავი ქონების მესაკუთრე/ერთადერთი მესაკუთრე.
3. შეკვეთის გაფორმებით დამკვეთი ადასტურებს რომ:
      მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა მესამე პირის (უძრავი ქონების მესაკუთრის ან ქონებაზე უფლებამოსილი სხვა პირის) პირადი ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით და აცნობიერებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამკვეთს.
      უძრავი ქონების (შენობა/მიწა და სხვ.) მესაკუთრისგან ან ქონებაზე უფლებამოსილი სხვა პირისგან მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა უძრავი ქონების მესამე პირებისთვის, მათ შორის TNET-ის წარმომადგენლებისთვის ჩვენებაზე და ქონების TNET-ის მიერ შეფასებაზე. ამასთანავე, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამკვეთს.
4. დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს უძრავი ქონების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.
5. განაცხადის შევსებისას დამკვეთი ირჩევს შესაფასებელი უძრავი ქონების ტიპს. დამკვეთი აცნობიერებს, რომ შეფასების ღირებულება დამოკიდებულია შესაფასებელი ქონების ტიპზე და იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ შესაფასებელი ქონების ტიპი ფაქტობრივად არ ემთხვევა დამკვეთის მიერ განაცხადში განსაზღვრულ ტიპს, დამკვეთი მზადაა კომპანიას აუნაზღაუროს დამატებითი ღირებულება.
6. შეფასების ანგარიშის შესრულების ღირებულება და ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეფასების მომსახურების შესახებ.
7. შეფასების ანგარიშის დამკვეთისათვის გადაგზავნის ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც კომპანიასა და დამკვეთს შორის შედგება ჯეროვანი კომუნიკაცია.
8. შეფასების სერვისის გაუქმება მომხმარებლის მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ TNET-ის მხრიდან არ დაწყებულა მომსახურების გაწევა (ინსპექტირება). შეფასების სერვისის გაუქმებისთვის მიმართეთ TNET-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.
32.3. VIP განცხადების სერვისი
1. მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს მიანიჭოს მას VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
2. სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან.
3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
4. პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.
5. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
32.4. რეკლამის სერვისი Facebook-ზე
1. მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს განათავსოს კომპანიის Facebook გვერდზე მისი განაცხადის რეკლამა, რათა გაზარდოს მნახველთა რაოდენობა და ინტერესი. უძრავი ქონების ლოკაციიდან, ფასიდან და მდგომაორებიდან გამომდინარე, კომპანია უზრუნველყოფს განცხადების რეკლამირებას Facebook-ის მომხმარებელთა შესაბამის სეგმენტზე.
2. სასურველი პაკეტის შერჩევა შესაძლებელია პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან.
3. პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს შეძენის დღის ბოლომდე.
4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
32.5. 3D გადაღების სერვისი
1. მომხმარებელს საშუალება აქვს, პლატფორმაზე სერვისების განყოფილებიდან შეუკვეთოს უძრავი ქონების 3D გადაღების სერვისი; სერვისი მოიცავს მაღალი ხარისხის 3D ვიდეოს და 4K ხარისხის ფოტოების გადაღებას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მთლიანი სივრცის რეალისტურ ფორმატში წარმოჩენა.
2. 3D გადაღების სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
3. სერვისის ღირებულება მოიცავს გადაღებული 3D ტურის მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებაში 1 (ერთი) თვის ვადით განთავსებას.
4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
32.6. ფოტოგრაფის მომსახურება
1. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს ფოტოგრაფის მომსახურება პლატფორმაზე სერვისების განყოფილებაში შესაბამისი პაკეტის არჩევით.
2. სერვისის შეძენის შემდგომ, მომხმარებელს კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება და ათანხმებს გადაღების სასურველ დროს.
3. მაღალი ხარისხის დამუშავებული ფოტოები პლატფორმაზე განთავსდება ფოტოგრაფის ვიზიტიდან 24 ან 72 საათში, შეძენილი პაკეტის პირობების შესაბამისად.
4. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
32.7. ქონების შემოწმება
1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების შემოწმების მომსახურებას, რაც მოიცავს: უძრავი ქონების ამონაწერის განახლებას, მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონსულტაციის გაწევას, აგრეთვე ქონების შემოწმების შედეგების ამსახველი დასკვნის მომზადებას.
2. დასკვნა მომხმარებელს ეგზავნება ელექტორნული ფოსტის მისამართზე, არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.’
3. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.
32.8. უძრავი ქონების აზომვა
უძრავი ქონების ზუსტი კვადრატულობის განსასაზღვრად და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარსადგენად ან/და პირადი მოხმარებისთვის, მომხმარებელს საშუალება აქვს, შეუკვეთოს უძრავი ქონების აზომვის სერვისი.
32.9. საჯარო რეესტრში
აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის, უძრავი ქონების ცვლილების, იპოთეკით დატვირთვა/მოხსნის, სამეწარმეო რეესტრის სერვისების და ინდ. მეწარმის რეგისტრაციის სერვისის მიღება შესაძლებელია კომპანიის სერტიფიცირებული წარმომადგენლის ადგილზე ვიზიტით ან/და პლატფორმაზე მითითებულ ფილიალებში ვიზიტით.
გაითვალისწინეთ, რომ სასურველი პაკეტის არჩევის შემდეგ მომსახურება არ ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად თქვენ არ დაგიბრუნდებათ სერვისში გადახდილი თანხა.

33. TKT.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)

33.1. ფასდაკლების პრომოკოდი
1. ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე (გარდა მატარებლის სერვისებზე/ბილეთებზე) რამდენიმე ან ერთი ბილეთის შეძენისას.
2. პრომოკოდის ვადა განისაზღვრება კომპანიის მიერ წინასწარ, მომხმარებლის მიერ მისი შეძენის დროს.
3. პრომოკოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის/ორგანიზატორის მიერ ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში. პრომოკოდით შეძენილი ბილეთის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.
33.2. ღონისძიების გაუქმების/გადადების/ცვლილების პირობები
1. TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ კომპანიას, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ახდენს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას. შესაბამისად, TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიმართ. მიუხედავად ამისა, TKT.GE შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთების თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით. დაბრუნება/გაუქმების დამატებითი პირობები იხილეთ დაბრუნების პოლიტიკაში.
3. ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TKT.GE უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით TKT.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე ან უბრალოდ ინფორმაციის სახით განთავსდეს კომპანიის პლატფორმაზე www.tkt.ge ან სოციალურ არხებში.
4. TKT.GE არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის, რომელიც არ იღებს მონაწილეობას და არ არის ჩართული მის მიერ გასაყიდი ღონისძიებების საორგანიზაციო საქმიანობაში. ასევე არ იძლევა გარანტიას ბილეთების გაყიდვა/არ გაყიდვასთან ან/და ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
5. საიტზე ღონისძებების განთავსება ხდება ორგანიზატორის სურვილისამებრ და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:
      - გასაყიდი ბილეთების რაოდენობა;
      - მაქსიმალური ბილეთების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;
      - ასაკობრივი შეზღუდვა;
      - ბილეთის დაზღვევით შეძენა;
      - გასაყიდი ბილეთების ფასი;
      - აბონემენტების ფასი;
      - ფასდაკლებების პრომოკოდები და სხვა.
!გაითვალისწინეთ, რომ ვერიფიცირებული ღონისძიების შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებამოსილია არ დაუშვას ღონისძიებაზე ბილეთის მფლობელი პირი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ორგანიზატორის მიერ დაწესებულ ვერიფიცირების/ღონისძიების წესების პირობებს.
33.3. მასალების გამოყენების პირობები
1. TKT.GE-ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება TKT.GE-ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
33.4. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
1. TKT.GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს TKT.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან ბილეთებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება მხოლოდ ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუმეტეს 1 დღისა.
2. TKT.GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საიდენტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
33.5. კომუნიკაცია
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს +995322195577, TKT.GE-ს ელექტრონული ფოსტაზე Support@Tkt.ge ან კომპანიას ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (11:00-19:00).

34. VENDOO.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)

34.1. პროდუქტის შერჩევა და შეკვეთის განთავსება
1. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
3. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
5. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს პლატფორმაზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6. მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
7. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.
8. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
9. მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმის საშუალებით არჩეული პროდუქტი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქტზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
10. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
34.2. პროდუქტის/შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:
1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
      • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
      • მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
4. მომხმარებელი უფლებამოსილია შეკვეთა გააუქმოს შემდეგ შემთხვევებში:
      • შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია შეკვეთის (იმავე) დღე.
      • შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია 1 ან მეტი სამუშაო დღე.
5. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
6. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავის მე-5 ან/და მე-7 პუნქტების საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
7. გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ავტომატურად.
8. გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, პროდუქტის შეძენამდე დაგვიკავშირდით ქოლ-ცენტრის მეშვეობით პროდუქტთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად.
9. მომხმარებლისთვის პროდუქტის ჩაბარება ხდებს პლატფორმაზე პროდუქტის გვერდზე ან პროდუქტის შესყიდვამდე მითითებული პირობების შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამყიდველი თავად ახდენს თქვენთვის პროდუქტის ტრანსპორტირებას, შესაბამისად გამყიდველი თავად ადგენს როგორც ნივთის ჩაბარების, ასევე ნივთის დაბრუნების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, TNET არ არის პასუხისმგებელი მესამე პირი განყიდველის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და დამდგარ შედეგებზე.
34.3. საგარანტიო პირობები
1. მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად გამყიდველის პრეროგატივას და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.
2. საგარანტიო პირობების არსებობისას, მომხმარებელის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ გამყიდველს კომპანიისგან დამოუკიდებლად.
3. საგარანტიო პირობები მითითებულია პროდუქტის ინდივიდუალურ გვერდზე. ამასთანავე პროდუქციაზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული საგარანტიო პირობები.

35. SWOOP.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები)

35.1. შეთავაზებების სახეები და მათი მიღების წესი
1. Swoop.ge-ს პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს ფასდაკლებით გამყიდველის პროდუქტზე/მომსახურებაზე ვაუჩერის შეძენის ან შეთავაზების სრულად შეძენის გზით.
2. თითოეული შეთავაზება მოქმედებს პლატფორმაზე შეთავაზების აღწერაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უქმდება შეთავაზებაში მითითებული მომსახურების/პროდუქტის პირობები/ბენეფიტები. თუ თქვენ მითითებულ ვადაში არ გამოიყენებთ ვაუჩერს, თქვენ ვეღარ შეძლებთ შეთავაზებაში მითითებული პირობებით გამყიდველის მომსახურების/პროდუქტის შეთავაზების პირობებით მიღებას.
3. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი პლატფორმის გადახდის სისტემებით იხდის მხოლოდ ვაუჩერის საფასურს, ხოლო მომსახურების საფასურს შესაბამის გამყიდველთან. მომხმარებელს ვაუჩერის შეძენის შემდეგ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით რეგისტრირებულ ნომერზე და ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ეგზავნება უნიკალური ვაუჩერის კოდი რომლის გამყიდველის ობიექტში წარდგენისას მიიღებს შეთავაზებაში მითითებულ ფასდაკლებას და გამყიდველთან გადაიხდის მომსახურების/პროდუქტის დარჩენილ საფასურს.
4. შეთავაზების სრულად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იხდის ვაუჩერის საფასურს და გამყიდველის მომსახურების/პროდუქტის საფასურს ერთად, საიდანაც კომპანია თავად უზრუნველყოფს მომსახურების/პროდუქტის ღირებულების გადამისამართებას გამყიდველთან.
5. შეთავაზების შეძენამდე აუცილებელია მომხმარებელმა გამყიდველთან გადაამოწმოს მომსახურების/პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის შესაძლებლობა ან წინასწარ ჩაეწეროს გამყიდველთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მომხმარებლის სასურველი შეთავაზების განხორციელების შესაძლებლობა არ ქონდეს გამყიდველს და მომხმარებლის ინტერესები დაზიანდეს.
6. ვაუჩერი ვერ იქნება გამოყენებული სხვა ფასდაკლებებსა, ვაუჩერებსა ან რაიმე სახის სარეკლამო აქციებით ან ერთობლიობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვაუჩერზე სხვაგვარადაა მითითებული.
7. არც “Swoop/TNET”, არც გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული ვაუჩერისათვის ან ვაუჩერის საცნობარო ნომრებისათვის. 8. ვაუჩერის დუბლიკატის გამოყენება, გაყიდვა ან ამდუბლიკატით ვაჭრობა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
35.2. მარკეტინგული აქტივობების პირობები
1. რეკლამირება
პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ მომხმარებელს სპეციალური სარეკლამო აქციები, კონკურსები ან/და სხვა რაიმე სახის წამახალისებელი აქციები. შესაბამისი წესები განთავსდება პლატფორმაზე თითოეულ მსგავს აქციასთან ახლოს ან თავად რეკლამის აღწერილობაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვმარტოთ ეს წესები ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, მომხმარებელი კი აქვე ეთანხმება ამ წესების ჩვენ მიერ წარმოდგენილ განმარტებას.
2. მარკეტინგული შეთავაზებები
1. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ მომხმარებელს მარკეტინგული შეთავაზებები, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან შეთავაზებებზე დამატებით აქციებს/ფასდაკლებებს.
2. მარკეტინგული შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული ვადით და შესაძლოა გაუქმდეს ან შეიცვალოს ნებისმიერ დროს. კომპანია უფლებამოსილია ნებიმიერ დროს შეცვალოს მარკეტინგული შეთავაზებების პირობები.
3. მარკეტინგული შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის მიერ განსაზღვრული მარკეტინგული აქტივობის წესები. ნებიმიერი დარღვევის ან საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის მიერ მარკეტინგული აქტივობის პერიოდში განხორციელებული ოპერაციები (შეკვეთა/შეთავაზების შეძენა/ბენეფიტები და სხვ.).
4. მარკეტინგული აქტივობის დროს შეძენილ შეთავაზებებზე მოქმედებს 35-ე თავით განსაზღვრული შეთავაზების პირობები.

36. MYMARKET.GE (მომხმარებლის სპეციალური წესები):

36.1. შეკვეთის განთავსება
1. ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელი ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში და „შეძენის“ ღილაკის მონიშვნით იძენს ნივთს. ფიზიკური პირის პროდუქტის ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი შეიძინოს სწრაფი ყიდვის ან განვადების სერვისის/ღილაკების საშუალებით.
2. ონლაინ ვაჭრობის დროს პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
3. ოფლაინ ვაჭრობის შემთხვევაში შეკვეთის დასაფიქსირებლად ან/და პროდუქტის შესაძენად მომხმარებელი მიმართავს თავად გამყიდველს.
4. ფიზიკური პირის პროდუქტის ონლაინ ვაჭრობის/შეძენის დროს გამყიდველს შესაძლებლობა აქვს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა ნებისმიერი მიზეზით. ასეთ დროს, TNET მომხმარებელს აცნობებს გამყიდველის გადაწყვეტილებას. შეკვეთის გამყიდველის მხრიდან გაუქმების შემდეგ მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ სწრაფი ყიდვის საშუალებით გადახდილი თანხა, ხოლო განვადების შემთხვევაში გაუქმდება განვადება. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თავად გამყიდველს. TNET არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
36.2. ონლაინ შეკვეთის ჩაბარების, დაბრუნების და გაუქმების წესი
1. მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
2. თუ გამყიდველი ფიზიკური პირია მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა მის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს ან დააბრუნოს ჩაბარებული პროდუქტი კურიერის მომხმარებლის ადგილსამყოფელზე ყოფნის პერიოდში.
3. თუ მომხმარებელმა პლატფორმაზე პროდუქტი შეიძინა ფიზიკური პირისგან, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქტის ჩაბარების მომენტში კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს პროდუქტი და პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს ხარვეზის არსებობის ფაქტი. მომხმარებლის მიერ კურიერის თანდასწრებით პროდუქტის დაბრუნების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაკლიანი პროდუქტის წამოღებასა და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის უკან ჩარიცხვას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. თუ, მომხმარებელი ნებისმიერი მიზეზით კურიერის თანდასწრებით არ მოახდენს პროდუქტის შემოწმებას, ითვლება, რომ კომპანიამ მომხმარებელს პროდუქტი ჩააბარა უნაკლო მდგომარეობაში. პროდუქტის ჩაბარების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი, შესაბამისად მომხმარებელმა პრეტენზიით უნდა მიმართოს მხოლოდ გამყიდველს.
4. თუ პროდუქტის ონლაინ შეძენას ახდენთ ფიზიკური პირი გამყიდველისგან, კურიერის მომხმარებლის ადგილზე დალოდების პერიოდი შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.
5. პროდუქტის მიწოდებისას მომხმარებელთან წინასწარ თანხმდება მიწოდების ადგილი და დრო.
36.3. ონლაინ შეკვეთაზე პრეტენზიის დაფიქსირების წესი
1. მომხმარებელმა პლატფორმაზე პროდუქტის შეძენის შემდეგ წარმოშობილ ნებისმიერ პრეტენზიაზე მიმართავს მხოლოდ გამყიდველს. ონლაინ ვაჭრობის ფარგლებში პრეტენზიის დაფიქსირება შეგიძლიათ TNET მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის საშუალებით, ჩატში ან მეილზე მოწერით. ოფლაინ ვაჭრობის ფარგლებში და ფიზიკური პირი გამყიდველის პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზიაზე მიმართეთ თავად გამყიდველს პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
2. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
36.4. სერვისი TRADE IN
მომხმარებელს პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს განცხადების საფუძველზე მოახდინოს თავის საკუთრებაში არსებული მეორადი პროდუქტის სარეალიზაციოდ ჩაბარება. განცხადების დადასტურების შემთხვევაში მოხდება მომხმარებლისგან პროდუქტის ტრანსპორტირება, პროდუქტის შეფასება და შემდეგ პროდუქტის ღირებულების მომხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხვა.
36.5. TRADE IN სერვისის წესები:
1. მომხმარებელი Trade In -ფუნქციის არჩევის შემთხვევაში ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ჩასაბარებელი პროდუქტის რეალური აღწერილობა, საფასური და მასალა.
2. ჩასაბარებელი ტექნიკის ტრანსპორტირების საფასურს მომხმარებელი იხდის განაცხადის შევსებისთანავე, ტრანსპორტირების თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3. მომხმარებლის მიერ შეფასებული ჩასაბარებელი პროდუქტის საბოლოო ღირებულების დათვლა ხდება პროდუქტის ადგილზე ტექნიკური დათვალიერების შემდგომ.
4. პროდუქტის ღირებულების კორექტირების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია პროდუქტის ახალ ღირებულებაზე. თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ ფასს, რეალიზაცია ჩაითვლება წარმატებულად და მას თანხა აუნაზღაურდება 36.4.5 პუნქტისა და ანაზღაურების თავის შესაბამისად. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ახალ ფასს - ჩაბარებული პროდუქტი დაუბრუნდება 3-4 სამუშაო დღის ვადაში.
5. მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურების ვადა განისაზღვრება პროდუქტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღით.
6. ტრანსპორტირების ვადა თბილისში განისაზღვრება 2 სამუშაო დღით, ხოლო რეგიონებში 4-5 სამუშაო დღით;
36.6. სერვისი/ფუნქციონალი
„გამყიდველთან შეხვედრა“ “გამყიდველთან შეხვედრა” ფუნქციონალი განკუთვნილია სპეციალურ განცხადებების ფარგლებში, სადაც თქვენ აღნიშნული ფუნქციონალის არჩევის შემთხვევაში შეგეძლებათ თავად წამოიღოთ თქვენი შეკვეთა გამყიდველისგან ქვემოთ მითითებული წესების დაცვით.
“გამყიდველთან შეხვედრა” ფუნქციონალის მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება შემდეგ პირობებს:
1. თუ სარეალიზაციო პროდუქტზე მომხმარებელს დაუმტკიცდება განვადება, მყიდველი თავად უზრუნველყოფს გამყიდველთან კომუნიკაციას რეალიზებული პროდუქტის მისაღებად.
2. შესყიდული პროდუქტის მიღების დასტურად, მომხმარებელი ვალდებულია გამყიდველს გადასცეს შეკვეთის განთავსების დროს მიღებული ერთჯერადი კოდი.
3. გამყიდველთან წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავის გადასაწყვეტად მომხმარებელი მიმართავს თავად გამყიდველს და არა კომპანიას.
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას ერთჯერადი კოდის უსაფრთხოება და არ გადასცეს იგი გამყიდველს შეძენილი პროდუქტის ჩაბარებამდე.
5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელსა და გამყიდველს შორის წარმოშობილ დავაზე და ამ დავით გამოწვეულ შედეგებზე.
6. მომხმარებლის მიერ გამყიდველისთვის კოდის გადაცემით/გადაუცემლობით წარმოშობილ შედეგებზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.

37. MYPARTS.GE (ონლაინ შესყიდვა) სპეციალური პირობები:

37.1. შეკვეთა, ანაზღაურება, ტრანსპორტირება, დაბრუნება
1. მყიდველი, MYPARTS.GE-ს მეშვეობით ახდენს მისთვის სასურველ პროდუქტის შერჩევასა და შეძენას. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პლატფორმაზე არსებული ტექნიკური საშუალებებით.
2. პლატფორმაზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტი/ნაწილები შესაძლოა იყოს ახალი ან მეორადი, ორიგინალი ან შემცვლელი. მომხმარებელი მისთვის სასურველი პროდუქტის/ნაწილის შერჩევითა და შეკვეთის განთავსებით ადასტურებს პროდუქტის/ნაწილის განცხადებაში მითითებულ მდგომარეობაში ონლაინ ყიდვის სურვილს.
3. პროდუქტის შეძენის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის მყიდველისათვის მიწოდებას. მომხმარებლისთვის პროდუქტის მისატანად კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს საკურიერო, საფოსტო, სატრანსპორტო ან სხვა მსგავსი სერვისები.
4. პროდუქტის მიწოდება ქ. თბილისის მასშტაბით (ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები) ხორციელდება არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მასშტაბით (რეგიონებში) - არაუგვიანეს კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
5. პროდუქციის მიწოდების საკურიერო მომსახურეობის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე, შეკვეთის დაფიქსირებამდე.
6. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობებითა და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკით.
37.2. ავტონაწილის მოთხოვნა
1. ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს Myparts.ge-ზე „ავტონაწილის მოთხოვნის“/“ნაწილის მოთხოვნის“ სერვისით, რაც გულისხმობს მის უფლებას Mypart.ge-ზე განათავსოს თავისთვის სასურველი ავტო ნაწილის მოთხოვნის განცხადება.
2. “ნაწილის მოთხოვნის“ დროს მომხმარებელი ავსებს განცხადების განთავსებისთვის სავალდებულო ინფორმაციას, და ეთანხმება წესებს მესამე პირის მიერ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავების შესახებ. მომხმარებლის მიერ შევსებული „ნაწილის მოთხოვნა“ განცხადების სახით საჯაროდ განთავსება Myparts.ge-ზე, “მოთხოვნილი ნაწილების” შესაბამის განყოფილებაში, რომელიც ასევე აისახება მომხმარებლის პროფილში, “მოთხოვნილი ნაწილების” ისტორიაში.
3. ნაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელმა ასევე უნდა მიუთითოს ნაწილის მოთხოვნის დრო და ავტომობილის VIN კოდი.
4. შეთავაზების შინაარსში მომხმარებელს შესაძლებელია დამატებით ეცნობოს პროდუქტის დაბრუნების სპეციალური პირობების თაობაზე.
37.3. ნაწილის Online/ონლაინ შეძენა
„შეთავაზების“ გვერდიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Online/ონლაინ შეიძინოს გამყიდველის მიერ მისთვის „შეთავაზებული ნაწილი“. ნაწილის ონლაინ შესაძენად მომხმარებელი შესაბამის ველში უთითებს პირად და საკონტაქტო ინფორმაციას, ირჩევს თავისთვის სასურველ გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდს და ბანკის გადახდის გვერდზე ბარათის ინფორმაციის შევსებასა და დადასტურებას. წარმატებული გადახდის შემდგომ, შეძენილი პროდუქტი/ნაწილი აისახება მომხმარებლის პროფილში შეძენილი ავტონაწილების გვერდზე.

38. MYHOME.GE -ს სპეციალური პირობები:

38.1. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები 
1. ანაზღაურების და შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 55-ე თავის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და 57-ე თავის (ფასიანი სერვისების საფასურის) და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად.
2. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.

 

38.2. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები 
1. პლატფორმაზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
2. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

39. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:

1. ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და 55-ე თავის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და 57-ე თავის (ფასიანი სერვისების საფასურის) შესაბამისად.

40. ელექტრონული აუქციონი (AUCTION.MYAUTO.GE)

40.1. ელექტრონული აუქციონის მოწყობის წესი
1. პლატფორმაზე განცხადების განთავსების გზით ონლაინ გამყიდველი უფლებამოსილია გაასხვისოს ან/ და შეიძინოს ქონება ელექტრონული აუქციონის, ასევე აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისა და სურვილის შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების მეშვეობით (აუქციონის მოწყობა).
2. ელექტრონული აუქციონით ვაჭრობის განხორციელებისთვის:
      ა. გამყიდველი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია პლატფორმაზე წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
      ბ. პროდუქტი უნდა იყოს გამყიდველის საკუთრებაში, ან გამყიდველს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება. გამყიდველმა თავად უნდა ამტკიცოს პროდუქტის საკუთრების ან/და მისი განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა.
      გ. გამყიდველმა განცხადების განთავსების ეტაპზე უნდა მონიშნოს ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ფუნქცია.
      დ. გამყიდველს ეკრძალება ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახით ფასების ხელოვნურად გაზრდა.
3. გამყიდველი თავად ახორციელებს განსაკარგი ქონების თაობაზე ინფორმაციის პლატფორმაზე განთავსებას განაცხადის ფორმის შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. განაცხადის ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ განთავსდება.
4. განაცხადის ფორმის შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, გამყიდველი პლატფორმაზე განათავსებს საქონლის/პროდუქტის ფოტოსურათებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში, არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამოსახულებას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას, პოლიტიკურ, თუ რელიგიურ მოწოდებებს. ფოტოსურათები არ უნდა იყოს გრაფიკულად ან/და სხვა ფორმით ისე დამუშავებული, რომ მომხმარებელს უქმნიდეს არასწორ წარმოდგენას პროდუქტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამყიდველის მიერ ატვირთული/განთავსებული მასალით/მონაცემებით არ უნდა დაირღვეს მესამე პირების საავტორო უფლებები.
5. ურთიერთობა გამყიდველსა და აუქციონში გამარჯვებულ/აუქციონში მონაწილე მომხმარებელს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე.
6. ქონების გასხვისება ან/და შეძენა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონი შესაძლოა განხორციელდეს „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვის“, „სუფთა/უპირობო გაყიდვის“ ან „იყიდე ახლავე“ პირობით:
      ა. „რეზერვით/მინიმალური ბიდით გაყიდვა“ გულისხმობს გამყიდველის მიერ მინიმალური სარეზერვო თანხის დაწესებას აუქციონის გზით ქონების გასხვისების შემთხვევაში. თუ გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში საბოლოო შეთავაზებული ფასი არ გადააჭარბებს სარეზერვო ფასს, გამყიდველი იტოვებს უფლებას, არ მოახდინოს ქონების გასხვისება.
      ბ. „სუფთა/უპირობო გაყიდვა“ გულისხმობს პირობას, როდესაც სარეზერვო ფასი არ არის გათვალისწინებული სარეალიზაციო პირობად და ქონების გასხვისება მოხდება ბოლო ბიდის/შემოთავაზების ფარგლებში წარდგენილი ფასით.
      გ.  გამყიდველი განაცხადის რეგისტრაციის დროს თავად ადგენს ე.წ. "Buy It Now"-ს("იყიდე ახლავე") მეშვეობით ქონების სარეალიზაციო ღირებულებას, რომლის მინიმალური ოდენობაც შეადგენს შეთავაზებულ საწყის ფასს დამატებული საწყისი ფასის 10% (ათი). მაგ. თუ ბიდინგით მიღწეული ფასი შეადგენს Buy It Now" ("იყიდე ახლავე")-ს დადგენილი ფასის 90%-ს ან მეტს, ამ შემთხვევაში აუქციონი გადადის მხოლოდ ბიდინგის რეჟიმში. რაც ნიშნავს, რომ "Buy It Now" („იყიდე ახლავე“) ფუნქციონალი ითიშება და უქმდება მისი საშუალებით პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა.
      დ. ქონების გასხვისებაზე განცხადების განთავსების შემდგომ დაუშვებელია აღნიშნული განცხადების გაუქმება/შეცვლა, თუ მოცემულ სარეალიზაციო ქონებაზე უკვე დაწყებულია ელექტრონული აუქციონი და თუნდაც ერთი მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს მოცემულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ფაქტს. მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, გამყიდველს დააკისროს ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დანარჩენ შემთხვევაში ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ერთი ათასი ლარი). გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტის არაერთჯერადად დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან დროებით შეაჩეროს გამყიდველის (მომხმარებლის) კომპანიის პლატფორმაზე არსებული პირადი ანგარიში (პროფილი) ან/და მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
40.2. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
1. გამყიდველი კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს 57-ე თავით (ფასიანი სერვისების საფასურის) შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის (მყიდველის) ანგარიშიდან.
40.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პლატფორმის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. საგარანტიო თანხა/ბე ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კონკრეტულ ლოტზე საგნის აღწერაში მითითებულ რეკვიზიტებზე. საგარანტიო თანხა/ბე წარმოადგენს კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ ოდენობას, რომელიც დგინდება თითოეულ პროდუქტზე ინდივიდუალურად.
3. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. პრეტენდენტისთვის დაფარულია დანარჩენ პრეტენდენტთა ვინაობა.
4. კონკრეტული განაცხადის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის შეთავაზება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით. მომხმარებლის მიერ ფასის შეთავაზება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ქონების მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის შეთავაზება შესაძლებელია შესაბამისი ბიდის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის შეთავაზება“ ზრდის ქონების სარეალიზაციო ფასს.
5. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სადეპოზიტო თანხის წინასწარ გადახდის შემდეგ, შეიძინოს ქონება დაუყონებლივ "იყიდე ახლავე"-ს (ე.წ. "Buy It Now") დადგენილ ფასად და შესაბამისად არ დაელოდოს აუქციონის დასრულებას.
6. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის შეთავაზებას.“ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის შეთავაზება“ მოხდა ელექტრონული აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 3 (სამი) წუთის განმავლობაში, ელექტრონული აუქციონის ვადა ხანგრძლივდება მომდევნო 3 (სამი) წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
7. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ პლატფორმა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და სხვა მონაცემების მითითებით).
8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას გამყიდველთან აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულებას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მომხმარებელი ჩარიცხავს კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე, კომპანიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. კომპანიის რეკვიზიტები მიეთითება ყოველ ლოტზე, ელექტრონული აუქციონის წესების აღწერის ნაწილში. ანგარიშსწორების ვადის შეცვლა დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, ამასთანავე მომხმარებლის მიერ აუქციონისთვის წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე არ ექვემდებარება მომხმარებლისთვის დაბრუნებას და აღნიშნული თანხა რჩება კომპანიას.
9. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მომხმარებელს საგარანტიო თანხა/ბე უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
10. თანხის ჩარიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის შედეგის შესაბამისად რეალიზებული ქონების ღირებულების გადარიცხვას გამყიდველისთვის კუთვნილი მომსახურეობის საზღაურის გამოკლებით, რომელიც განისაზღვრება დანართით ან/და გამყიდველთან დადებული შეთანხმებით.
11. აუქციონის შედეგების შესაბამისად მყიდველსა (აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტსა) და გამყიდველს შორის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის და არა მხოლოდ გასხვისებული ქონების გაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მხოლოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის, კომპანიის მხრიდან რაიმე სახით დამატებითი მონაწილეობის გარეშე. კომპანიას არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა აუქციონის შედეგების შესაბამისად გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორების ფორმებს, ქონების გადაცემისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
12. გარდა ამ თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა, ელექტრონული აუქციონის გამყიდველი, პრეტენდენტი და აუქციონში გამარჯვებული პირები პასუხს აგებენ წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ნორმებით.
40.4. კომპანიის უფლებები
1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი ან გააუქმოს აუქციონის შედეგები ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის ან მესამე პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუქციონის შეწყვეტით/შეჩერებით დამდგარ შედეგებზე.
2. აუქციონის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში იმისათვის, რომ თითოეული მომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული, კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ხელახალი აუქციონი.
3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ აუქციონის შეწყვეტის/შეჩერების ან რაიმე სახით აუქციონის პირობის შეცვლით დამდგარ შედეგებზე.

(4) TNET პლატფორმებზე ვაჭრობის ზოგადი წესები

41. ვის შეუძლია პლატფორმებზე პროდუქტის/განცხადების განთავსება და რეალიზაცია?

1. გამყიდველს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს TNET-ის პლატფორმებისა და სერვისების მეშვეობით თავისი პროდუქტის/ქონების რეალიზაცია/გაქირავება და ა.შ წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
2. კომპანიის ზოგ პლატფორმებზე პროდუქტის/განცხადების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიასთან დაკავშირებითა და დამატებითი შეთანხმების გზით, რომლის საფუძველზეც კომპანია თავად განათავსებს თქვენს განცხადებას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით. (აღნიშნული ძირითადად ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე (გამყიდველი), რომელთაც აქვთ მაღაზია/საწყობი ან თავისი პლატფორმა და სურთ კომპანიის პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქტები).
3. გამყიდველი შესაძლოა იყოს 2 ტიპის:
      ა) მოვაჭრე იურიდიული ან ფიზიკური პირი/ინდ.მეწარმე, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნებით;
      ბ) არამოვაჭრე ფიზიკური პირი, რომელიც არ მოქმედებს კომერციული მიზნებით.

42. TNET-ის რა სერვისებით შეუძლია ისარგებლოს გამყიდველმა და პლატფორმებზე ვაჭრობის სახეები?

1. კომპანიის პლატფორმაზე გამყიდველს შეუძლია აირჩიოს კომპანიის მხრიდან პლატფორმაზე შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
2. პლატფორმების მიხედვით შესაძლებელია გამყიდველმა პროდუქტის რეალიზაციის/მიწოდებისთვის აირჩიოს პლატფორმაზე ონლაინ ან ოფლაინ ვაჭრობის მეთოდი. შენიშვნა: მეთოდების არჩევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლის პროფილიდან/გვერდიდან განცხადების განთავსების გრაფებში არის განთავსებული შესაბამისი მოსანიშნი ველები. იქ სადაც არ არის მონიშვნის შესაძლებლობა, მოქმედებს პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული მეთოდი (ონლაინ ან ოფლაინ). ამასთანავე, ონლაინ ვაჭრობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში კურიერი მომხმარებელს ელოდება 15 წუთის განმავლობაში, რათა შეამოწმოთ პროდუქტი. თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს პროდუქტის დაბრუნებაზე, გამყიდველი ვალდებულია დაიბრუნოს იგი.
3. ონლაინ ვაჭრობის მეთოდის დროს გამყიდველის განცხადების/პროდუქტის საფასურს მომხმარებელი იხდის კომპანიის პლატფორმაზე და შესაძლებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდების მომხმარებლისთვის უზრუნველყოფა ხდება კომპანიის საკურიერო სერვისით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური გამყიდველთან გადამისამართდება ამ წესებით და პირობებით განსაზღვრული წესით.
4. ოფლაინ ვაჭრობის მეთოდის გამოყენების დროს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, კომპანიისგან დამოუკიდებლად.

43. როგორ ხდება განცხადების განთავსება?

1. პროდუქტის სარეალიზაციოდ/გასაქირავებლად განთავსებისთვის გამყიდველი თავად უზრუნველყოფს განსაკარგი პროდუქტის თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები, აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) პლატფორმაზე ატვირთვას, შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით (არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ აიტვირთება!). (ზოგ პლატფორმაზე: მაგ. Vendoo.ge; Swoop.ge; Tkt.ge; Super App TNET პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე განცხადების განთავსება შესაძლოა მოახდინოს კომპანიამ გამყიდველის მიერ მიწოდებული მასალის შესაბამისად.).

44. განცხადების რეკლამირება

1. პროდუქტის ეფექტური რეალიზაცია/გაქირავებისთვის გამყიდველს შეუძლია აირჩიოს პლატფორმებზე არსებული რეკლამის სერვისი. რეკლამის პირობები განსაზღვრულია წესების და პირობების 56-ე რეკლამის სერვისის თავში.

45. კომპანიის სერვისების/მომსახურების საფასური

1. გამყიდველი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების/სერვისების საფასური წინამდებარე წესების და პირობების 55-ე თავში განსაზღვრული წესითა (ანაზღაურება და ბალანსის მართვა) და 57-ე თავის შესაბამისად (ფასიანი სერვისების საფასური).

46. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

1. TNET არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში. კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის მეთოდის გამოყენებისას კომპანიის საკურიერო სერვისის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიის კურიერის მიერ პროდუქტის დაზიანებით/დაკარგვით დამდგარ შედეგებზე.

47. გამყიდველის გარანტიები და განცხადებები

1. გამყიდველი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მომხმარებლის ანგარიშებიდან მოხდეს გამყიდველის რეალიზებული პროდუქტის ღირებულებიდან კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა და დარჩენილი თანხის გამყიდველის ანგარიშზე გადამისამართება.
2. გამყიდველი აცხადებს, რომ სამრეწველო ნიმუშის მფლობელისაგან, სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის მფლობელისგან და საქონლის მესაკუთრისგან/მწარმოებლისგან გააჩნია შესაბამისი წერილობითი ნებართვა (თუ ასეთი ნებართვის არსებობა რეალიზაციის აუცილებელი პირობაა), რომლითაც უფლებამოსილია მოახდინოს პროდუქტის კომპანიის პლატფორმაზე განთავსება რეალიზაციის მიზნით.
3. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე, პროდუქტის ხარისხზე და მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
4. გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანია არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის, რომელიც გამყიდველს ხელს უწყობს მის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქტის ონლაინ რეალიზაციაში/ვაჭრობაში. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს განსაკარგი პროდუქტის კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე. კომპანია არ მონაწილეობს პროდუქტის გამყიდველსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
5. გამყიდველი ადასტურებს, რომ იგი არის კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მხოლოდ გამყიდველს ეკუთვნის პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხა (კომპანიის სერვისების საფასურის გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

48. გამყიდველის პასუხისმგებლობა

1. გამყიდველი პასუხისმგებელია ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია რეალიზებული პროდუქტის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
2. გამყიდველი პასუხისმგებელია მომხმარებლის ან/და მესამე პირების მიერ კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან/ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან ან/და მიწოდებული პროდუქციის რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი) ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა კომპანიას სარეალიზაციო პროდუქტის ნაკლის (უფლებრივი/საგნობრივი) გამო ან მის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
3. გამყიდველი ადასტურებს, რომ იგი პირადად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. ამასთანავე, გამყიდველი პასუხისმგებელია დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ სრულ ზიანზე.
4. გამყიდველი ასევე პასუხისმგებელია მომხმარებლის პრეტენზიებზე რაც გამომდინარეობს გამყიდველის მიერ ნებისმიერი მიზეზით პროდუქტის ჩაუბარებლობის, პროდუქტის დაბრუნებაზე უარის გაცხადების, საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაზე, საგარანტიო პირობებში სერვის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევაზე უარის გაცხადების ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების გაწევის შემთხვევებზე. აღნიშნულ შემთხვევებზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი.

49. მომხმარებლის და გამყიდველის დამატებითი ვალდებულებები

1. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
2. პლატფორმაზე არ განათავსოს რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, ან ისეთი სახის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
3. არ განათავსოს ინფორმაცია/განცხადება/ფოტოსურათი ან სხვა მასალა, რომელიც იქნება რაიმე სახის მუქარის ან ცილისწამების შემცველი, კომერციული საიდუმლო, ან, რომელიც იქნება ღირსებისა და რეპუტაციის შეურაცხმყოფელი, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს საზოგადოებისთვის ან პლატფორმის/კომპანიისთვის;
4. არ გაავრცელოს ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია, კომპიუტერული ვირუსი, სპამი;
5. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;
6. არ გადასცეს პლატფორმაზე არსებული მისი პირადი ანგარიში (პროფილი) სხვა მომხმარებელს;
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება რაიმე სახის პროდუქტის განკარგვა, პლატფორმაზე არ განათავსოს მსგავსი სახის პროდუქტი;
8. თუ პროდუქტის განკარგვისთვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის პროდუქტს, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
9. არ განათავსოს განთავსებული განცხადების დუბლიკატი.
10. უზრუნველყოს განთავსებული განცხადების/რეკლამის/მასალის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (დაიცვას საავტორო/მომიჯნავე უფლებები/რეკლამის შესახებ კანონი და სხვა.).
11. უზრუნველყოს სარეალიზაციოდ წარდგენილი პროდუქტის შესაბამისობა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში.
12. მომხმარებლის მიერ განთავსებული განცხადება არ უნდა იყოს ზოგადი ხასიათის (განცხადება უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს 1 (ერთი) სახის პროდუქტს ან პროდუქტის ნაწილს/სერვისს).
13. აკონტროლოს პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქტების რაოდენობები და მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, ოპერატიულად გამორთოს კონკრეტული განცხადება (დააპაუზოს, ამოიღოს ონლაინ გაყიდვებიდან).
14. დაიცვას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, არ გამოიყენოს ისისნი არამიზნობრივად და იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში. გამყიდველი ადასტურებს, რომ დაიცავს კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას.
15. პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატაროს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
16. შეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და ასეთი უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
17. პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინოს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
18. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
19. მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
20. მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორები, რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები. მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
21. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის პოლიტიკა და 49-ე პუნქტის 14-20 ქვე-პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (პლატფორმის მომსახურებით სარგებლობისას) და მისი შეწყვეტის შემდეგ უვადოდ.
22. კომპანიის თანხმობის გაცხადების გარეშე არ განათავსოს ისეთი განცხადებები, რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებს სესხის, ლომბარდის ან/და სხვა მსგავსი სერვისი მიღებისკენ/მოთხოვნისკენ.
23. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
      (ა) მის საკუთრებაში/კანონიერ მდლობელობაში არსებული პროდუქტის პლატფორმაზე განთავსება და რეალიზაცია მოახდინოს ამავე კანონის წესების შესაბამისად;
      (ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებული პროდუქტი დაიბრუნოს კანონის შესაბამისად;
      (გ) მომხმარებელს დაუბრუნოს დაბრუნებული პროდუქტის საფასური კანონმდებლობის შესაბამისად;
      (დ) უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული კანონისმიერი და კომერციული გარანტიის წესების დაცვა და შესრულება
      (ე) შეასრულოს და დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
24. გამყიდველი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა პროდუქტის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი. სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოზე შესაძლებელია კომპანიის ლოგოს დატანა, თუ განმთავსებელი რეგისტრირებულია საიტზე, როგორც მაღაზია და ეს ლოგო არ მოიცავს რაიმე საკონტაქტო ინფორმაციას ან ვებ-გვერდის მისამართს). ზემოაღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია არ მოახდინოს განცხადების რეგისტრირება ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჩათიშოს განცხადება პლატფორმიდან. აღნიშნული ქმედება არ შეიძლება განიხილოს კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევად და ზიანის ანაზღაურების ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის პირობად.

49.1. საგადასახადო ვალდებულებები, კანონმდებლობის დარღვევა და სანქციები
1. გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება №3751-ის შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს და შესაბამისად, იგი, როგორც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი უფლებამოსილია გამოწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება დღგ-ის ჩათვლა.
      1.1. გამყიდველი ადასტურებს, რომ მის მიერ აღნიშნული განცხადებისა და გარანტიის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას/მომხმარებელს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, მათ შორის და არამხოლოდ, მომხმარებლის/კომპანიის მიერ გამყიდველის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის ოდენობით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია, დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის გადასახდელი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან.

49.2. მომხმარებელი და გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ:
1. მომხმარებელი ან/და გამყიდველი და გამყიდველის დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან/და აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, კლიენტის კაპიტალში ან/და კლიენტის მენეჯმენტის/აღმასრულებელი ორგანოს წევრის კაპიტალში (თუკი ეს უკანასკნელი იურიდიული პირია) პირდაპირ ანდა ირიბად წილის მფლობელი ნებისმიერი პირი ან/და აღნიშნული პირის ან/და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:
2. არ არიან/იქნებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს ან/და საქართველოს ან/და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
3. არ არიან/იქნებიან იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
4. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდიათ/დადებენ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
5. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებენ ან/და არ გადასცემენ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონება ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
6. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდია/დადებს ნებისმიერ გარიგებას ისეთ ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
7. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე პოლიტიკის (მუხლი 49.2) შესაბამისად გაკეთებული განცხადება აღმოჩნდება არასწორი, მხარეებს გარდა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ქმედებებისა, ასევე უფლება ექნება იმოქმედოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დაწესებული სანქციის შესაბამისად და განახორციელოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ანდა ორგანოს მიერ დაწესებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, მათ შორის შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მეორე მხარესთან ანაზღაურების გარეშე.
8. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, „სანქციები“ აღნიშნავს ეკონომიკურ ან ფინანსურ სანქციებს, კანონებს, რეგულაციებს, სავაჭრო ემბარგოებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს (მათ შორის და არა მხოლოდ, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს), რომლებსაც პერიოდულად აწესებს, წარმართავს, ახორციელებს ან/და იძულებით ატარებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია:
(ა) გაერო და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
(ბ) ევროკავშირი და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი; და (
გ) აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ან/და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.

49.3. TNET პლატფორმების რეალიზაციის/ვაჭრობის ზოგად პირობებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე ვაჭრობის სპეციალური წესების დაცვა?
1. წინამდებარე მეოთხე თავში მოცემული TNET პლატფორმებზე ვაჭრობის ზოგად პირობების გარდა პროდუქტის/ქონების/განცხადების განთავსებისა და რეალიზაციის მიზნებისთვის მოქმედებს მეხუთე თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმებზე ვაჭრობის სპეციალური წესები, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

(5) TNET პლატფორმებზე ვაჭრობის სპეციალური წესები

50. TNET პლატფორმების ვაჭრობის სპეციალურ პირობებთან ერთად სავალდებულოა თუ არა TNET პლატფორმებზე ვაჭრობის ზოგადი წესების დაცვა?

1. წინამდებარე მე-19 თავში მოცემული TNET პლატფორმებზე ვაჭრობის სპეციალური წესების გარდა პროდუქტის/ქონების/განცხადების განთავსებისა და რეალიზაციის მიზნებისთვის მოქმედებს მე-18 თავში განსაზღვრული TNET-ის პლატფორმებზე ვაჭრობის ზოგადი წესები, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

51. Mymarket.ge-ზე ვაჭრობის წესები:

გამყიდველს Mymarket.ge-ზე განცხადების განთავსების გზითა და Mymarket.ge-ს სერვისების საშუალებით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული პროდუქტის ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.

51.1. ონლაინ რეალიზაცია/ვაჭრობა
გამყიდველის მიერ TNET-ის სერვისის, ონლაინ ვაჭრობის არჩევის შემთხვევაში, TNET გამყიდველს უწევს შემდეგ მომსახურბას: შეკვეთების ორგანიზებას, მომხმარებლისთვის ონლაინ ანაზღაურების სისტემების ხელმისაწვდომობას, მომხმარებლის მიერ ონლაინ სისტემებით გადახდილი თანხის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადამისამართებას, მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების უზრუნველყოფას, რეალიზებული პროდუქტის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით და სხვ. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი.

51.2. დაბრუნების პოლიტიკა არამოვაჭრე ფიზიკური პირის მიერ ონლაინ ვაჭრობისას
თუ გამყიდველი ფიზიკური პირია, რომელიც არ მოქმედებს კომერციული მიზნებით და მის რეალიზებულ პროდუქტზე მომხმარებელი პროდუქტის ჩაბარებიდან 15 წუთის განმავლობაში გამოთქვამს სურვილის პროდუქტის ნებისმიერი მიზეზით დაბრუნების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია დაიბრუნოს აღნიშნული პროდუქტი. ასეთი პროდუქტი გამყიდველს დაუბრუნდება მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის გამოხატვიდან 5 სამუშაო დღეში.

51.3. დაბრუნების პოლიტიკა მოვაჭრე იურიდიული პირის (ან ინდ.მეწარმე) ონლაინ ვაჭრობისას
თუ გამყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირია ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული მიზნებით, იგი თავად განსაზღვრავს მომხმარებელთან შეთანხმებით პროდუქტის დაბრუნების პირობებს.

51.4. კომპანიის მიერ განთავსებული საქონლის დაბრუნების წესი
კომპანიის მიერ განთავსებული საქონლის დაბრუნების წესი განისაზღვრება პლატფორმებზე, პროდუქტის გვერდზე განთავსებული დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.

51.5. გარანტიის გავრცელების ვალდებულება
გამყიდველი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქციის წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.

51.6. მომხმარებლის პრეტენზიების მართვა
მომხმარებლისთვის პროდუქტის ჩაბარების შემდეგ წარმოშობილ პრეტენზიაზე/დავაზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი.

51.7. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი
მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების 55-ე თავის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) შესაბამისად. პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებასთან ერთად პროდუქტის პლატფორმაზე შეძენისას.

 

51.8. TNET-ის პასუხისმგებლობა
კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის კურიერის მიერ პროდუქტის ტრანსპორტირებისას გამოწვეულ ზიანზე (პროდუქტის დაკარგვა ან დაზიანება).

51.9. “შემიძლია, მყიდველს შევხვდე და ნივთი მივაწოდო”ფუნქციონალი
“შემიძლია, მყიდველს შევხვდე და ნივთი მივაწოდო” ფუნქციონალის მონიშვნით გამყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება:
1. თუ გამყიდველის სარეალიზაციო პროდუქტზე მომხმარებელს დაუმტკიცდება განვადება, მყიდველი თავად უზრუნველყოფს გამყიდველთან კომუნიკაციას რეალიზებული პროდუქტის მისაღებად.
2. რეალიზებული პროდუქტის საფასურის კომპანიის მიერ გამყიდველისთვის ჩარიცხვა ხდება მას შემდეგ, რაც გამყიდველი რეალიზებულ პროდუქტს ჩააბარებს მყიდველს/მომხმარებელს. Ნივთი ჩაბარებულად ითვლება თუ:
      2.1. გამყიდველი მყიდველისგან მიიღებს შეკვეთისთვის განსაზღვრულ სპეციალურ კოდს და აღნიშნულ კოდს შეიყვანს mymarket-ის გამყიდველის გვერდზე “ონლაინ შეკვეთების” სექციაში შესაბამის შეკვეთასთან გამოყოფილ ველში.
      2.2. გამყიდველი ვალდებულია კოდის შეყვანა და მისი სისწორის გადამოწმება მოახდინოს მყიდველისთვის/მომხმარებლისთვის პროდუქტის გადაცემის დროს. შეყვანილი კოდის სისწორე დასტურდება mymarket.ge-ზე გამოჩენილი შესაბამისი დასტურით: “კოდი სწორია”. თუ კოდი არასწორია, ან ვერ ხდება mymarket.ge-ზე მისი გადამოწმება, კოდი გადაამოწმეთ mymarket.ge-ს ქოლ-ცენტრთან.
      2.3. კომპანია არ არის ვალდებული რეალიზებული პროდუქტის ღირებულების გამყიდველისთვის გადახდაზე და მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება, თუ გამყიდველის მიერ შეყვანილი კოდი იქნება არასწორი ან გამყიდველი ვერ უზრუნველყოფს კოდის პლატფორმაზე ასახვას.
გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში თუ მყიდველი არ შეეხმიანა გამყიდველს პროდუქტის მისაღებად, შეკვეთა ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო მომხმარებლის/მყიდველის/ფინანსური ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის/მყიდველისთვის/ფინანსური ორგანიზაციებისთვის უკან დაბრუნებას.

52. Myparts.ge-ზე ვაჭრობის წესები:

მომხმარებელს Myparts.ge-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ნაწილების და მასთან დაკავშირებული მომსახურების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
 
52.1. განცხადების განთავსების წესი
გამყიდველი ვალდებულია, პლატფორმის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის, ავტოსერვისის და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო ავტონაწილის, დაშლილი ავტომობილის ან ავტოსერვისის შინაარსის ამსახველი. ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სხვა პროდუქტის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის პლატფორმის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის ტექსტური ინფორმაციის შემცველი.
გამყიდველმა პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებისას უნდა უზრუნველყოს გასაყიდი პროდუქტის/ნაწილის მდგომარეობის და წარმომავლობის ზუსტი მითითება (ახალი; მეორადი; ორიგინალი და შემცვლელი ნაწილები).
 
52.2. მეორადი პროდუქტის/ნაწილის განთავსების წესი
მეორადი პროდუქტის/ნაწილის სარეალიზაციოდ განთავსებისას გამყიდველი ვალდებულია ატვირთული, ნაწილზე დატანილი განმასხვავებელი ნიშნის ფოტოსურათი, მიუთითოს პროდუქტზე ხარვეზის არსებობის ფაქტი და ატვირთოს დეფექტის ამსახველი შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალები.
 
52.3. როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს პროდუქტი ტრანსპორტირების დროს
პროდუქტი/ნაწილი უნდა იყოს შეფუთულ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მომხმარებელთან ტრანსპორტირების დროს.
 
52.4. ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე უფასო განცხადებების ლიმიტი
ფიზიკური პირი მომხმარებლისთვის, პლატფორმაზე აქტიური განცხადებების ლიმიტი შეადგენს 10 უფასო აქტიურ განცხადებას.
 
52.5. რა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ?
მყიდველის/მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ კომპანია ახდენს მარაგების გადამოწმებას გამყიდველთან. შეკვეთის გამყიდველის მხრიდან დადასტურების შემთხვევაში კომპანიის კურიერი მოახდენს შეკვეთილი პროდუქტის წამოღებასა და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
 
52.6. საგარანტიო პირობების გავრცელების ვალდებულება
გამყიდველი ვალდებულია, სარეალიზაციო პროდუქციაზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურეობის წესები და პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც თან დაერთვის ყოველ სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებელთა მხრიდან სათანადო ფორმით გაცნობისა და დადასტურების მიზნით. საგარანტიო მომსახურეობის ვალდებულება გააჩნია გამყიდველს და ნებისმიერი სახის პრეტენზია, რომელიც რეალიზებული პროდუქტის წუნის ან/და არასათანადოდ განხორციელებული საგარანტიო მომსახურეობის შესახებ შეიძლება წარედგინოს კომპანიას სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის რისკითა და ხარჯით.
 
52.7. პროდუქტის შემოწმება და კომპანიისთვის მიწოდება
გამყიდველსა და კომპანიას შორის ყოველი კონკრეტული პროდუქციის/პროდუქტის მიწოდებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფარგლებშიც ხდება მხოლოდ პროდუქციის/პროდუქტის შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის ვარგისიანობის შემოწმების გარეშე (კომპანიის მიერ არ ხდება პროდუქციის ქარხნული წუნის დადგენა/გამოვლენა, ან მისი დამატებითი კომპლექსური შემოწმება და შესაბამისობის დადგენა გამყიდველის მიერ გაცხადებულ ტექნიკურ ან/და თვისობრივ მაჩვენებლებთან და ა.შ.).
 
52.8. მომხმარებლის პრეტენზიების მართვა და პასუხისმგებლობა
ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება მომხმარებელს/მყიდველს წარმოეშვას პროდუქტთან მიმართებაში მისი ჩაბარებიდან 14 დღის დღის ვადაში, სრული მოცულობით ანაზღაურდება გამყიდველის მხრიდან. აღნიშნული გულისხმობს პროდუქციის ჩანაცვლებას ან/და გადახდილი ღირებულების ანაზღაურებას, ამგვარი მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის მასშტაბით და 5(ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, რეგიონების შემთხვევაში.
 
52.9. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი
მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესებისა და პირობების ანაზღაურებისა და მომხმარებლის ბალანსის მართვის თავის შესაბამისად. პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების საფასურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იხდის მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებასთან ერთად პროდუქციის პლატფორმაზე შეძენისას.
 
52.10. ნაწილის შეთავაზების პროცედურა
ნაწილის შეთავაზების სერვისი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირის დაათვალიეროს 37.2 პუნქტის (ავტონაწილის მოთხოვნა) საფუძველზე მომხმარებლის (მყიდველის) მიერ “მოთხოვნილი ნაწილების” სრული ჩამონათვალი და თავის სასურველ მოთხოვნაზე გააგზავნოს „შეთავაზება“.
შეთავაზების“ გაგზავნის დროს მომხმარებელი ავსებს „შეთავაზებისთვის“ განკუთვნილ სავალდებულო ველებს, და აგზავნის „შეთავაზებასმომხმარებლის (მყიდველის) მიერ „მოთხოვნილ ნაწილზე“.
 
52.11. შეთავაზების დამუშავება Myparts.ge-ს ადმინისტრაციის მიერ
მომხმარებლის (გამყიდველის) მიერ გამოგზავნილ „შეთავაზებას“ ამუშავებს Myparts.ge, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია დაარედაქტიროს (მოიყვანოს შეთავაზება განცხადების განთავსებისთვის წინამდებარე წესებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში) ან უცვლელად გადააგზავნოს იგი მომხმარებლის (მყიდველის) პროფილში “შემოსული შეთავაზებების” ისტორიაში, სატელეფონო SMS-ით ან სხვა შესაძლო საშუალებებით (მაგ.Myparts.ge-ს სახელით, ლინკის სახით). მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოთხოვნილი ნაწილი შეიძინოს Online/ონლაინ.

53. MYHOME.GE-ს სპეციალური პირობები:

მომხმარებელს (მესაკუთრეს) Myhome.ge-ზე შეუძლია განათავსოს განცხადება უძრავი ქონების შესახებ (გაქირავება/ყიდვა/გაყიდვა და სხვ). მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.
 
53.1. განცხადების განთავსების წესი
მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის სასაქონლო ნიშანი/ლოგო, სხვა ქონების ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).
 
53.2. უფასო განცხადების ლიმიტი და დამატებითი საფასურები
ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების 3-ჯერ დამატება არის უფასო, ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება მომხმარებლის ტიპის, 57-ე თავის (ფასიანი სერვისების საფასური)-სა და პლატფორმაზე განთავსებული პირობების შესაბამისად.
 
53.3. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები
ანაზღაურების და შეკვეთის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 55-ე თავის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) , 57-ე თავის (ფასიანი სერვისების საფასური) და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად.
 
53.4. პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
პლატფორმაზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

54. MYAUTO.GE-ს სპეციალური პირობები:

მომხმარებელს MYAUTO.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
 
54.1. სერვისის ტიპები და ლიმიტები
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს რეალიზაციისთვის აირჩიოს როგორც უფასო ისე ფასიანი სერვისი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თვის განმავლობაში მისთვის მინიჭებული 2 უფასო განცხადებით.
 
54.2. ანაზღაურების პირობები
ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 55-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და 57-ე (ფასიანი სერვისების საფასური) თავების შესაბამისად.

55. ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა

55.1. კომპანიის ანაზღაურების პირობა
მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით (გადახდის კონკრეტული მექანიზმები მითითებულია პლატფორმებზე ინდივიდუალურად და შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მითითებულის გან):
      - ნებისმიერი ბანკის ბარათით
      - ონლაინ განვადებით
      - გადახდის აპარატებით
      - ბალანსით (ინტერნეტ ბანკიდან შევსების გზით)
      - ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან
      - Google Pay
      - Apple Pay
      - ერთგული ბარათით
      - კრიპტო Mycoins
მომხმარებელი ანაზღაურებს შეძენილი პროდუქტის, საკურიერო მომსახურებისა (საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე ინდივიდუალურად.) და მის მიერ არჩეული კომპანიის სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის საშუალებებიდან.
მომხმარებელი დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურებს ამავე დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ანგარიშიდან ან კომპანიის მიერ მომხმარებლითვის გადასახდელი თანხიდან.
ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან.
კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ფინანსური აგენტი. მომხმარებლის ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქტის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პროდუქტის და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის გამყიდველი კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „ფასიანი სერვისების საფასური-ს თავისა და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის ანგარიშიდან.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე დადგინდება, რომ იგი არის წინამდებარე ხელშეკრულების 49.1. (საგადასახადო ვალდებულებები, კანონმდებლობის დარღვევა და სანქციები) მუხლით გათვალისწინებული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია 49.1 მუხლის შესაბამისად, გამყიდველის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის გადასახდელი დარჩენილი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან.
დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით TNET-ის პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნით გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Mymarket.ge; Myparts.ge).
 
55.2. MYMARKET.GE ანაზღაურების პირობა
1.მომხმარებლის ანაზღაურების წესი:
თუ კომპანია თავისი ინიციატივით გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას/შეკვეთას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე.
მომხმარებლის (მყიდველის) მიზეზით შეკვეთილი პროდუქტის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს (მყიდველს) მის მიერ გადახდილ თანხას უბრუნებს საკურიერო მომსახურეობის გამოკლებით 5 სამუშაო დღის ვადაში.
მომხმარებლის (მყიდველის) მიერ პროდუქტის დაბრუნების უფლების გამოყენებისას (პროდუქტის დაბრუნება) მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას გადაუხადოს საკურიერო მომსახურების საფასური, ხოლო კომპანია თავის მხრივ ახდენს მყიდველის მიერ ჩარიცხული თანხის დაბრუნებას საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით.
თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე.
 
2.გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების წესი
მყიდველისთვის პროდუქტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში კომპანია რეალიზებული პროდუქტის საფასურს ურიცხავს გამყიდველს მის მიერ რეგისტრირებულ/მითითებულ ანგარიშის ნომერზე კომპანიის სერვისების (საკურიერო და სხვა სერვისები) საფასურის გამოკლებით.
 
55.3. MYPARTS.GE ანაზღაურების პირობა
მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.
 
55.4. MYHOME.GE ანაზღაურების პირობა
გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.
 
55.5. MYAUTO.GE ანაზღაურების პირობა
გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.
 
55.6. LIVO.GE ანაზღაურების პირობა
კომპანიასა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სერვისზე მითითებული პირობებით.
სერვისის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაფორმებამდე. სტანდარტული სერვისების ფასები განთავსებულია Livo.ge-ზე შესაბამის სერვისებში.
შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია დაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრული პირობებით.
 
55.7. მომხმარებლის ბალანსის მართვა
 მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ:
მომხმარებელი/გამყიდველი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ბალანსის მართვაზე.
თუ მომხმარებელს პირად ბალანსზე შეტანილი აქვს თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის/გამყიდველის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად.
მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) კომპანიის მომსახურების საფასურის სახით.
თუ თქვენ არასწორად ჩარიცხავთ თანხას სხვა მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიშზე/ბალანზე, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს მე-15 მუხლში (კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე. კომპანიის ოპერატორი თქვენ მოგაწვდით ინციდენტის დაფიქსირების ფორმას, რომელიც შევსებული უნდა გამოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ, კომპანია მაქსიმალურად შეეცდება გაგიწიოთ მხარდაჭერა მის აღმოსაფხვრელად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპანია უფლებამოსილია არასწორად ჩარიცხული თანხა თქვენს ბალანსზე გადმოამისამართოს მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროცედურის განხორციელებაზე კომპანია თანხმობას მიიღებს თანხის მიმღები მომხმარებლისგან/გამყიდველისგან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თანხის მიმღები პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გაცხადებით დამდგარ ზიანზე.
 
55.8. ანგარიშფაქტურის მოთხოვნა
ინვოისით ხდება თქვენი ვირტუალური ბალანსის შევსება. ანგარიშფაქტურის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ პორტალიდან RS.GE ანგარიშფაქტურის მოთხოვნა. ანგარიშფაქტურა გამოგეწერებათ თვის ჭრილში გახარჯვის მიხედვით და არა ინვოისის მიხედვით გადახდილ თანხაზე. გახარჯვის გადამოწმება შეგიძლიათ შემდეგნაირად: თქვენს გვერდზე გადადიხართ ტრანზაქციებში, ირჩევთ ღილაკს - ჯგუფი, ჩამოშლით, აირჩევთ ხარჯს და პერიოდის მიხედვით მოახდენთ შედარებას.
 
55.9. ტრანზაქციების შეზღუდვა
TNET პლატფორმებზე შეზღუდულია მომხმარებელთა შორის ან მომხმარებელსა და მესამე პირ/ებ/ს შორის შემდეგი გადარიცხვის ტრანზაქციები:
• იურიდიულიდან > იურიდიულზე
• იურიდიულიდან > ფიზიკურზე
• ფიზიკურიდან > იურიდიულზე

56. რეკლამის სერვისი

56.1. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების ფასიანი სერვისების საფასურის თავში. გაითვალისწინეთ, რომ ფასიანი სერვისები წარმოადგენს თქვენი პირადი სარგებლობისთვის განსაზღვრულ სერვისს, რომლის არჩევის და შეძენის შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
56.2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება ფასიანი სერვისების საფასურის თავში.
56.3. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაზრდის მიზნით, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში).
56.4. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი/გამყიდველი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე.
56.5. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის/გამყიდველის განცხადებების/შეთავაზების რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის/გამყიდველის და პროდუქტის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და მომხმარებლის/გამყიდველის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა.
56.6. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლის/გამყიდველის პროდუქტის/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია.
56.7. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები.
56.8. მომხმარებლის/გამყიდველის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის/გამყიდველის მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო მომხმარებელი/გამყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოსგადახდილი საფასურის უკან დაბრუნება.

57. ფასიანი სერვისების საფასური

შპს „თინეთი“-ს პლატფორმის ფასიანი სერვისების საფასურები იხილეთ მითითებულ ბმულზე “ ფასიანი სერვისები”. გაფრთხილებთ, რომ პლატფორმის ფასიანი სერვისები შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად. სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპანიის სერვისების საფასურები.

58. ანგარიშის (პროფილის) დახურვა

თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (იხ. მე-15 მუხლში კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხები) წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა. ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის/კომპანიის მიმართ.
თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვასა და მონაცემების წაშლას.
დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება 
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები. 
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:
- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;
თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

59. TNET პლატფორმების დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა

დაბრუნების საერთო წესები
გაითვალისწინეთ, რომ:
 
რაც არ რეგულირდება დაბრუნების საერთო წესებით, რეგულირებულია ამ დაბრუნების პოლიტიკის პლატფორმების დაბრუნების სპეციალურ წესებში. თუ სპეციალურ წესებში რეგულირებულია დაბრუნების საერთო წესებისგან განსხვავებული პირობები, მოქმედებს ამ თავში განსაზღვრული პლატფორმის სპეციალური წესები.
 
Super App TNET-ის აპლიკაციის გამოყენებისას მოქმედებს დაბრუნების სპეციალური წესები და პლატფორმების სპეციალური დაბრუნების წესები ერთობლივად.
 
1. როგორ და რა ვადაში მოახდინოთ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების ინიცირება
პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ ცხრილში განსაზღვრულ მეთოდებს.
გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების ინიცირება შეგიძლიათ პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას.

პლატფორმა/ვებგვერდი

დაბრუნების ინიცირება

livo.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@livo.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

tkt.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (Support@Tkt.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

vendoo.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

swoop.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@swoop.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

mymarket.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

myauto.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myauto.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

myparts.ge

დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით

myhome.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myhome.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

myshop.ge

შეავსეთ დაბრუნების ფორმა

auction.myauto.ge

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (info@myauto.ge) ან ჩატით მიწერის გზით.

super app TNET

დაბრუნების სურვილი დააფიქსირეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ელ.ფოსტაზე (superapp@tnet.ge) ან ჩატით მიწერის გზით ან დაბრუნების ფორმის შევსებით.

2. დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები
  • TNET პლატფორმებზე განთავსებული თითოეული პროდუქტის დაბრუნების პირობას განსაზღვრავს TNET პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეები (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი). ისინი თავად ადგენენ დაბრუნების, პროდუქტის შეფასებისა და მომხმარებლისთვის ანაზღაურების წესს.
  • TNET არ არის პასუხისმგებელი TNET პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეების (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი) მიერ განსაზღვრულ წესებზე და პირობებზე და მოვაჭრის მიერ დადგენილი წესების შესრულებასა თუ შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე (გამონაკლისია, როცა TNET თავად არის მოვაჭრე).
  • TNET პასუხისმგებელია მხოლოდ TNET პლატფორმებზე განთავსებული ისეთი პროდუქტის დაბრუნებაზე, პროდუქტის შეფასებასა და მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურებაზე, სადაც მოვაჭრის/გამყიდველის ველში მითითებულია თავად შპს „თინეთი“ ან რომელიმე TNET პლატფორმა.
3. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არ არის TNET?
  • ონლაინ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში თქვენ, დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრულ TNET პლატფორმებზე არსებული დაბრუნების მეთოდებით ან/და პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრის წესების დაცვით.
  • გაითვალისწინეთ, რომ:
  • პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის მიერ მითითებული წესით.
  • ფიზიკური პირი გამყიდველის პროდუქტის/პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება და დაბრუნება შეგიძლიათ მხოლოდ პროდუქტის/პროდუქტის შეძენიდან 15 წუთის განმავლობაში, სანამ კურიერი იმყოფება თქვენთან. კურიერის წამოსვლის შემდეგ დაბრუნების წინადადებით მიმართეთ პირდაპირ გამყიდველს.
  • ოფლაინ პროდუქტის/პროდუქტის შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ მხოლოდ მოვაჭრესთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, TNET-ის გარეშე.
  • გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ვაჭრობისას, როცა გამყიდველი არ არის TNET, ჩვენ ასეთ დროს ვართ შუამავალი თქვენსა და გამყიდველს შორის. ჩვენ, გარკვეულ პლატფორმებზე შესაძლოა შემოგთავაზოთ დაბრუნების ფორმა და დაბრუნების მართვის სერვისი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაფიქსირებული პრეტენზია ვაცნობოთ გამყიდველს, ხოლო გამყიდველის პასუხი პრეტენზიაზე გაცნობოთ თქვენ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრული წესით დაბრუნების ინიცირების შემდეგ, ჩვენ მოვახდენთ:
  • გამყიდველთან კომუნიკაციას თქვენს მიერ ინიცირებული დაბრუნების თაობაზე და მისთვის დაბრუნების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას;
  • მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ პროდუქტის შეფასების შემდეგ, ჩვენ თქვენ მოგაწვდით გამყიდველის პროდუქტის შეფასების დასკვნას ან გამყიდველის გადაწყვეტილებას;
  • თქვენს მიერ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის მიერ მითითებული ოდენობითა და წესით.
  • თუ თქვენ ჩათვლით, რომ მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა არღვევს თქვენს უფლებებს, პრეტენზია შეგიძლია დააფიქსიროთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტში.
4. როგორ განასხვაოთ TNET დაბრუნების პოლიტიკა მოვაჭრის ინდივიდუალური დაბრუნების პოლიტიკისგან, როდის მოქმედებს TNET დაბრუნების პოლიტიკა და სად არის განთავსებული ისინი?
  • პროდუქტისა და მოვაჭრის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე, პროდუქტის გვერდზე ან პროდუქტის შესყიდვამდე შესაძლოა შეგხვდეთ დაბრუნების TNET-ის ან მესამე პირი გამყიდველის წესები, აქედან:
  • ზოგ პლატფორმაზე (მაგ. Vendoo), პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტის გვერდზე, პროდუქტის აღწერაში, პროდუქტის შესყიდვის გვერდზე ან პროდუქტის გვერდზე, ინფორმაციის შესაბამის ღილაკზე დაჭერით, სადაც ფანჯარაში გამოვა პროდუქტის დაბრუნების წესი.
  • TNET-ის დაბრუნების წესი მოქმედებს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელზეც გამყიდველის ველში მითითებულია TNET (შპს „თინეთი“ ან TNET-ის რომელიმე პლატფორმა) ან პროდუქტის გვერდზე ან შესყიდვამდე არ არის მითითებული მესამე პირი გამყიდველის ინდივიდუალური დაბრუნების წესები.
  • თუ პლატფორმაზე პროდუქტზე ინდივიდუალურად შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს პროდუქტზე ინდივიდუალურად მითითებული დაბრუნების წესები, ხოლო იქ სადაც არ შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა.
5. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არის TNET?
  • პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტში მითითებულ მეთოდებს.
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მომსახურება/პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას/გაუქმებას საქართველოს კანონმდებლობის, TNET-ის წესებისა და მესამე პირი გამყიდველის წესების შესაბამისად. ჩვენს ზოგიერთ პლატფორმაზე დაბრუნების საერთო წესებთან ერთად მოქმედებს პლატფორმების სპეციალური დაბრუნების წესები, რომლებიც განსაზღვრავენ სხვადასხვა პროდუქტზე/სერვისზე დაბრუნების საგამონაკლისო ან განსხვავებულ წესებს.
6. რა უნდა წარადგინოთ პროდუქტის დაბრუნების დროს?
  • პროდუქტის დაბრუნებისას აუცილებელია პროდუქტს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის პროდუქტის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
7. პროდუქტის დაბრუნებისას პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაციის/ნაწილების სრულად არ წარდგენის შედეგები
  • თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით.
8. პროდუქტის დაბრუნების ვადა და ადგილი
  • დაბრუნების ინიცირების შემდეგ, თქვენ 7 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტი უნდა მოიტანოთ ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში.
  • დაბრუნების ფორმის შევსების/დაბრუნების ინიცირების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოვაჭრე არ არის ვალდებული დაიბრუნოს პროდუქტი).
  • პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის შემდეგ მისამართზე: ალექსიძის ქ. N1. სართული 1, კორპუსი 1, თბილისი, საქართველო.
  • დასაბრუნებელი პროდუქტების მიღების საათებია: ორშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. სამშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. ოთხშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. ხუთშაბათი - 12:00 – 15:00 სთ. პარასკევი - 12:00 – 15:00 სთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ მიიღებს დასაბრუნებელ პროდუქტებს დღის სხვა მონაკვეთში.
9. როგორ მოიქცეთ თუ პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას?
  • პირველ რიგში დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს კომუნიკაციების თავში მითითებული არხებით, საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ დაბრუნების ფორმა.
  • კომპანია პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
    • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან პლატფორმაზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
    • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
    • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
10. დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქტი:
ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
თ) დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
ი) ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
კ) მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი;
ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
მ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;
ო) სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის გვერდზე მითითებულია დაბრუნების შესაძლებლობა.
პ) თუ მომხმარებელმა პროდუქტი დააზიანა;
ჟ) თუ პროდუქტი არ არის საქართველოში და მისი შეკვეთა/ჩამოტანა ხდება თქვენი დაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, Trendyol-ის პროდუქცია.
რ) 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი.
ს) ჰიგიენური პროდუქტები.
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
უ) გამყიდველის/მოვაჭრის მიერ მითითებულ სხვა შემთხვევებში.

11. პროდუქტის დაბრუნებაზე უარის თქმის შედეგები
  • თუ პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა. შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ თუ დადგინდება პროდუქტზე ზემოაღნიშნული ცვლილებები/ნაკლი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი. კომპანია გადაწყვეტილებას გაცნობებთ პროდუქტის ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს პროდუქტის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრიდან გატანა.
  • თუ ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანილ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ აშკარა ნაკლი/ცვლილება, რომელიც გამოწვეული არის მომხმარებლის ზემოქმედებით და არ საჭიროებს დამატებით შემოწმებას, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელს ადგილზევე აცნობოს გადაწყვეტილება და უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/ჩაბარებაზე.
12. დაბრუნებული პროდუქტის შეფასების კრიტერიუმი და მომხმარებლის ანაზღაურების მოცულობა

TNET პლატფორმებზე მომხმარებლის მიერ შეძენილი TNET-ის პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანია პროდუქტის შეფასებას და თანხის დაბრუნებას მოახდენს შემდეგნაირად:

  • 100%-ით ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია ან გახსნილია პროდუქტის გატესტვის (ფუნქციონირების შესამოწმებლად) მიზნით და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები დაუზიანებლად/სახეშეუცვლელად. (გამონაკლისია! როცა მწარმოებელს პროდუქტის გახსნა დადგენილი აქვს პროდუქტის დაზიანებად და მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი დააბრუნა გახსნილ მდგომარებაში. მსგავს შემთხვევაში ანაზღაურების პირობა განისაზღვრება 50-80%-ის ოდენობით).
  • 50-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია (შეფუთვა დახეულია, დაზიანებულია შეფუთვაზე დატანილი პროდუქტის მახასიათებლები (პროდუქტის შტრიხ-კოდები/ვიზუალი/ ბრენდის სასაქონლო ნიშანი/პროდუქტის ვიზუალი და შეფუთვაზე დატანილი სხვა პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია) ან/და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება მცირე ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც სასაქონლო იერსახეზე დიდ გავლენას არ ახდენს.
  • 10-50%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძირითადი ფუნქციები.
  • 1-10%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტი ვიზუალურად ან ფუნქციურად დაზიანებულია და შენარჩუნებული არ აქვს ძირითადი ფუნქციები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა TNET-მა უარი განაცხადოს პროდუქტის დაბრუნებაზე.
  • თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები: პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
  • გაითვალისწინეთ, რომ!: მერჩანტის/გამყიდველის პროდუქციის შეფასებას ახდენს თავად გამყიდველი ან სერვის-ცენტრი, შესაბამისად მათ პროდუქციაზე დაბრუნებული პროდუქტის შეფასების და ანაზღაურების კრიტერიუმებსა და პირობებს განსაზღვრავს თავად გამყიდველი/მერჩანტი ან სერვის-ცენტრი. აღნიშნული წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს TNET-ის მიერ განსაზღვრული პირობებისგან.
13. პროდუქტის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების შემდეგ მომხმარებლის ანაზღაურების წესები
  • მომხმარებლის ანაზღაურება ხდება პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
  • კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
  • დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით TNET-ის პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნით გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Mymarket.ge; Myparts.ge).
  • გამონაკლისია: თუ დაბრუნებული პროდუქტი ექვემდებარება სერვის ცენტრის/შესაბამისი შემმოწმებელი ორგანოს მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
14. განვადებით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
  • განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  • განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად პროდუქტებს ერთად.
15. აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
  • აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.
16. Myhome.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები

პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები

  • ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
  • საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
17. Livo.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები

რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

  • შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ დაუწყია რაიმე სახით მომხმარებლის შეკვეთაზე მომსახურების განხორციელება. ასეთ დროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა დაუბრუნდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • თუ კომპანიას დაწყებული აქვს მომხმარებლის შეკვეთის/განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევა, მისი გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს არ დაუბრუნდება სერვისში გადახდილი საფასური.
  • მომხმარებელი უფლენბამოსილია შეამოწმოს კომპანიის სერვისი და მოთხოვოს კომპანიას ხარვეზის გამოსწორება.
  • შეკვეთის გაუქმებისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად.
უნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
18. Tkt.ge-ს დაბრუნების/გადაცვლის სპეციალური წესები
  1. შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით და ამ პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა:
  2. თანხის დაბრუნება საგამონაკლისო შემთხვევების დროს:
    (ა) TKT.GE იტოვებს უფლებას, გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების შემთხვევაში თანხის დაბრუნება განახორციელოს მხოლოდ არსებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
    (ბ) TKT.GE მომხმარებელს ატყობინებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების სახით ან/და სოციალური ქსელების საშუალებით.
    (გ) გამონაკლის შემთხვევაში, TKT.GE-ს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება TKT.GE -ს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე, ხოლო არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა დაბრუნდება იმ ბარათზე, რომლიდანაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
    (დ) მომხმარებლის მიერ შეკვეთისა და გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში TKT.GE უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად არ დააბრუნოს მომხმარებლის მიერ ბილეთში გადახდილი თანხა. ამასთანავე, TKT.GE არ არის პასუხისმგებელი წარმატებით ჩატარებული ღონისძიების ბილეთის თანხის დაბრუნებაზე.
    (ე) ბილეთების ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს ღონისძიების ორგანიზატორი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ შეკვეთის ან ბილეთის ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებით დამდგარ შედეგებზე.
    (ვ) იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთის/შეკვეთის თანხას, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
  3. საქართველოს რკინიგზის ბილეთის დაბრუნებისას მოქმედებს რკინიგზის მიერ დადგენილი შემდეგი წესები:
    1. თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 2 საათზე ნაკლები - ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება;
    2. დაბრუნებისას ბილეთის ფასს აკლდება სულ მცირე მინიმალური ოდენობა - 1.50 ლარი;
    3. მატარებლის ბილეთის გაუქმების/დაბრუნების შემთხვევაში კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.
    4. მგზავრობამდე 15 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 15%;
    5. მგზავრობამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 30%.
    6. ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 2 საათით ადრე. მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გამოკლებით.
    7. წინამდებარე დაბრუნების წესები შესაძლოა შეიცვალოს რკინიგზის მითითების საფუძველზე,
  4. კინოს ბილეთების დაბრუნებისას მოქმედებს შემდეგი წესები:
    1. დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 3 საათი.
    2. კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.
      1. ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:
      2. Basic – ბილეთის ღირებულების 60%
      3. Silver – ბილეთის ღირებულების 80%
      4. Gold – ბილეთის ღირებულების 90%
  5. ავია ბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:
    1. ავია ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/დაGE-ს;
    2. GE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს TKT.GE-ს ფრენის დაწყებამდე არაუგვაინეს 24 საათით ადრე; (გაითვალისწინეთ, რომ TKT.GE-ს სამუშაო საათებია 11:00-19:00)
    3. GE გადასცემს შესაბამის ავია კომპანიას მომხმარებლის მოთხოვნას ბილეთის გადაცვლის შესახებ. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
    4. ბილეთის გადაცვლის საკითხს ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად;
    5. ნებისმიერი სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის გადაცვლაზე, ავია კომპანიის კომუნიკაციასა ან/და ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ თუ სხვა სახის დეტალებზე;
  6. ავია ბილეთის დაბრუნების წესი:
    1. ავია ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/დაGE-ს;
    2. მომხმარებლის მიერGE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, TKT.GE უკავშირდება ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;
    3. GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთან, ავია კომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე;
    4. ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის გადაწყვეტილებებზე.
    5. ავია კომპანია ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თავად განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხის ღირებულებას. ავია კომპანია მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ ღირებულებას ურიცხავსGE-ს მომხმარებლის ან/და TKT.GE-ს მომართვიდან 30-90 დღის განმავლობაში.
    6. GE მომხმარებელს ავია კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხიდან უბრუნებს კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
  7. ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემის წესი:
    1. არ ხორციელდება ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემა.
    2. GE არ აგებს პასუხს მგზავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხზე ან/და მათ ინფორმირებაზე მგზავრებისთვის (საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტაცია, Covid რეგულაციების მოთხოვნები და სხვ.);
    3. GE არ აგებს პასუხს მგზავრის ფრენაზე არ გამოცხადებისა ან/და დაგვიანების შედეგებზე;
    4. GE პასუხს არ აგებს ფრენასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ასეთ კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი ავია კომპანია;
    5. ავია ბილეთებთან დაკავშირებული საკითხებისGE -სთან კომუნიკაცია არ არის სავალდებულო. მომხმარებელი უფლებამოსილია უშუალოდ დაუკავშირდეს შესაბამის ავია კომპანიას;
    6. TNET (TKT.GE) უფლებამოსილია არ დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები, რაზეც მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
    7. საგამონაკლისო შემთხვევებში, TKT.GE უფლებამოსილია თავისი დისკრეციითა და გადაწყვეტილებით დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებით.
19. Swoop.ge-ს დაბრუნების სპეციალური წესები
შეძენილი ვაუჩერის/შეთავაზების გაუქმების/დაბრუნების პირობები
  • მომხმარებლის მიერ შეძენილი ვაუჩერის თანხის ღირებულება ან კინოს ბილეთების ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია, კომპანიის მიერ მომხმარებლის მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევები.
  • შეთავაზების სრულად ყიდვის შემთხვევაში მომსახურების/პროდუქტის დაბრუნება/გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადების შემთხვევაში. ასეთ დროს, გამყიდველი/შემსრულებელი თავად განსაზღვრავს დაბრუნების პირობებსა და დასაბრუნებელი თანხის ოდენობას. შესაბამისად, გამყიდველის/შემსრულებლის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა არ დაგიბრუნდეთ თქვენს მიერ გადახდილი სრული საფასური. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თავად გამყიდველს/შემსრულებელს. გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ დაგიბრუნდებათ ge-ს ვაუჩერის ღირებულება.
  • მომსახურების/პროდუქტის ღირებულების დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს გამყიდველის/შემსრულებლის მიერ თანხმობის გაცხადებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, კომპანია დაგიბრუნებთ გამყიდველის/შემსრულებლის მიერ განსაზღვრულ დასაბრუნებელ თანხას კომპანიის ვაუჩერის საფასურის გამოკლებით.
  • ვაუჩერის საფასური არის კომპანიის მომსახურების საფასური, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას უნაზღაურებს შეთავაზების შეძენისას.
20. Myauto.ge-ზე დაბრუნების/გაუქმების სპეციალური წესები
  • პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის/გაუქმების/წაშლის შედეგები
    • ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
    • საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
  • რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?
    • სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელოა მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისს ხარვეზის გამო და აღნიშნულ სერვისში მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა.
21. Myshop.ge-ს დაბრუნების სპეციალური წესები
  1. პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას ექვემდებარება თუ:
    1. პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები (იარლიყი, ყუთი, ჩაბარების დოკუმენტი, შეფუთვა, პროდუქტის ნაწილები და ა.შ) არ არის გამოყენებული/დაზიანებული არ აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე; არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
    2. პროდუქტზე დაფიქსირდა ქარხნული წუნი
  2. პროდუქტი დაბრუნებას/გადაცვლას არ ექვემდებარება თუ:
    1. პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე;
    2. ჰიგიენური პროდუქტები (მაგ.: კოლგოტკები, წინდები, თმის სამაგრი, საყურე, საცურაო კოსტუმი, თეთრეული, თეთრეულის აქსესუარები, საცვლები, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებები და სხვა).
    3. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი, პრეტენზია შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომპანიის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოწერის გზით.